კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზულია ეს საკითხი?

 

ბინის ყიდვა ბედნიერი მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში. მეორეს მხრივ, ეს რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი, რადგან საცხოვრებელ სახლს ირჩევთ არა რამოდენიმე დღით, არამედ ბევრი წლით. რაც უფრო მაღალია შეძენილი ქონების ღირებულება, მით მეტი საკითხია მხედველობაში მისაღები.

 

ასტროლოგია ეხმარება ადამიანს იპოვოს ზუსტად ის ბინა, რომელშიც თავს კარგად იგრძნობს. მათთვის, ვისაც ვარსკვლავები სჯერა, საინტერესო იქნება იმის გარკვევა, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევს უძრავ ქონებას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნანი. როგორც ჩანს, როგორ შეიძლება რამდენიმე მილიარდი ადამიანი დაიყოს 12 კატეგორიად? პასუხი არის არა! თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი საერთო თვისება ვლინდება ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

 

ვერძი

ვერძები იმპულსურები და ენერგიულები არიან, მოსწონთ მოვლენების ცენტრში ყოფნა. ამიტომ, მეტროპოლია, განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორია მათთვის უფრო შესაფერისია, უმჯობესია, ეს იყოს ქალაქის ცენტრი ან რაიონის ცენტრი, სპორტული და გასართობი ობიექტებით და სატრანსპორტო კვანძებით.

არ უნდა იჩქაროთ ბინის არჩევისას, რადგან ვერძისთვის დამახასიათებელმა გადაჭარბებულმა ემოციურობამ და აჩქარებამ შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება. საჭიროა, მეტი დაფიქრება. ვერძისთვის შესაფერისია თბილი, მშრალი და ნათელი ბინა, რათა ტემპერატურის უეცარი ცვლილებები არ მოხდეს.

ასევე, მნიშვნელოვანია, ლამაზი ხედი ფანჯრიდან, სასურველია ბინა იყოს მაღალ სართულებზე და არ იფარებოდეს ქალაქის ან ბუნების პანორამა.

ბინის არჩევისას დიდი ყურადღება ექცევა სამზარეულოს. ვერძები შესანიშნავი მზარეულები არიან, ამიტომ,  ისინი ყოველთვის ინტერესდებიან, მუშაობს თუ არა ღუმელი კარგად, არის თუ არა ოთახი მოხერხებულად დაგეგმილი და ა.შ.

ასევე, ემოციურ ვერძს სჭირდება ადგილი, სადაც შეუძლია ენერგიისგან განთავისუფლება. ბინას უნდა ჰქონდეს კუთხე ვარჯიშისთვის, კარაოკეთვის და კომპიუტერული თამაშებისთვის. „საკუთარი კუთხე“ ვერძს საშუალებას აძლევს იყოს უფრო გაწონასწორებული.

 

კურო

კუროსთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა და კომფორტი. მათ აქვთ შესანიშნავი გემოვნება და იციან როგორ აირჩიონ საუკეთესო. კუროს იზიდავს ფუფუნება, ლამაზი ნივთები და ინტერიერი. ბინის არჩევისას კურო ლოგიკურ აზროვნებას ეყრდნობა და არა ემოციებს. მათთვის მნიშვნელოვანია ყველა დოკუმენტის გულდასმით შემოწმება და ფულის მომგებიანად ინვესტირება. მნიშვნელოვანია, რომ ახალ ბინას თავდაპირველად ჰქონდეს მაღალი ხარისხის სანტექნიკა და უსაფრთხო გაყვანილობა.

კუროსთვის შესაფერისია პრესტიჟული ადგილები, აუცილებელია იქვე იყოს მაღაზიათა ქსელი, სატრანსპორტო კვანძები და სხვა ინფრასტრუქტურა. ერთი სიტყვით, კუროსთვის სახლის მდებარეობა მოსახერხებელი და პრაქტიკული უნდა იყოს.

ფანჯრიდან ხედი უნდა იყოს მრავალფეროვანი. კურო მიწის ნიშანია, ამიტომ სჯობს ბინა იყიდოთ დაბალ სართულებზე, რათა საიმედოობის განცდა გქონდეთ, თუ სხვა გზა არ არის, მესამედან მეხუთე სართულს არ უნდა ასცდეთ.

სტაბილურობა და საიმედოობა უნდა იგრძნობოდეს ბინის შიგნით. აუცილებელია ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც არ იქნება გადატვირთული ნივთებით. მნიშვნელოვანია მყუდრო კუთხის შექმნა, დიზაინერული რბილი ავეჯით.

 

ტყუპები

ტყუპები ძალიან ცვალებადი, ემოციური, მეგობრული, ენაწყლიანი და ცოტა ყურადღება გაფანტულები არიან.

ხშირად ტყუპები არჩევანს ვერ აკეთებენ, გადაწყვეტილებას დიდხანს ვერ იღებენ. ბინის ყიდვისას უმჯობესია ტყუპებმა გაიარონ კონსულტაცია სპეციალისტებთან, რათა გარიგება სწორად წარიმართოს.

ტყუპებისთვის, მათი სახლის შიდა კომფორტი არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ისინი დიდხანს არ ზრუნავენ საკუტარი უძრავი ქონების ყდვაზე. მეგობრებთან ან ნათესავებთან ცხოვრებითაც კი კმაყოფილდებიან.

ტყუპებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი სახლის მდებარეობა მაქსიმალურად ახლოს იყოს სატრანსპორტო კვანძებთან და სავაჭრო ობიექტებთან, ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა მომსახურებას და მარტივად გადახდის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ხელთ გქონდეს.

ბინაში საკმაოდ ბევრი ფანჯარა, შუქი, აივანი და კარგი ვენტილაცია უნდა იყოს. საჭიროა ახლოს იყოს ისეთი დაწესებეულებებიც, როგორიცაა გასართობი, ბრენდული მაღაზიებ და ა.შ. ტყუპებზე შთაბეჭდილებას ახდენს ბინის მდებარეობა, ის აუცილებლად უნდა იყოს შუა ან მაღალ სართულზე. ინტერიერში უყვართ მინიმალიზმი და სივრცის ყველაფრის ფუნქციონალურად გამოყენება. მათ სჭირდებათ კარგი Wi-Fi და სტაბილური მობილური კავშირი.

 

კირჩხიბი

კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარენი არიან თავიანთი ბინის არჩევის საკითხში. მათ შეუძლიათ ნახევარი სიცოცხლე დახარჯონ ფულის დაზოგვაში უძრავი ქონების შესაძენად და ზოგადად - ზოდიაქოს ეს ნიშანი, ძალიან ხელმომჭირნეა და იცის როგორ დაზოგოს თანხა. ასე უფრო მშვიდად ცხოვრობენ. კირჩხიბები იშვიათად დებენ თავიანთ კაპიტალს უძრავ ქონებაში, მაგრამ მათთვის საცხოვრებლად ბინის ყიდვა ნამდვილი სიამოვნებაა.

სახლის ყიდვისას კირჩხიბები ეყრდნობიან საკუთარ ინტუიციას და არ უსმენენ სხვის რჩევებს. კირჩხიბებს ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანზე მეტად სჭირდებათ მყუდრო და უსაფრთხო სახლი. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი ბინის უსაფრთხოებას.

კომფორტული დასვენებისთვის მათი სახლი უნდა იყოს წყნარ ადგილას, ცენტრიდან მოშორებით, საჭიროა ჰყავდეთ კარგი სამეზობლო და ირგვლივ ქუჩებიც კარგად უნდა იყოს განათებული. იდეალური ვარიანტია, რომ სახლთან ახლოს იყოს არხი, ყურე, მდინარე ან ტბა.

ინტერიერში კირჩხიბებს უყვართ ბევრი ლამაზი მცენარე და რაც მთავარია დიდი და კომფორტული სამზარეულო. გარე სამყაროსგან განმარტოვებით ყოფნის სიყვარულის მიუხედავად, კირჩხიბი ძალიან სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილია. მის სახლში ყოველთვის გემრიელი სუნი ტრიალებს.

სახლში რეკომენდირებულია იყოს ზომიერად ნოტიო მიკროკლიმატი. სუსტი შუქი საძინებელში. კირჩხიბებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლში არაფერი არღვევდეს მათ კონფიდენციალურობას, ამიტომ ფანჯრები არ უნდა იყოს მიმართული სამეზობლოს მხარეს, უდიდესი კომფორტია, როცა ბინის ფანჯრები გადაჰყურებს პარკს ან მდინარეს.

 

ლომი

ლომებს უყვართ ყურადღება და კომფორტი. მათთვის მნიშვნელოვანია დიდი ბინა, სადაც სტუმრების მიღება და მათთან მდიდარი ინტერიერით თავის მოწონება იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ლომის საცხოვრებლის მთავარი დეკორაცია თავად ლომია!

ზოდიაქს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასიათებთ კეთილშობილება და ექსტრავაგანტულობა, ასევე მათ განვითარებული აქვთ ნებისმიერი გარიგების თავის სასარგებლოდ დადებისშინაგანი ოსტატობა. ისინი, როგორც წესი, ძალიან წარმატებულები არიან უძრავი ქონების შესყიდვებში. ამ პროცესში ლომები თავად ამოწმებენ ყველაფერს, აკონტროლებენ ბინის ყიდვის მთელ პროცესს.

იმისთვის, რომ უძრავი ქონების შეძენისას იმედგაცრუებული არ დარჩეს, ლომები არ უნდა აჩქარდნენ. თქვენ უნდა დააკვირდეთ, იგრძნოთ და ზუსტად გაიგოთ, რომ ეს არის ზუსტად ის სახლი, ბინა ან ტერიტორია, სადაც ისურვებდით ცხოვრებას. სასურველია, სახლის გვერდით იყოს ლამაზი დასასვენებელი ადგილი, სადაც სიამოვნებით გაისეირნებთ.

ლომები ირჩევენ თბილ, ნათელ საცხოვრებელს აგურის სახლში. მათ უყვართ ყველაფერი დიდებული და ლამაზი. ბინა თბილი უნდა იყოს, მისაღები კი ფართო, სადაც ყველა მეგობარი დაეტევა.

თუ ფიქრობთ აგარაკის შეძენაზე, მაშინ ბუხრის არსებობა უბრალოდ აუცილებელია - ეს იქნება ოჯახურიკერის სიმბოლო.

იდეალური იქნება, თუ ფანჯრიდან დაინახავთ მზის ჩასვლა-ამოსვლას. ლომებისთვის შესაფერისია შუა ან მაღალ სართულზე ცხოვრება.

 

ქალწული

ქალწულები დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს. მათ უყვართ სივრცის საფუძვლიანად დაგეგმვა, ორგანიზება და დალაგება. ქალწულები ყველაფერში პრაქტიკულები არიან და სახლში აუცილებლად შექმნიან გააზრებულ შენახვის სისტემას, რადგან ძალიან უყვართ საკუჭნაოები.

ქალწულები დაუღალავი შრომისმოყვარეები არიან, ცდილობენ ყველაფერი თავად გააკეთონ. მათთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება ბინის შეძენა ახალ კორპუსში, სადაც ნულიდან შეძლებენ ყველაფრის გაკეთებას. როცა ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს, ქალწული იგრძნობს კმაყოფილებას და ასეთ სახლში მრავალი წელი ცხოვრობს.

ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს რაციონალურობა, პრაქტიკულობა, კონცენტრაციის უნარი, პედანტურობა და წინდახედულობა, რისი წყალობითაც ის შესანიშნავად ახერხებს ფულის მართვას. ანალიტიკური გონება ქალწულს ეხმარება უძრავი ქონების ბაზრის ზედმიწევნით შესწავლაში. ზოგადად, ქალწულები ეკონომიკურად განათლებული ხალხია.

საცხოვრებლის ადგილმდებარეობა, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება ქალწულებისთვის, შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ ტერიტორია იყოს სუფთა, გზატკეცილისგან მოშორებით. ქალწულებს ურჩევნიათ მშრალი და თბილი კლიმატი, იზოლირებული ოთახები, სქელი კედლები. სახლის არქიტექტურა ფუნდამენტური უნდა იყოს, რათა არ იყოს სივრცეში „არასტაბილურობის“ განცდა. იმისთვის, რომ იგრძნონ საიმედოობა და კომფორტი, უმჯობესია, ქალწულებმა აირჩიონ ბინა ქვედა ან შუა სართულზე.

 

სასწორები

სასწორები მიეკუთვნებიან ჰაერის ელემენტს, ამიტომ მათ ძალიან უყვართ თავისუფლება და სივრცე. სასწორისთვის შესაფერისია ახალი ფართი, სადაც შესაძლებელი იქნება ყველაფრის საკუთარი გემოვნებით და ხელით გაკეთება, მათთვის მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით შუქი და ჰაერი. ბინას უნდა ჰქონდეს დიდი ფანჯრები, მაღალი ჭერი და იდგეს მინიმალური ავეჯი, რათა არ დაიტვირთოს სივრცე. უძრავი ქონების შეძენამდე სასწორი ყურადღებით განიხილავს ყველაფერს, აწონ-დაწონის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს.

ბინის შერჩევისას სასწორისთვის მნიშვნელოვანია უძრავი ქონების პროფესიონალის მიერ გაცემული რჩევა, რომელსაც მაქსიმალურად ითვალისწინებს. სასწორისთვის ხელსაყრელია თითქმის ნებისმიერი ლოკაცია. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უყვართ კომფორტი, სილამაზე და სიმყუდროვე.

სასწორი უპირატესობას ანიჭებს  ნოტიო მიკროკლიმატს, მისი სახლი ასევე დაცული უნდა იყოს ქალაქის აურზაურისგან. ასევე მნიშვნელოვანია სასწორისთვის სასიამოვნო და კეთილგანწყობილი მეზობლები, რომლებიც მას დამატებით ემოციურ კომფორტს უქმნიან.

სასწორებს უყვართ ყველაფერი ლამაზი, მათ ამის დიდი მოთხოვნილება აქვთ. ამიტომ ფანჯრიდან ხედი უნდა გადიოდეს ლამაზ სკვერზე ან ბაღზე.

 

მორიელი

მორიელები ფარული და ფრთხილები არიან, ისინი თავს არაკომფორტულად გრძნობენ, როცა უცხო ადამიანები უყურებენ მათ ფანჯრებს. მათთვის კონფიდენციალურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჭიროა, რომ აირჩიონ კარგი ხმის იზოლაციის მქონე ბინა. მორიელებს სურთ, რომ ყველაფერი პირადად გააკონტროლონ. მათთვის შესაფერისია მშენებარე ბინა, სადაც შეძლებენ ზედამხედველობა გაუწიონ საბინაო საკითხებს ყველა ეტაპზე, მშენებლბისა და მოპირკეთების სამუშაოებიდან დაწყებული, ავეჯის შეტანით დასრულებული. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის ეშინიათ, რომ შეიძლება მოატყუონ, განსაკუთრებით სახლის ყიდვისას. ამიტომ, ყველა დოკუმენტაციას და გამყიდველებზე ინფორმაციას დიდი სიფრთხილით ამოწმებენ. მორიელებს აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც დიდ როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში.

საცხოვრებელ ადგილზე მნიშვნელოვანია, რომ მორიელებს არ აწუხებდნენ ზედმეტად კომუნიკაბელური და გამაღიზიანებელი მეზობლები, ეზოში არ უნდა იყოს ხმაური და ა.შ. სახლის მიკროკლიმატი ზომიერად მშრალი უნდა იყოს, ხოლო განათება სუსტი.

მორიელებისთვის საუკეთესოა შუა სართულზე ცხოვრება და მნიშვნელოვანია იგრძნონ სახლის საიმედოობა. ამიტომ მათთვის ემოციურად კომფორტული იქნება ხედი საიდნაც გამოჩნდება დიდი ძლიერი ხეები დიდი შენობები და ა.შ.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს დიდი მოთხოვნები და პრეტენზიები აქვთ საცხოვრებელთან დაკავშირებით. ისინი ოცნებობენ მდიდრულ სახლზე VIP კომპლექსში ან პენტჰაუსზე ახალ კორპუსში უფასო პარკინგის ადგილით. ბინას უნდა ჰქონდეს დიდი სათავსო. თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს უყვარს დიდი სივრცეები, რომლებიც არ არის გადატვირთული ნივთებით. ავეჯი, უნდა იყოს კომფორტული და პრაქტიკული.

მშვილდოსნები გამოირჩევიან სიკეთითა და ოპტიმიზმით, რაც იზიდავს თაღლითებს. ამიტომ ბინის ყიდვისას მნიშვნელოვანია გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა. მშვილდოსნებს ხშირად უმართლებთ უძრავი ქონების შეძენისას, რაც ეხმარებათ სასურველი ბინა ან სახლი მომგებიანი პირობებით გაიფორმონ.

მშვილდოსანისთვის ხელსაყრელია ცხოვრობდეს ისეთ ადგილას, რასთანაც ახლოს იქნება ადმინისტრაციული ცენტრები, სოციალური დაწესებულებები და მაგისტრალები. ბინაში უნდა იყოს დიდი ფანჯრები და აივანი. ოთახები კარგად უნდა იყოს განათებული. მნიშვნელოვანია კონდიციონერი ან ოთახის კარგი ვენტილაცია. ასევე, სასურველია, რომ საცხოვრებელი იყოს მაღალ სართულზე.

 

თხის რქა

თხის რქები თავდაჯერებული, შრომისმოყვარე და სერიოზულები არიან. ისინი ყოველთვის არჩევენ უძრავ ქონებას ძალიან ფრთხილად, საკუთარი წინდახედული ბუნებდან გამომდინარე. შესაბამუსად, ურჩევებ საუკეთესო ვარიანტს. ჩვეულებრივ, თხის რქები წარმატებით დებენ გარიგებებს, ახერხებენ გრძელვადიან პროექტებში ინვესტიციების ჩადებას, ამიტომ, ფულის მოკლე დროში დაზოგვის ვარიანტი მათთვის სულაც არ არის შესაფერისი.

თხის რქებისთვის უმჯობესია აირჩიონ საცხოვრებელი პრესტიჟულ უბანში, რომ მომავალში შესაძლებელი იყოს მისი მომგებიანად გაყიდვა.

თხის რქებს ურჩევნიათ სახლი ქალაქი ისტორიულ უბანში ჰქონდეთ.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ინტერიერში უპირატესობას ანიჭებენ კლასიკას, მაგრამ არა პომპეზურს და ბრჭყვიალას.

მათთვის შესაფერისია მშრალი მიკროკლიმატი. ოთახის განათება - სუსტი.

თხის რქებისთვის იდეალური ხედი არის მთა, ბორცვი, ფერდობი, დიდი შენობები ან ხეები.

 

მერწყული

შეუძლებელია მერწყულის აზროვნების გაგება, თუ შენ თვითონ არ ხარ მერწყული. ისინი მეოცნებეები, შემოქმედნი და ჰაერივით მსუბუქი არიან. რით ხელმძღვანელობს ეს ნიშანი თავის არჩევანში, ყოველთვის ამოუხსნელი საიდუმლოა სხვებისთვის. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ თუ მერწყული ირჩევს საცხოვრებელს, მას შეუძლია მთელი ცხოვრება იქ იცხოვროს. ნებისმიერ შემთხვევაში, მერწყულები სერიოზულად უყურებენ საცხოვრებლის არჩევანს. არჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იქნება მომავალი სახლის ეკოლოგიურობა. მათ აქვთ გარკვეული მისტიკური კავშირი ბუნებასთან და კოსმოსთან. ამიტომ, ურჩევნიათ მსუბუქი და ჰაეროვანი ინტერიერი.

მერწყულებს უყვართ ახალი ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით პროგრესი, ამიტომ ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ დიდ ქალაქებში, ხმაურიან ადგილებში. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იქვე იყოს ადმინისტრაციული დაწესებულებები და სხვა კომუნიკაციები. ამ ნიშნისთვის ხელსაყრელია ბინის თავისუფალი განლაგება, ნაკლები ტიხრებით და კარებებით. მიკროკლიმატი შესაფერისია ნეიტრალური. განათება ზომიერი. ხედი უნდა იყოს გაშლილი და მაქსიმალურად ჩანდეს გარემო. მერწყულმა მაღალ სართულზე უნდა იცხოვროს.

 

თევზები

თევზებისთვის საცხოვრებელი ადგილი ასოცირდება სიმყუდროვესთან. ისინი მომავალ ბინას ძალიან გააზრებულად ირჩევენ. დოკუმენტაციასთან ურთიერთობა ზოდიაქოს ამ ნიშანს დიდად არ გამოსდის, ამიტომ, უძრავი ქონების შეძენისას, აუცილებელია პროფესიონალთან კონსულტაცია გაიარონ, რომ სავალალო შედეგები არ მიიღონ.

თევზებისთვის შესაფერისია ტერიტორია, რომელიც იქნება გზიდან მოშორებით, წყნარ ადგილას. იდეალურია, თუ იქვე არის პარკი, აუზი, სასეირნო ხეივნები. რომანტიული და დახვეწილი თევზებისთვის შესაფერისი საცხოვრებელი არის პატარა მყუდრო ბინა კომფორტული ავეჯით და ბუნებრივი პეიზაჟებით გარშემო. თევზები ყურადღებას აქცევენ აბაზანასაც, რომელიც უნდა იყოს ნათელი და ფართო. იგივე ეხება საძინებლებსაც. კომფორტი და სიმსუბუქე მათი მთავარი მოთხოვნაა. ასევე სასურველია კეთილი და მეგობრული მეზობლები ემოციური კომუნიკაციისთვის, რათა არ ჰქონდეთ მარტოობის განცდა. თევზებისთვის შესაფერისია სივრცეში მაღალი ტენიანობა და დაბალი განათება. ფანჯრის მიღმა ლამაზი ხედი თევზებისთვის უმთავრესი მოთხოვნილებაა.

 

თუ გეგმავთ ბინის ან სხვა უძრავი ქონების ყიდვას, გირჩევთ რომ გამოიწეროთ YouTube არხი: ღირს თუ არა

აქ გაიგებთ რეალობას ბინებისა და კორპუსების შესახებ! 

 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნატალური რუკა
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
ცოტა რამ ტიპიურ ვერძებზე