კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

მერწყულის ქვები

მერწყულის ქვები

ფეისბუქზე გაზიარება

მერწყული ხედავს ფუნჯს და საღებავს და იწყებს ხატვა, ნახულობს ნემსს და ძაფს- რამის შეკერვას ცდილობს, იღებს მოტეხილ ტოტს ხეხილში და ცდილობს მის მიმაგრებას ხეზე. და საქმის კეთებისას უკვე ირგვლივ იხედება- ხომ არ არის კიდევ რამე საინტერესო და ახალი? მერწყული- ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მიისწრაფვის ოცნების დახმარებით ჰორიზონტს მიღმა გახედვისკენ.

მინერალთა საბადოებს ხშრად ნახულობენ ძვირფასი ხრეშით, რომელიც მდინარეს მოაქვს. მერწყულს უკავი ხელში გრაფინი, რომლიდანაც, როგორც წყაროდან, მოდის წყლის ნაკადი, რომელსაც მოაქვს ქვა-თილისმები. ეს ჯადოსნური ქვა-თილისმები დაეხმარება მერწყულს  ცხოვრების ყველა შემთხვევისას: ამეთვისტო, საფირონი, ძოწი, ფირუზი, ლაზურიტი, ობსიდიანი, აქვამარინი, გიაცინტი, მთის ბროლი, მარგალიტი, ქრიზოპრაზი, ცირკონი.

 

მერწყულის ძირითადი ქვების  მოკლე თვისებები

 

  • ამეთვისტო- განდევნის მერწყულის მოწყენილ აზრებს, მისცემს მას ენერგიას ნებისმიერი საწყისისთვის.
  • საფირონი- დაეხმარება მერწყულს გაუმკლავდეს ემოციებს, შეიძინოს სამართლიანობა და თავშეკავებულობა.
  • ძოწი- გააღვიძებს შთაგონებას, უბიძგებს მერწყულს სურვილების და გეგმების რეალიზაციისკენ, დაეხმარება ნახოს სიყვარული.
  • ფირუზი- დაეხმარება მიაღწიოს რჩეულის კეთილგანწყობა და ორმხრივობა.
  • ლაზურიტი- მოუტანს მერწყულს აყვავებას, სიყვარულს და კეთილდღეობას.
  • ობსიდიანი- დაუბრუნებს მერწყულს სიფრთხილეს, დაიცავს საწყენი შემთხვევითობებისა და ღალატისგან.
  • აქვამარინი- განდევნის თავსმომხვევ შიშებს, დაეხმარება მოიშოროს მრელვარება.
  • გიაცინტი- გააძლიერებს მერწყულის ჯანმრთელობას და გაუმახვილებს გონებას.
  • მთის ბროლი- აჩუქებს მერწყულს განვითარებულ ინტუიციას და გამბედაობას, გარშემომყოფთა განზრახვების გაგების უნარს.
  • მარგალიტი- დაიცავს უბედურებებისგან
  • ქრიზოპრაზი- მიანიჭებს მერწყულს სიბრძნეს და გონიერებას.
  • ცირკონი-დაეხმარება გამოვიდეს „წყლიდან მშრალი“ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.

 

ამეთვისტო

ამეთვისტო დაეხმარება რომანტიულ მერწყულს გამოფხიზლდეს ღვინისგან, ოცნებისგან, გააქარწყლებს მოწყენილ აზრებს. ეს თილისმა მერწყულის საუკეთესო მეგობარია, ამეთვისტო ხომ, თავის ჯიშში, ოსტატია: ის გაასუფთავებს მინდორს მშენებლობისთვის და მისცემს ენერგიას რამე ახლის შექმნისთვის. და რა ააშენოს, თვითონ მერწყულმა გადაწყვიტოს- როგორც არ უნდა იყოს პროექტი, ამეთვისტო-თილისმით მას ყველაფერი გამოუვა.

 

საფირონი

იმპულსიური მერწყულისთვის ბევრად უფრო მარტივია გაუმკლავდეს ემოციებს და სიტუაციას, როდესაც მის თითზეა ბეჭედი საფირონი. საფირონი- მიწიერ და სულიერ მბრძანებელთა ქვაა.

მერწყული, რომელმაც მიაღწია კარიერულ სიმაღლეებს, ასეთი თილისმით იქნება სამართლიანი, თავშეკავებული ხელმძღვანელი. თუ მერწყულს კარიერა არ აინტერესებს, მაშინ  საფირონი დაეხმარება მას მაღალი ჭეშმარიტების ძიებაში, რომელსაც დაქვემდებარებული არიან ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები.

 

ძოწი

ერთი მხრივ, ძოწი ბადებს მატერიალური ხასიათის სურვილებს, მეორე მხრივ- აღვიძებს შთაგონებას. სწორედ მერწყულს, რომლისთვისაც დამახასიათებელია უნივერსალურობა, შეუძლია შეიტავსოს ჯადოსნური ქვის ეს წინააღმდეგობრივი თვისებები. გამჭრიახი მერწყულისთვის ასევე სასარგებლოა განიცადოს სურვილები, ხომ უნდა გამოიმუშაოს ფული ოჯახისთვის, რომლის შექმნაშიც დაეხმარება ძოწი, რომელსაც შეუძლია სიყვარულის აალება მის ქარიან გულში.

 

ფირუზი

ისტორიები ფირუზზე, რომელიც თილისმად ემსახურებოდნენ მერწყულს, ჰგავს ზღაპრებს, რომლის ბოლოშიც გმირი ამარცხებს ბოროტებას და ქორწინდება დიდი სიყვარულით, რის შემდეგადაც მეუღლეები ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად ბარაქაში, ამრავლებენ რა მას წლიდან წლამდე. არ არის შემთხვევითი, რომ ქვის ერთ-ერთი სახელი- „ფირუზ“- ითარგმნება როგორც „გამარჯვების მომტანი“.

მართალია, მშვიდობისმოყვარე მერწყულს შეუძლია გაიმარჯვოს მხოლოდ მეცნიერებასა ან ხელოვნებაში- ომი მას არ აინტერესებს, და შეყვარებისთვის კი არის მზად, მაგრამ მისი ახსნა უჭირს. სწორედ ამაში დაეხმარება მერწყულს ფირუზი, საკმარისი აჩუქოთ რჩეულ ქალს ან კაცს ბეჭედი სანუკვარი ქვით, და ორმხრივობა იქნება უზრუნველყოფილი.

 

ლაზურიტი

ლილაქვა, რომელიც მიიღება ლაზურიტისგან, იყო ვარგისი მხოლოდ პატარა ზედაპირებისთვის, რაც არ უშლიდა ხელს მხატვარ-მინიატურისტებს გადაეცათ ცის და მდინარეების სიღრმე თავის პატარა პეიზაჟებზე.

მეწრყულისთვის საკმარისია პატარა, მაგრამ კაშკაშა, როგორ მინიატურისტთა ნამუშევრები, ბედნიერება, რომელიც აჟურულად დახატულია ყველა წვრილი დეტალით. ხოლო თილისმა ლაზურიტით მოუტანს მის ცხოვრებაში ყველაფერს, რაც ამისთვისაა საჭირო: აყვავება, სიყვარული და კეთილდღეობა.

 

ობსიდიანი

სიმსუბუქე ურთიერთობაში და ცნობისმოყვარეობა ხდის მერწყულს დაუდევარს. ეს ეხება უსაფრთხოების ტექნიკის შესრულებას, და ეტიკეტის წესებსაც: უშუალო მერწყულს შეუძლია იმის თქმა, რაც ტავში მოუვა, ან წავიდეს სასეირნოდ მთაში სათანადო მომზადების გარეშე.

ობსიდიანი განკურნავს მერწყულს ზედმეტი ქედმაღლობისგან, ამ ქვით ის დაიწყებს თავისი ქმედებების გათვლას რამდენიმე სვლით წინ. ობსიდიანი, უბრუნებს რა მერწყულს სიფრთხილეს, გახდის მას სტრატეგოსად. სხვათაშორის, თილისმა დაიცავს მას არა მარტო საწყენი შემთხვევითობებისგან, არამედ რალატისგან.

 

აქვამარინი

მოუსვენარი მერწყულებს უყვართ მოგზაურობა, და როგორც ცნობილია, ყველა მოგზაური ხვდება აქვამარინის დაცვის ქვეშ.

მაგრამ ზოგჯერ არ არის საჭირო სახლიდან გასვლაც, რომ საშიშროება შეგხვდეს: ბევრი შიში ბავშვობიდან ჩანს სულელურად, მაგრამ განაგრძობს ჩვენზე დომინირებას. ვირაცას ეშინია სიბნელის, ვირაცას ღამის პეპლების. აქვამარინი გააქარწყლებს თავისმომხვევ შიშებს, და ამ ქვით მერწყულს დატოვებს ადრინდელი მღელვარება, მას აღარ შეეშინდება არც წარსულის და არც მომავლის.

 

გიაცინტი

ლეგენდა ამტკიცებს, რომ მერწყულის ქვას- გიაცინტს- შეუძლია უხილავი გახადოს ადამიანი. ვაჭრებს და ქურდებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გახდებოდნენ ერთმანეთისთვის უხილავი. ალბათ გიაცინტი ვერ იმოქმედებს, როგორც ზღაპრული უჩინარი ქუდი, მაგრამ მფლობელისგან გარშემომყოფების ყურადღებას გადაიტანს. თილისმას ასეთი თვისება მისცემს მერწყულს შესაძლებლობას იყოს მომხდარისგან შორს და წყნარად გაარკვიოს ნებისმიერი სიტუაცია.

და თუ ქვის ეს თვისება ვინმეს მოეჩვენება ზედმეტად ეკზოტიკურად ან უსარგებლოდ, გიაცინტს აქვს სხვა შესაძლებლობებიც: თილისმა გააძლიერებს მერწყულის ჯანმრთელობას და გაამახვილებს გონებას.

 

მთის ბროლი

მთის ბროლი იზიდავდა რაინდებს და წინასწარმეტყველებს: ბურთი ამ მინერალისგან ხმლის ტარზე ან დროშაზე გამარჯვებას ჰპირდებოდა, ხლო წინასწარმეტყველები ეძებდნენ მომავალს ხილვებში, რომლებიც იყო გამოწვეული მედიტაციით ბროლის სფეროზე. მერწყულსაც მთის ბროლი აჩუქებს განვითარებულ ინტუიციას და გამბედაობას, ასევე გარშემომყოფთა განზრახვების გაგების უნარს.

 

მარგალიტი

მარგალიტის ბრწყინვალება კეთილგანწყობილებას ავლენს ნდობისა და მოდუნების მიმართ. ეს გრძნობა ხსნის მარგალიტის თავისი მფლობელის დაცვის თვისებას სხვადასხვა უბედურებისგან. ამიტომ მარგალიტთან ერთად მერწყულს ეუფლება უსაფრთხოების გრძნობა. მით უმეტეს, რომ მარგალიტი, როგორც ერთგული დარაჯი, დგას მისი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თუ მოდის ავადმყოფობა, მარგალიტი კარგავს ბრწყინვალებას.

მარგალიტი განსაკუთრებით სასარგებლოა მერწყულებისთვის, რომლებიც მუშაობენ ბიზნესში- ასეთი თილისმა დაიცას მათ არაპატიოსანი გარიგებებისგან. ასევე დიაცს ქურდებისგან. და, როგორც ზღაპარში ალადინის შესახებ, მარგალიტის ფლობით, მერწყულმა შეიძლება ჩათვალოს, რომ დარაჯი აცხადებს: „ბაღდადში ყველაფერი წყნარადაა“.

 

ქრიზოპრაზი

მერწყული მიდრეკილია სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისკენ. მის ბედში ხშირად ხდება შეტრიალებები. ასეთ მოულოდნელ ( და ზოგჯერ სარისკო) მოგზაურობებში კარგი იქნებოდა სანდო დამხმარეს ყოლა. ის შეიძლება გახდეს თილისმა ქრიზოპრაზით.

გამომგონებელთა და პირველაღმომჩენთა ქვა, რომელიც იძლევა სიხარულს და ენერგიას, შეხმატკბილებულია მერწყულთან. ქრიზოპრაზს შეუძლია მიანიჭოს მერწყულს გონიერება. ეს არ შეუშლის ხელს მიყვეს თავის გულს და ინტერესს, მაგრამ გახდის მას უფრო წინდახედულს.

 

ცირკონი

ცირკონს ძველი დროიდან უწოდებდნენ „ქურდების, მსახიობების და ვაჭრების ქვას“. საკმაოდ უცნაური კომპანია! თუმცა, ამ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს არტისტულობა, რისკის სიყვარული, დღევანდელი დღით ცხოვრების უნარი.

მერწყულისთვის ნაცნობია ეს სიხარული „იცხოვროს აქ და ახლა“. და შეუძლია გარისკოს. თილისმა ცირკონით მისცემს მას ასეთი ქმედებებისთვის დამატებით რესურსებს, და მტავარია- დაეხმარება გამოვიდეს სარგებლით ნებისმიერი რთული სიტუაციიდან.

 

ქვების საუკეთესო ფერები მერწყულისთვის

 

რუხი, მუქი ფერი

სატურნი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და თავდაჭერილობა, სთავაზობს მერწყულს რუხ და მუქ ქვებს. ურანი დაასრულებს ამ სიას მინერალებით ცისარტყელას ელფერებით:

აგატი გააძლიერებს მერწყულის მეხსიერებას, გააჯანსაღებს მას, დაიცავს ურაგანებისა და ძალისმიერი სიკვდილისგან.

გაგატი დაარბილებს დაშორებას, დაეხმარება გადაიტანოს უსიამოვნებები, შექმნის კარგ განწყობას და გაამხელს ტყუილს, დაიცავს მიმნდობ მერწყულს.

შევარდენის თვალი დაეხმარება მერწყულს დაამტკიცოს თავისი სიმართლე და დაამარცხოს მტრები, დაიცავს მას გათვალვისგან, გამჭრიახს გახდის.

 

ქვები, რომლებიც უკუჩვენებითია მერწყულისთვის:

რომანტიულ მერწყულს შეიძლება დაავიწყდეს სამუშაო, გატაცდება რა ოცნებებით, ის ხომ დაქვემდებარებულია წუთიერ ბიძგებს და ყოველთვის მიდის იქ, სადაც მისთვის საინტერესოა, ვერ იტანს მოწყენილობას. მას შეუძლია გრანდიოზული გეგმების აგება, მაგრამ არ იზრუნებს მათ შესრულებაზე, რადგან შემდეგი ოცნება მოდის.

მერწყული უშუალოა, ის აბსოლუტურად ვერ ერკვევა ადამიანებში. ნუ თუ შეუძლია მას ვინმეს ავნოს? მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ძალიან მიმნდობია. სწორედ ასე გამოიყურებიან რომანტიკოსები, მაგრამ იმისთვის, რომ მერწყულის კეთილშობილი და მშვენიერი თვისებები არ გარდაიქმნან სისუსტეებად და ნაკლოვანებად, მან თავი უნდა აარიდოს რამდენიმე მინერალს.

ლალი- საქმიანი ადამიანების ქვა- მის მიერ შემოტავაზებული რეჟიმი მერწყულისთვის შეუსაბამოა, რადგან ჰაეროვანი ნიშანი ექვემდებარება შთაგონებას, და არა დაძალებას.

ალმასს- ყველაზე მაგარს კრისტალებისგან, შეუძლია გაამაგროს მერწყულის თავქარიანობა და ცვალებადობა, მაგრამ გახდის მას ეგოისტად.

ციტრინს- რომელიც აღვიძებს აზარტს, შეუძლია გატაცოს მერწყული, რომელსაც ზედმეტად ფიცხი დამოკიდებულება აქვს ყველაფერი ახლის მიმართ, და ის ვერ შეძლებს დროულად გაჩერებას, თუ საქმე გართულდება.

 

ვერცხლი და ოქრო მერწყულის სამკაულებისთვის

 

ვერცხლი

ვერცხლი მერწყულისთვის, რომანტიული მეოცნებისთვის, რომელიც მიდის იქ, სადაც მისთვის საინტერესოა, ბევრს ნიშნავს. მაგალითად, წყალს ნაკადულში, რომელსაც ცვლილებები მოაქვს. ვერხვს მოკაშკაშე, როგორც ბობოქარი აზრები, ფოთლებით ქარზე. ნიჭს, რომელიც არასდროს იქნება დამარხული მიწაში. თოლიას, თავისუფლად მფრინავს ზღვის ზემოთ. განსაკუთრებულ დაისს, როდესაც ღრუბლები იძენენ ლითონის ბრწყინვალებას. შროშანს, რომელიც ხიბლავს სურნელით.

ვერცხლის სამკაულების ჰპირდება მერწყულს ახალ შთაბეჭდილებებს, ცვლილებებს, წარმტაცი თავგადასავლების შესაძლებლობას.

 

ოქრო

თუ წყალი არის ვერცხლი მერწყულისთვის, მაშინ ოქრო- ის ვაზა, რომელშიც იღებს სათავეს მისი ნაკადი; გრიფონი, რომელიც აერთიანებს ცას და დედამიწას; განძი, რომელიც უნდა ნახო; კანარის ხმა, რომელიც მღერის შორეული კუნძულების შესახებ; ვეფხვი, რომელიც ერწყმის ტყეს; ნესვი, რომელზეც უფრო ტკბილი არაფერი არსებობს; ჯანჯაფილი, რომელიც აძლებს სიფხიზლეს, ბაბუაწვერა, რომელიც გულს ახარებს.

ოქროს სამკაულები აღვიძებს მერწყულის ოცნებებს და აძლევს მას საშემოქმედო ენერგიას.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
თხის რქის ქვები
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
2020 წლის ჰოროსკოპი
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
სახალისო ვიდეო ზოდიაქოს ნიშნებზე
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
მზე ჰოროსკოპში
თხის რქების განსაკუთრებულობის 8 ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
რა არის კარმული დაავადებები და რატომ ჩნდება ისინი
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?