ბლოგი

რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?

რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?

ფეისბუქზე გაზიარება

თევზების რომელ თვისებებს გამოყოფდით?

 

- რომანტიულები

- შემოქმედნი

- ნაზები

- განმარტოებულები

- მეოცნებეები

 

თევზებთან ურთიერთობების დამყარება ბევრ ზოდიაქოს ნიშანს უჭირს. ყველას არ ესმის მათი ცხოვრების სტილის, განწყობის, და რაც მთავარია- როდის იცვლებიან და რომელ მომენტში უნდა მოერგონ მათ.  სამწუხაროდ, თევზების ხასიათი ბევრ პრობლემას იწვევს ურთიერთობის დამყარებისთვის. მოდით, განვიხილოთ ისინი.
 

- თევზები ემოციების დიდ სპექტრს განიცდიან, გარშემომყოფები ზოგჯერ ვერც ხვდებიან, თუ რა ხდება ამ ნიშნის გონებაში და მით უმეტეს, გულში. ახლო და საყვარელი ადამიანები ხშირად იტანჯებიან ამის გამო. როდესაც თევზები ჩაიკეტებიან, ისინი შეიძლება ან იტანჯებოდნენ ან მხიარულები იყვნენ მარტოობაში, მაგრამ ჩნდება კითხვა, ამ მომენტში რა უნდა გააკეთოს მათმა შეყვარებულმა, რომ ახლოს იყოს? ბევრი ასეთ სიტუაციაში იბნევა.

 

- თევზები გამოირჩევიან იმით, რომ თავისი პარტნიორისგან  გრძნობების გამოვლენას ყოველთვის მოითხოვენ. თანაც, ეს არა მატერიალური ფასეულობები, არამედ სიყვარულის სიტყვებია. შესაძლოა, ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ რა უნდა გააკეთონ, მაგალითად, მორიელებმა, რომლებსაც კატეგორიულად არ უყვართ ლოლიაობა, ხოლო თევზები თავისი პარტნიორებისგან ამას სულ უფრო მოითხოვენ?

 

- ურთიერთობის დაწყებამდე, თევზებში ეჭვიანობის გამოვლენას იშვითად თუ შეამჩნევთ, მაგრამ როგორც კი ურთიერთობა სერიოზულ და ხანგრძლივ სტადიაში გადადის, ისინი ეჭვიანობას მომენტალურად ჩართავენ ხოლმე. თავისი ეჭვიანობით, თევზებმა შეიძლება გააფუჭონ ის, რაც იდეალურად იყო აწყობილი, და შედეგებზე არც ფიქრობენ, რადგანაც ყოველ ჯერზე ეჭვები ეუფლებათ და ამის გამო სკანდალს იწყებენ.

 

- თევზებში ამჩნევენ, რომ პრობლემები  თავისებურ ჯავშანში დამალვას აიძულებენ მათ. ჩვეულებრივ, ეს საკუთარი „მე“-ა, სადაც მხოლოდ აზრები, ოცნებები და მინიმუმ რეალობა არსებობს. ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულებით მათ უჭირთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ამ სირთულეების გადალახვისთვის მზად არიან. როდესაც ერთი წინ მიდის, ხოლო მეორე -უკან, ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება რთულია.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით
ნატალური რუკა
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
გლამურული ჰოროსკოპი: ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის ქალები არიან სტილის დედოფლები
6 ზოდიაქოს ნიშნისთვის 2021 წელი ყველაზე ბედნიერი იქნება: ვინ მოხვდა სამყაროს თეთრ სიაში
დასახელებულია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც იბადებიან მილიონერები
ზოდიაქოს ნიშნები - როგორ იყენებს თითოეული Google-ს?
ნეპტუნი ჰოროსკოპში