ბლოგი

უტკბესი, თან ძალიან საშიში - ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი

უტკბესი, თან ძალიან საშიში - ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი

ფეისბუქზე გაზიარება

მათი მომხიბვლელობის წინაშე, ყველა უძლურია...

თუმცა, მაინც ეცადეთ, რომ დრო და დრო გამოხვიდეთ ნეტარებიდან, ჩართოთ კრიტიკული აზროვნება და ობიექტურად აღიქვათ რაც გარშემო ხდება... ისევ და ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ოთხ, ყველაზე მანიპულატორ ნიშანს:

ტყუპები

არ ენდოთ მათ ნათქვამ არცერთ სიტყვას, ან როგორც მინიმუმ დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ. ტყუპებს თავადაც ძალიან სჯერათ საკუთარი მიზნების გულახდილობაში, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათი მოსაზრებები საკმაოდ ხშირად იცვლება და თქვენ ვერასოდეს მიხვდებით, სინამდვილეში რომელია რეალური აზრი.

კირჩხიბი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა ზუსტად იცის რა და როგორ უნდა თქვას, თან სიტყვებს „სანელებელივით“ ამატებს ემოციებს. კირჩხიბებს უყვართ სასურველს როცა იღებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მათი მიზანი რეალურია თუ ეფემერული. კირჩხიბები სიტყვებით და ცრემლებით მანიპულირების უდიდესი ოსტატები არიან.

ლომი

ლომი ეგოცენტრულია და სწორედ ამიტომ, დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფთა სურვილები მისას ემთხვევა. ის ყოველთვის ცდილობს მოახდინოს სხვებზე მანიპულაცია და აიძულებს მათ გააკეთონ ის, რაც სარგებელს მხოლოდ მას მოუტანს. აქედან გამომდინარე, მის დაჟინებით მოთხოვნებს ან საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობებს, საჭიროა წინააღმდეგობა გაუწიოთ, თორემ გახდებით სათამაშო სხვის ხელში.

მერწყული

მერწყულს უყვარს ზემოდან უყუროს იმას, თუ როგორ უყვარდებათ ადამიანებს. როგორც კი მიიღებს სასურველს, მერწყული მაშინვე ცივდება ემოციურად, ბეზრდება ეს სიტუაცია და იწყებს ახალი თავგადასავლის ძიებას. ხოლო თუ შენიშნა, რომ თქვენ კარგავთ მის მიმართ ინტერესს, მაშინვე დაიწყებს მანიპულირების ყველა საშუალების გამოყენებას იმისათვის, რომ „სწორ გზაზე“ დაგაყენოთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
ყველაზე ფეთქებადი ნიშნები
ყველაფერი, რაც თხის რქაზე უნდა იცოდეთ
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოდიაქოს ყველაზე მერკანტილური ნიშნები
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
3 სიტუაცია, როცა საჭიროა ინტუიციის ჩართვა
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?