ბლოგი

მზე ჰოროსკოპში

მზე ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

მზე მართავს ლომის ზოდიაქოს ნიშანს

მზე გვაძლევს სინათლეს, რომელსაც მოაქვს სიცოცხლე. არ არის გასაკვირი, რომ ასტროლოგიაში ჩვენი მნათობის გავლენა უდიდესად ითვლება. ჰოროსკოპში მზე აგებს პასუხს იმაზე, რაც შეადგენს ადამიანის საფუძველს და არსს- მის პიროვნებაზე, სულზე, მის ეგოზე, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ძალაზე, მის პოტენციალზე. მზე ჰოროსკოპში ეხმარება ბრწყინვალე ინდივიდუალობის, შემოქმედებითი უნარის განვითარების და მსოფლმხედველობის უსასრულო გაფართოების გამოვლენას. სიცოცხლისმოყვარე მზის დევიზია :“მე ვარ! მე მინდა!“

მზის ოქროს ნატება ასხივოსნებს ადამიანს ჯანმრთელობის და კეთილდრეობის სხივებით. ის გულუხვად უზიარებს თავის საყვარელ ადამიანებს სიცოცხლის ძალას, აღავსებს მათ ენერგიით, ძალით, ჯანმრთელობით, წარმატების ნებით.

დამოუკიდებლობისკენ და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა ასევე არის ის ფასეული ნიჭი, რომელის მზეს მოაქვს ჰოროსკოპში,- მის გავლენის ქვეშ ადამიანი გამოავლენს დამოუკიდებლობას და ინიციატივას. „მზიან“ ადამიანებს არ ეშინიათ უცნობობისკენ ნაბიჯის გადადგმის, კომფორტის ზონიდან გამოსვლის და და ყველაზე რტლი ამოცანების ამოხსნის, თუ ხედავენ მათში პერსპექტივას. დედიკოს ბიჭების და გოგოების ინფანტილური ამპლუა არ არის მათთვის: ადამიანი, რომლის ჰოროსკოპშიც მზის გავლენა დიდია, თამამად მიდის წინ, იკვალავს ცხოვრებაში საკუთარ გზას.

მზის გავლენა ლომის ჰოროსკოპზე

მზე არის ლომის მმართველი, ავლენს ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანებში თავის კაშკაშა, არაჩვეულებრივი ლიდერული თვისებების მთელ მძლავრ დიაპაზონს. კერძოდ, ლომის ჰოროსკოპში მზეს შემოაქვს ღიად გამოხატული კაცური მამური საწყისი. ეს გამოვლინდება ლომის ხასიათის ისეთ თვისებებში, როგორიცაა ნებისყოფა, ორგანიზატორული უნარები, გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენის უნარი, მფარველობის სურვილი, თანდაყოლილი საკუთარი ღირსების გრძნობა.

მზის პოზიტიური გამოვლინება ხასიათსა და ბედზე:

სიმამაცე, ავტორიტარობა, პასუხისმგებლობა, ნებისყოფა, გულუხვობა, სიკეთე, მფარველობა, ღირსება, კომუნიკაბელურობა, ორგანიზატორული ნიჭი.

ზოდიაქოს ნიშანში, რომელშიც მზე არის ლომის მფარველი, ეს დადებითი თვისებები განსაკუთრებით კაშკაშად გამოვლინდება. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპებში მზის და პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

მზის სუსტი მხარეები

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ეს ძლიერი მხარეების უკანა მხარეს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმს გარემოებისას. გასხივოსნებული მზისთვის ეს შეიძლება იყოს ეგოცენტრიზმი, საკუთარი უპირატესობის გრძნობა, ასევე უკომპრომისობა.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე
ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დაცული გათვალვისგან
რა ვაჩუქოთ მორიელს
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
როგორ უნდა დაძლიონ სიზარმაცე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი
მშიშარა ზოდიაქოს ნიშნები
ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ
10 რამ, რაზეც უარი უნდა თქვათ ბედნიერებისთვის
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის