ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგები აფრთხილებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსც სირთულეები და სახიფათო მოვლენები ელით 2021-ის ივლისში.

     მიყევით სტატიას და ნახეთ, არის თუ არა თქვენი ნიშნანი მათ შორის.

ლომი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საკმაოდ რთული გამოცდა ელით მომავალ თვეში. ყველა საკითხში ბრძოლა იქნება საჭირო. ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ივლისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებათ კონფლიქტური სიტუაციები, თუმცა, მათ ჯერ კიდევ აქვთ იმის შანსი, რომ გაიმყარონ პოზიციები საზოგადოებაში და დაბრკოლებების მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებით მიაღწიონ წარმატებას.

კურო

ივლისი კუროებს უმზადებს აქტიურ და ენერგიულ გარემოს. ენერგიას და ძალას იგრძნობენ ნებისმიერ საკითხში, თუმცა, ეს გრძნობა შეიძლება ცრუ აღმოჩნდეს. კუროებს მოუწევთ გარემოცვასთან კონკურენცია ნებისმიერ საკითხში, უმარტივესშიც კი. მომავალი თვე, ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის იქნება კონფლიქტური და ტრავმული. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებამ მოულოდნელად იფეთქოს.

მერწყული

მერწყულებისთვის რეკომენდირებულია ძალიან ფრთხილად ყოფნა. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი ივლისში შეიძლება სერიოზული ჩხუბით და დაშორებითაც კი დასრულდეს. ასევე, მოსალოდნელია გარკვეული პრობლემები ბიზნესში. მომავალ თვეში, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გაუჭირდებათ ნებისყოფის და თმენის გამოვლენა, ახლობლების მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ.

სასწორი

2021-ის ივლისი ზედმეტად დაძაბული თვე იქნება სასწორებისთვის. უსიამოვნებებისთვის თავის დაღწევა ფაქტიურად არ გამოვა. რეკომენდირებულია დაკვირვებით იყოთ გარემოცვის მიმართ: ამ ადამიანებს შორის, შესაძლოა აღმოჩნდნენ გამყიდველები. კატეგორიულად არასასურველია სხვის ფინანსებთან ან არალეგალური შემოსავლების მიღებასთან კავშირის დამყარება.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
ზოდიაქოს ყველაზე მერკანტილური ნიშნები
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
ურანი ჰოროსკოპში
რეტროგრადული მერკური დიდ გარღვევას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა ურთიერთობაში ეჭვი ეპარებათ
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში