ბლოგი

მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება

მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება

ფეისბუქზე გაზიარება

დაშორება კლავს ყველაფერ მშვენიერს და სუფთას, რაც კი ოდესმე ჰქონია შეყვარებულ წყვილს ურთიერთობის მანძილზე.

ასეთ სიტუაციაში, განცდა ორივე მხარეს მძიმე აქვს. თუმცა, ქალისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია თავს უფლება მისცეს იტიროს, ემოციები ხმამაღლა გამოხატოს და ასე გაუმკლავდეს რთულ პერიოდს, მამაკაცი ნაკლებად აძლევს ამის უფლებას საკუთარ თავს და ფაქტიურად უსიტყვოდ გადააქვს ტკივილი. თუმცა, არიან მამაკაცები, რომლებსაც ძალიან უჭირთ მსგავს სიტუაციასთან გამკლავება და მათ თავი ისე უჭირავთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, შესაბამისად, ვერავინ ამჩნევს რა ტრიალებს მათ სულში. მოხოლოდ ყველაზე ახლობელი ადამიანი შეიძლება გახდეს მამაკაცის გულახდილი ემოციების მოწმე.

სინამდვილეში, მამაკაცებს გაცილებით მძიმედ გადააქვთ დაშორება, ვიდრე ქალებს. რა თქმა უნდა, მთავარი როლი დაშორების მიზეზს აქვს, რაც შეიძლება ბევრნაირი იყოს. მაგალითად, თუ მამაკაცი თავად იყო დაშორების ინიციატორი, ამ შემთხვევაში დიდხანს არ იდარდებს მომხდარზე. ხოლო თუ პირველი ნაბიჯი ქალმა გადადგა - აქ უკვე პირდაპირ თავმოყვარეობის შელახვად განიხილავს საკითხს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები მესაკუთრეები არიან და ვერ ეგუებიან მიტოვებას. ქალის მხრიდან მიტოვება, მამაკაცისთვის წარმოუდგენელი ტკივილი და ტანჯვაა, მითუმეტეს, როცა ამას ემატება ემოციების დამალვა და მომხდარის უხმოდ გადატანა. სიტუაციასთან გამკლავების მიზნით, მამაკაცები ხშირად ალკოჰოლს ან რაიმე უფრო ძლიერ მოქმედ გამაბრუებელს იყენებენ. ცხელ გონებასა და გულში სამაგიეროს გადახდის გეგმებს ადგენენ და ამ ტვირთით საკმაოდ დიდხანს დადიან.

ასტროლოგიაში არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წარმომადგენელ მამაკაცებს ყველაზე მძიმედ გადააქვთ ურთიერთობების შეწყვეტა.

ჩვეულებრივ, სიტუაციიდან გამოსვლა მათ თავად ნაკლებად შეუძლიათ და საჭიროებენ ახლო წრის სერიოზულ დახმარებას, რომ დეპრესიაში არ ჩავარდნენ.

განაგრძეთ კითხვა, რომ ერთად გავარკვიოთ ზოდიაქოს რომელი ნიშნის მატარებელი მამაკაცები მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას.

 

ტყუპები


ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები უკონფლიქტო და გაწონასწორებულ პიროვნებებად ითვლებიან. მაგრამ მიტოვებული მამაკაცი-ტყუპები, სულ სხვა ამბავია... დამძიმებულ ვითარებას თუ ალკოჰოლი დაემატა, ძალიან საშინელი სანახაობის მომსწრე შეიძლება გახდეს მისი გარემოცვა. მამაკაც-ტყუპებს შეუძლია მთელი ღამე საყვარელი ადამიანის ფანჯრის ქვეშ გაატაროს და განუწყვეტილივ იყვიროს, იმღეროს, ლექსები წაიკთხოს და სიყვარულში გამოუტყდეს. არც ფანჯარაში ქვის სროლას მოერიდება, რომ ყურადღება მიიქციოს.

ჩვეულებრივ ეს სანახაობა სწრაფად მთავრდება ხოლმე, რადგან შეწუხებული მეზობლები იძახებენ საპატრულო პოლიციას, რომლესაც განყოფილებაში გადაჰყავს დებოშის მომწყობი. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ფხიზელი მამაკაცი-ტყუპები, მსგავს საქციელს არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდენს.

 

სასწორი


მამაკაც-სასწორებს მძიმედ გადააქვთ დაშორება საყვარელ ქალთან. ბუნებით ისინი ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადები არიან. თავად ყოველთვის ერიდებიან ადამიანისთვის გულისტკენას და როცა საყვარელი ადამიანი სასტიკად ექცევათ, ძალიან იბნევიან. ასეთ სიტუაციაში სასწორებისთვის აუცილებელია ერთგული მეგობარი ან მრჩეველი, რომელიც გაამხნევებთ და ყურადღებას მიაქცევთ. მამაკაცი სასწორი მიდრეკილი არ არის საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისკენ, მაგალითად არ იყენებს ალკოჰოლს, აზრად არ მოსდის სუიციდის მცდელობა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მეტად ზიანდება მისი ნერვული სისტემა, კარგავს ნამდვილი გრძნობების რწმენას და ხშირად ღრმა დეპრესიაშიც ვარდება. გამოსავალი ამ ნიშნისთვის მხოლოდ ერთია - ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ხალისს და რწმენას დაუბრუნებს.

 

მორიელი


ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მესაკუთრის თვისება ყველაზე მეტად აქვს გამოკვეთილი. ის არ პატიობს ღალატს, არასოდეს დახრის თავს და არ სთხოვს საყვარელ ქალს დარჩეს ან დაბრუნდეს. ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს დაშორების დროს დაჟინებული მზერა აქვთ და მათ სახეზე მხოლოდ ირონიული ღიმილი ჩნდება. მამაკაცი მორიელი კარგად მალავს რეალურ განცდებს, განსაკუთრებით იმ ქალის წინაშე, რომელმაც მიატოვა. იმდენად თამაშობს, რომ ყველას ჰგონია კარგად არის, მხიარულია და არაფერი ადარდებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ძალიან საშიში ნიშანია - მორიელს შეუძლია დიდხანს იყოს ჩასაფრებულის პოზიციაში და საბოლოოდ, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს მოღალატეს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც არ არსებობს სიბერე
ვერძის ქვები
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
ზოდიაქოს წლის ნიშნები, რომლებსაც სირთულეები ელით 2022-ში
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას