ბლოგი

რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ

რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ

ფეისბუქზე გაზიარება

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ საკუთარი შეხედულებები სიყვარულზე: როგორ გამოხატონ ის და რა ფორმით მიიღონ სხვისგან.

 

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ უნდა გამოუტყდეთ სიყვარულში კირჩხიბს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოთ არც მას და არც საკუთარ თავს, გაეცანით ამ სტატიას.

 

არ იჩქაროთ

ზოდიაქოს მიხედვით კირჩხიბი ჩვეულებრივ მოღუშულ კიბორჩხალას ჰგავს, რომელიც მისი მიმართულებით განხორციელებული ყოველგვარი აქტივობისგან იმალება. ამიტომ, თუ შეგიყვარდათ, არ უნდა იჩქაროთ. შეისწავლეთ თქვენი რჩეული კირჩხიბის ბუნება, დაიწყეთ თითქმის შეუმჩნეველი ნაბიჯების გადადგმა მარტივად და შეუმჩნევლად. თუ გადააჭარბებთ, მას დააფრთხობთ და რისკავთ რომ დაკარგოთ (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში).

 

მეტი რომანტიკა

კირჩხიბები რომანტიკოსები არიან. ამიტომ, თუ გსურთ მათი გულის მოგება, უმღერეთ სერენადები, წაუკითხეთ ლექსები და აჩუქეთ საჩუქრები. არანაირი უხეშობა - მეტი მანერები, თავაზიანი დამოკიდებულება და რეალური გრძნობები. და ეს ყველაფერი რომანტიული გზით: გახსოვთ, რომ კირჩხიბები ვერ იტანენ აჩქარებას და ზეწოლას.

 

საიმედოობა

კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და ცვალებადია. მათ არ აქვთ მყარი საყრდენი და მას, ვინც ამ მხარდაჭერას უწევს, შეუძლია მის გულს დიდი ხნის განმავლობაში დაეპატრონოს. ამიტომ, თუ შეგიძლიათ ამ თანმიმდევრობით იმოქმედოთ, ნურაფრის შეგეშინდებათ. შესთავაზეთ დახმარება, ფული (თავიდან უარს იტყვის, მაგრამ მადლობელი დარჩება), გართობა და რაც მთავარია, თქვენი მხარდაჭერა - თუნდაც ქალი იყოთ.

 

ინიციატივები

კირჩხიბებისგან ინიციატივებს ნუ დაელოდებით, აიღეთ სიტუაცია საკუთარ ხელში: მიწერეთ, დაურეკეთ, დაუნიშნეთ შეხვედრა. თუმცა, აკვიატებისა და ზეწოლის გარეშე (იხ. პირველი აბზაცი). ზოგადად კირჩხიბზე შეყვარებულებს წონასწორობის დაცვა და მოთმინების გამოჩენა სჭირდებათ – მხოლოდ ამის შემდეგ, კირჩხიბი აუცილებლად დატოვებს თავის ჯავშანს და თქვენს მკლავებში აღმოჩნდება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
“იღბლიანი გზა” მარტის მეორე ნახევარში ზოდიაქოს 3 ნიშნისთვის
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ
2021 წლის საუკეთესო თვე თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
10 ნიშანი იმისა, რომ კარმულ ურთიერთობებში გაეხვიეთ
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება