ბლოგი

რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?

რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?

ფეისბუქზე გაზიარება

სამყაროში ადამიანის დაბადების დრო - არის გასაღები, რომელიც ხსნის კარს მისი ხასიათის, ახალი შესაძლებლობების და მომავალი ცხოვრების გზისკენ.

იმ მომენტისთვის არსებული პლანეტების და ვარსკვლავების განლაგება, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე და ასევე ბევრს ავბობს მისი პიროვნების შესახებ. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული დრო, რადგან ის სამომავლო შესაძლებლობების განსაზღვრის საშუალებაა.

 

თუ თქვენ დაიბადეთ:

შუაღამიდან ღამის 2:00-მდე

თქვენში არის ცდონის დაუცხრომელი წყურვილი. ხართ სიახლის მაძიებელი, ილტვით ადამიანების გაცნობისკენ, აღმოჩენების და უხილავის შეცნობისკენ. წარმოუდგენელი სისწრაფით ითვისებთ იმას, რაც სხვებს რთულად და მიუღწევლად მიაჩნიათ. თქვენი სტიქია არის - კომუნიკაციები, კინო და ტელევიზია, სადაც ბრწყინავთ თქვენი ბუნებრივი მიმღებლბის და ცნობისმოყვარეობის დამსახურებით.

2:00-დან დილის 4:00-მდე

დახვეწილი გემოვნება, მომხიბვლელობა და ცხოვრების საუკეთესო მხარეების სიყვარული - ეს თქვენზეა. თქვენთვის მიუღებელია მარტოობა, ამიოტმ, მუდმივად ახლობლებით და მეგობრებით ხართ გარშემორტყმული. ციცინათელასავით ხართ საზოგადოებაში და წარმატება თითქოს თავისით მოდის თქვენსკენ. თქვენი მიზანია, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სავსეა პოზიტივით, ჰარმონიით და სასიამოვნო მომენტებით.

4:00-დან დილის 6:00-მდე

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც გააჩნია უდიდესი შინაგანი ძალა, თავდაჯერებული და მენტალურად ძლიერია. ადვილად იპყრობთ ყურადღებას და არ გეშინიათ პასუხისმგებლბის აღების. სწორხაზოვანი, ზოგჯერ ცოტა ჯიუტიც, თამამად და თავდაჯერებულად მიიწევთ ცხოვრების გზაზე. ხელმძღვანელი პოზიციები და სახელმწიფო სამსახური - ეს არის ადგილი, სადაც თქვენი ენერგია გამოვლინდება სრულად და სრულფასოვნად.

6:00-დან დილის 8:00-მდე

ამბიციური ხართ, პრინციპული და წარმოუდგენლად მიზანმიმართული. თქვენს წინაშე თითქოს არანაირი დაბრკოლება არ არსებობს, თითქოს დაბადებული ხართ დიადი მიღწევებისთვის. ცხოვრების ყველაზე რთული მომენტებიც კი ვერ უქმნიან პრობლემას თქვენს სულიერ მხნეობას. მიუხედავად ბევრი გამოცდისა, საბოლოოდ მაინც გამარჯვებული გამოდიხართ.

8:00-დან დილის 10:00 მდე

თქვენ შინაგანად ფილოსოსფოსი ხართ, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ყველა საკითხის ღრმად შესწავლას და გააზრებას, რაც კი მის გარშემო ხდება. დამკვირვებელი და ფიქრის მოუყვარული ნატურა გაქვთ, არ ცდილობთ ყურადღების მიქცევას, მაგრამ ურთიერთობაში დიდ სიამოვნებას პოულობთ. თქვენი კარიერა მეტწილად დაკავშირებულია სოციოლოგიასთან ან ისეთ პროფესიებთან, სადაც სხვების დახმარებას შეძლებთ.

10:00-დან დღის 12:00-მდე

ოპტიმისტი და კომუნიკაბელური ხართ, ასხივებთ პოზიტივს, თუმცა, საკუთარი თავის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება გაქვთ. იცით რა საკუთარი ძლიერი მხარეები, ყოველთვის ახერხებთ გარშემომყოფების შთაგონებას და გამოგდით მათ ცხოვრებბაში სიხარულის ნაპერწკლის შეტანა. ხელოვნება ან მენტორობა - ეს ის სფეროებია, სადაც შესაძლებელია თქვენი პოტენციალის 100%-ით რეალიზება.

12:00-დან შუადღის 14:00-მდე

შემოქმედებითი და ენერგიული პიროვნება ხართ - თვითნაბადი ნოვატორი. ადვილად უმკლავდებით ახალ გამოწვევებს და გაქვთ საკუთარი ცოდნისა და შთაგონების გაზიარების ნიჭი. ქოუჩის და ხელმძღვანელის როლი იდეების სამყაროში - ეს არის თქვენი სტიქია და მისია.

14:00-დან შუადღის 16:00-მდე

ოპტიმისტი, კეთილგანწყობილი ადამიანი ხართ, რომელიც გარშემომყოფებს იზიდავს. თქვენი არსებობა ავსებს გარემოს სინათლით და სიხარულით. ფინანსური სფერო შეგეფერებათ იდეალურად - მასში შეგიძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, სხვების მოტივირება და წინსვლა.

16:00-დან საღამოს 18:00-მდე

რომანტიკული და მგრძნობიარე ხართ, შეგიძლიათ ყველა და ყველაფერი გიყვარდეთ. თქვენი სინაზე და სულიერი სიღრმე მიმზიდველია სხვებისთვის, თუმცა, ძალიან ოსტატურად შეგიძლიათ დამალოთ ნამდვილი გრძნობები და ემოციები. მასწავლებლობა ან კონსულტაციების მიცემა არის ის სფეროები, რომელბიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ საქმიანობის მხრივ, რადგან შეგიძლიათ ამოიცნოთ ადამიანის სულიერების ყველაზე ფარული მხარეები.

18:00-დან საღამოს 20:00-მდე

მშვიდი და საზრიანი ბუნება გაქვთ, თითქოს მაგნიტი ხართ გარშემომყოფებისთვის. თქვენკენ ილტვიან მხარდაჭერისა და რჩვების მისაღებად. უცნობებიც კი, მზად არიან მოგენდონ, რადგან გრძნობენ თქვენს გულახდილობას და სითბოს. ჯანდაცვისა და მზრუნველობის სფერო - თქვენი ბუნებრივი პროფესიებია.

20:00-დან ღამის 22:00-მდე

თვითნაბადი შემოქმედი და შემსრულებელი ხართ, რომელიც არასოდეს იხევს უკან რაიმე სახის ამოცანის შესრულებისას. თქვენი იმედი ყოველთვის შეუძლია ჰქონდეთ გარშემომყოფებს, თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში მზად ხართ დახმარება გაუწიოთ სხვებს, როცა ამის საჭიროება დგება. მშენებლობა და შემოქმედებითი პროფესიები არის ის სფეროები, სადაც თქვენი პრაქტიკულობა და ძალა ნამდვილად საჭიროა და ამიტომ, ისინი იდეალურად შეგეფერებათ.

22:00-დან შუაღამემდე

გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხართ, რომელიც იყურება მომავლისკენ თავდაჯერებულად და მტკიცედ. სულიერი სიძლიერის და სიბრძნის წყალობით, შეგიძლიათ სხვების შთაგონება და მოტივირება. ამიტომ, ხშირად მოგმართავენ რჩევით. თქვენ ხართ ამბიციური და გრანდიოზული იდეების წყარო და თუკი მიზანს ისახავთ, ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ აუცილებლად მიაღწიოთ სასურველს.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის
რას მალავს თქვენი ნიღაბი: ზოდიაქოს ნიშნების უდიდესი საიდუმლოები
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
ლომის ქვები