ბლოგი

რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში

რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში

ფეისბუქზე გაზიარება

როგორც წელიწადის დროები იცვლება, ისევე ჩვენც გარკვეულ ცხოვრებისეულ ეტაპებს გავდივართ...

 

ჩვენ სერიოზულ ცვლილებებს განვიცდით ყოველი 7 წელი. ზუსტად ისე, როგორც წელიწადის დროები იცვლება, ჩვენც სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპს გავდივართ. როგორც ხაზი, რომელიც ჩვენი დაბადებით იწყება და ჩვენი გარდაცვალებით მთავრდება. იმისთვის, რომ ხაზმა წრე შეკრას, 70 წელი უნდა გავიდეს. ამ ცხოვრებისეული გზის პირობითად 10 ნაწილად შეიძლება დაყოფა.

 

1-ლი ციკლი ( 0-7 წელი)

თავისი ცხოვრების პირველი შვიდი წელი ბავშვი მთლიანად თავის თავზეა კონცენტრირებული. მის გარშემო მთელი სამყარო ტრიალებს, მისი ოჯახი ხომ ყველაფერს შესაძლებელს აკეთებს, რომ მისი გული გაახაროს. თუ რამე მომენტში ოჯახს ეს არ გამოსდის, ბავშვი ისტერიკას აწყობს, და განრისხებული ხდება. ცხოვრების ამ პერიოდში ბავშვი- ნამდვილი ეგოისტია, რომელიც სრულიად არის საკუთარი თავით დაკმაყოფილებული.

მე-2 ციკლი (7-14 წელი)

შვიდი წლის შემდეგ ბავშვი მხოლოდ საკუთარ თავზე აღარ კონცენტრირდება, და მას ბევრი კითხვა უჩნდება გარშემო სამყაროს მიმართ. ის თავის მშობლებს უამრავ სხვადასხვა კითხვას უსვამს, ის უცნაური საქმეებით არის დაკავებული. ბავშვი ფილოსოფოსი ან მეცნიერი ხდება, რომელსაც სურს გაიგოს, როგორ არის ეს სამყარო მოწყობილი.

მან შეიძლება სათამაშო გატეხოს, რათა გაიგოს, როგორ მუშაობს ის ან მწერი მოკლას, რომ გაიგოს, რა აქვს შიგნით. ბავშვი  მხოლოდ თავისი სქესის სხვა ბავშვებით არის დაინტერესებული.

მე-3 ციკლი (14-21 წელი)

თოთხმეთი წლის მერე ბავშვს ინტერესი უჩნდება საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ბიჭები და გოგონები სიყვარულზე ფიქრობენ, და მათ ხშირად ესიზმრებათ სიზმრები, რომლებშიც სექსუალური ფანტაზიები ჭარბობს. ბავშვი საბოლოოდ ზრდასრულ ცხოვრებას იწყებს.

მე-4 ციკლი (21-28 წელი)

21 წლისკენ, თუ ყველაფერი ნორმალურად ჩამოყალიბდა, კაცებს და ქალებს ყურადრება გადააქვთ, მათ სიყვარულის გარდა სხვა ინტერესებიც უჩნდებათ. ისინი ამბიციური ხდებიან და მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატებისკენ მიისწრაფვიან. იზიდავთ რა ძალაუფლება და პრესტიჟი, კაცები და ქალები იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ ისინი.

მე-5 ციკლი ( 28-35 წელი)

28 წლის ასაკში ბოლოს და ბოლოს ვხვდებით, რომ ვერ ვიღებთ ყველაფერს, რაც გვინდა. ვაცნობიერებთ, რომ არსებობს ისეთი სურვილები, რომელთა განხორციელებაც შეუძლებელია, და ამიტომაც სხვა რამეზე ვოცნებობთ. ჩვენ კომფორტისა და სტაბილურობისკენ მივისწრაფვით იმის მაგივრად, რომ ამბიციური მიზნები დავისახოთ. მოდის დრო, როდესაც უდარდელი აღარ ვართ . ფულის დაგროვებას ვიწყებთ, სახლის ყიდვასა და ოჯახის შექმნაზე ვფიქრობთ.

მე-6 ციკლი ( 35-42 წელი)

35 წლის ასაკში ჩვენი ენერგია პიკს აღწევს. ჩვენ ჩვენი ცხოვრებისეული წრის ნახევარი გავიარეთ, და ამ მომენტიდან ყველაფერი ქვემოთკენ მიდის. ჩვენ იმ საგნებს გამოვრიცხავთ, რომლებსაც ჩვენი ცხოვრების სტილის დარღვევა შეუძლია და ტრადიციებს ვიცავთ, ასევე მეტაფიზიკა და რელიგია გვაინტერესებს. ვცხოვრობთ რა წარსულით, ჩვენ კონფორმისტები ვხდებით. აღარ გვეშინია წესების, დისციპლინისა და კონტროლისკენ მივისწრაფვით.

მე-7 ციკლი (42-49 წელი)

ჩვენ ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებების განვითარება გვეწყება. ჩვენი თმა ჭაღარავდება და ცვივა, კანზე კი ნაოჭები ჩნდება. ეს პერიოდი რეცესიის დაწყებად ითვლება, და რელიგიაზე სერიოზულად ვიწყებთ ფიქრს . რაღაც ზეციურის, ღვთაებრივის მიმართ დაქვემდებარების მოთხოვნილებას ვგრძნობთ.

მე-8 ციკლი (49- 56 წელი)

ამ მომენტიდან სექსუალური დაღმასვლის პერიოდი იწყება. ამ ასაკში ბევრი მამაკაცი დანაშაულის გრძნობას განიცდის, რადგან საზოგადოება მათგან აქტიურ სექსუალურ როლს ელოდება, ხოლო მათ ეჩვენებათ, რომ აღარ აქვთ შესაბამისი თვისებები.

მე-9 ციკლი ( 56-63 წელი)

56 წლიდან ისევ ვკარგავთ სხვა საგნების მიმართ ინტერესს და საკუთარ თავზე ვკონცენტრირდებით. ჩვენ სამუდამო ჭეშმარიტების აღმოჩენის შესახებ ვფიქრობთ, და ამით გარშემო სამყაროსთან კავშირს ვკარგავთ. ვხდებით ისინი, ვინც ბავშვობაში ვიყავით, მაგრამ ამჯერად მდიდარ შინაგან ცოდნასა და გამოცდილებასთან. ჩვენ ასევე სიკვდილის შესახებ ვიწყებთ ფიქრს, და გვსურს, რომ მას მშვიდად და აუღელვებლად შევხვდეთ.

მე-10  ციკლი ( ბოლო)

სამოცდაათი წლის ასაკში სიკვდილისთვის ვემზადებით. როგორც საშოს შიგნით ნაყოფის განვითარებას ცხრა თვე სჭირდება, ადამიანიც ცხრა თვით ადრე გრძნობს სიკვდილის მოახლოებას .

ასეთია ცხოვრების ბუნებრივი ციკლი.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
მარსი ჰოროსკოპში
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!
5 რჩევა მარტოხელებისთვის
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ღალატობენ მეგობრებს