იცოდი თუ არა, რომ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, არამხოლოდ ხასიათისა და ემოციების, არამედ კულინარიული მიდრეკილებების განსაზღვრაცაა შესაძლებელი?
თუ კი გინდა, რომ სწორად შეადგინო შენი კვების რაციონი ან სწრაფად და ეფექტურად დაიკლო წონაში მაშინ ეს სტატია ბოლომდე უნდა წაიკითხო! იმიტომ, რომ მინდა გაგაცნო თორმეტივე ნიშნის წარმომადგენელის შესაბამისი ასტროლოგიური მენიუ:
ვერძი
ვერძები - გემრიელობების მოყვარულები არიან, მაგრამ საჭმლის კეთება დიდად არ უყვართ, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სწრაფე კვების ობიექტებს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჭარბი წონა აწუხებთ. თუ შენ დაიბადება ამ ნიშნით, ჯობს „წასუსნავებისგან“ თავი შეიკავო. ხოლო თუ კი გინდა, რომ თავი ენერგიულად იგრძნო, მიიღე ბევრი: მარწყვი, კაკალი, პომიდორი.
მავნეა: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოუკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.
სასარგებლოა: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.
დიეტა: უმჯობესია ფაფის დიეტა და რაც მთავარია, თავი შეიკავე ნახშირწყლების მიღებისგან. ხო და კიდევ, არ დაგავიწყდეს, შენი განტვირთვის დღეა - სამშაბათი.
კურო
კუროებს - ისე, როგორც არცერთ სხვა ნიშანს, აქვს „შენელებული“ ნივთიერებათა ცვლის სისტემა. თან ამავდროულად არიან გურმანები და უყვართ როგორც საჭმლის კეთება, ასევე ჭამაც. ამიტომაცაა, რომ თვალის დახამხამებაში იმატებენ. თუ კი კურო ხარ, მაშინ შენივე ჯანმრთელობისთვის ჯობს, რომ კვების რაციონი გაამდიდრო: ხახვით, ხორცით, შვრიით, ჟოლოთი და მარწყვით.
მავნეა: სასუსნავები და ტკბილეული, ცხიმიანი ხორცი და ძლიერი ყავა.
სასარგებლოა: რძე, არაჟანი, კეფირი, ბოსტნეული, თხილი, ზღვის პროდუქტები, ხილი (კომშის, ფორთოხალი, გარგარი და ატამი). უმჯობესია თუ ლიმონიან ან გვირილის ჩაის დალევ.
ტყუპები
ტყუპები - ზოდიაქოს ყველაზე ორაზროვანი ნიშანი. ერთის მხრივ დაუცველები არიან, მეორე მხრივ კი მათ იშვიათი შინაგანი ძალა და კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი და უდიდესი მინუსი რაც მათ აქვთ, სტრესთან ალკოჰოლითა და შოკოლადებით გამკლავებაა.
თუ კი ხარ ზოდიაქოთი - ტყუპები მაშინ უნდა გახსოვდეს, რომ კალიუმი და ვიტამინი B (ბადრიჯანი, ლეღვი, კომბოსტო, კარტოფილი) მუდამ უნდა იყოს შენს რაციონში.
მავნეა: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და ძლიერი სასმელები.
სასარგებლოა: ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, მჭლე ხორცი (არა უმეტეს დღეში ერთხელ), მარცვლეული. თუ კი ალერგიული არ ხარ, მაშინ შაქარი სრულად უნდა ჩაანაცვლო თაფლით.
დიეტა: დაბალკალორიული დიეტები დიდად არ გამოგადგება, უმჯობესია ისეთ დიეტას თუ შეარჩევ, სადაც ცილები საერთოდ არაა. განტვირთვის დღეს - ოთხშაბათს მიიღე ხილი.
კირჩხიბი
კირჩხიბი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა მომნელებელი სისტემა მისი ყველაზე ძლიერი მხარე დიდად ვერაა. ამიტომ, თუ კი ხარ კირჩხიბი, მაშინ დაიმახსოვრე, რომ უნდა მიიღო: ზღვის პროდუქტები, ჩაი და ზღვის თევზი ჯიშები.
მავნეა: საკონდიტრო ნაწარმი, უმი ბოსტნეული, ხილი (ლიმიტირებულად). ულუფები უნდა იყოს ზომიერი. ჭამის დროს კანფეტები ან ღვინის მიყოლებაზე უარი თვის მაინც.
სასარგებლოა: მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, მჭლე თევზი. დაამატე რაციონს ნიორი და ასევე დღეში ერთხელ ბოსტნეულის სუპსაც თუ მიიღებ კარგი იქნება.
დიეტა: გინდა წონაში სწრაფად დაკლება? მაშინ არჩევანი - კეფირის ან ხაჭო დიეტაზე უნდა შეაჩერო. გარდა ამისა, კარგ შედეგს მოგცემს სუპების დიეტაც. და რაც მთავარია, ყოველ ორშაბათს უნდა მოაწყო განტვირთვის დღე.
ლომი
ლომებს - როგორც მოგეხსენებათ, გემრიელად და ბევრის ჭამა უყვართ. სწორედ ამ ტემპერამენტის ბრალია მათი ჭარბ წონაც. თუ კი ლომი ხარ, შენთვის სასარგებლოა: შვრია, წიწიბურა და ხორბლის მარცვლეული, სოიო და კაკაო, თევზი და კვერცხი.
მავნეა: ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი.
სასარგებლოა: ციტრუსები, რძის პროდუქტები და თეთრი ხორცი. აუცილებლად მიიღე ნიორი, ნიახური, კარტოფილი, ლეღვი და გამხმარი გარგარი. საგულდაგულოდ დაღეჭე ლუკმები და ძილის წინ ნუ შეჭამ!
დიეტა: რაც შეეხება დიეტას, შეარჩიე ისეთი, სადაც ბევრი ციტრუსი და ცოტა ნახშირწყალია. კვირაობით კი მოიწყვე განტვირთვის დღე.
ქალწული
ქალწულები - ყველაზე პრეტენზიულები არიან, თუმცა ჯანსაღად იკვებებიან. დეტალურად ეცნობიან პროდუქციას და მხოლოდ შემდეგ მიირთმევენ. თუ შენც ზოდიაქოთი ქალწული ხარ უნდა იცოდე, რომ შენი მთავარი ნაკლი არარეგულარული კვებაა. ჭამე ბევრი ვაშლი, ფეტვი, შვრია და წიწიბურა.
მავნეა: ტკბილეული და შებოლილი ხორცი და ალკოჰოლი საერთოდაც დაივიწყე.
სასარგებლოა: პასტა, მარცვლეული, შემწვარი ბოსტნეული და რძის პროდუქტები. შენი ხილია ბროწეული, ყურძენი, გარგარი და ვაშლი.
დიეტა: სწრაფი დიეტები გეკრძალება. რისი გაკეთებაც შეგიძლია მაქსიმუმ სუპების დიეტის დაცვაა. წონის გასაკონტროლებლად შეგიძლია ვეგეტარიანელობა სცადო. დაიმახსოვრე, განტვირთვის დღე - ოთხშაბათია.
სასწორი
სასწორებს - კარგი ჯანმრთელობა აქვთ, თუმცა მათი სუსტი წერტილი მარილიანი და ცხიმში გამომცხვარი საკვებია. სწორედ ეს ანადგურებს მათ ჯანმრთელობასა და წონაშიც ამატებინებს. თუ კი ხარ სასწორი მაშინ დაიმახსოვრე, რომ კვების რაციონში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს: სიმინდი, ატამი და ნუში.
მავნეა: მწნილები, შებოლილი ხორცი, ცხიმებში გამომცხვარი საჭმელები.
სასარგებლოა: მარცვლეული, პასტა ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტები და ფრინველი. შენს რაციონი მუდმივად უნდა იყოს გამდიდრებული სპილენძით (კიტრი, თაფლი, მიუსლი), მანგანუმით (გოგრა, ყავისფერი ბრინჯი) და E ვიტამინი (მცენარეული ზეთი).
დიეტა: არ შეიძლება ისეთი დიეტების დაცვა, სადაც ნახშირწყლები სრულადაა ამოღებული! შეგიძლია საზამთროს ან ბანანის დიეტაც სცადო. განტვირთვის დღედ პარასკევი უნდა გამოიყენო.
მორიელი
მორიელების - ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში არ ჭამონ ან ვერ მოასწრონ და შემდეგ ერთიანად გადასანსლონ ყველაფერი. თუ კი მორიელი ხარ პირველ რიგში რაც უნდა გამოასწორო სწორედ ეს რეჟიმია. და კიდევ, მიიღე ბევრი კალციუმი.
მავნე საკვები: ცხარეები და გამომცხვარი საჭმელები.
სასარგებლოა: ზღვის პროდუქტები, ხორცი, კომბოსტო, ციტრუსის და ვაშლი. სასურველი თუ რაციონში ვანილს, ჯინჯერს და ბალზამიკოსაც სდაამატებ იკვებე დღეში 5-6-ჯერ.
დიეტა: ყოველთვის გააკეთე განტვირთვის დღეები სამშაბათობით. ეს სწრაფად კლებაში დაგეხმარება. ჭამე ცოტ-ცოტა და მალ-მალე.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები - საკმაოდ ძლიერი და ენერგიული ადამიანები არიან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათთვის ალკოჰოლი და ცხიმიანი საჭმელები არ შეიძლება. ასე, რომ თუ კი ხარ მშვილდოსანი ეცადე მიიღო ბევრი მინერალი, რომ ის ენერგია, რაც ბუნებრივად გაგაჩნია შეინარჩუნო და გაზარდო.
მავნეა: შებოლილი და ღორის ხორცი, ასევე მარილიანი და ტკბილი საკვები.
სასარგებლოა: მცენარეული ცხიმები, ზღვის დელიკატესები და რძის პროდუქცია. არ დაივიწყო მწვანილებიც!
დიეტა: ყოველ ხუთშაბათს მოაწყვე განტვირთვის დღე. სწრაფი კვებისთვის გამოიყენე ბარდის ან ფაფის დიეტა.
თხის რქა
თხის რქების - მთავარი ამოცანაა მეტაბოლიზმის სისტემის სტიმულირება. ეს არც ისე რთულია თუ კი შესაბამის პროდუქციას გამოიყენებ, მაგალითად: რეჰანი, ოხრახუში, ნიახური და ა.შ.
მავნეა: ტკბილეული, ისპანახი, შემწვარი და დაკონსერვებული საკვები. არ შეიძლება ნახშირწყლებისა და ცილების ერთად მიღება. ასევე ჭამის შემდეგ დესერტიც გეკრძალება.
სასარგებლოა: მარცვლეული პური, ხაჭო, პასტა, კეფირი, შემწვარი ბოსტნეული და მჭლე ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო. ხილის არჩევისას, უპირატესობას მიანიჭე: ალუბალს, მაყვალს, კომშს, მარწყვს და ქლიავს. ჩაანაცვლე შაქარი თაფლით.
მერწყული
მერწყული - სხვა ზოდიაქოს ნიშნებისაგან განსხვავებით ყველაზე მეტად აკონტროლებენ თავს კვების რაციონს. თუ კი ხარ მერწყული, მაშინ უნდა მიიღო: ლობიო, არაქისი, კაკაო, სოიო და წიწიბურა.
მავნეა: ნამცხვრები და შებოლილი ხორცი.
სასარგებლოა : წიწიბურა, ბოსტნეულის სუპები, ხილი (კომშის, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი), ბოსტნეული (ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო), თევზი და თეთრი ხორცი. რძის პროდუქტები ყოველდღე მიიღე.
დიეტა: განტვირთვის დღისთვის საუკეთესო ვარიანტია - შაბათი, ხოლო სწრაფი კლებისთვის უარი უნდა თქვა მაღალკალორიულ საკვებსა და ნახშირწყლებზე.
თევზები
თევზები - განსაკუთრებით მგრძნობიარეა სხვადასხვა დაავადებისადმი. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მარტივი წესების დაცვა. არ გინდა არც მშრალი და არც ზედმეტად წვნიანი საჭმლებით ორგანიზმის გადატვირთვა. მიიღე ბევრი: წიწიბურა და კომში და ნამდვილად იგრძნობ ძალასა და ენერგიას.
მავნეა: ცხიმები, შაქარი და ცხარე სოუსები.
სასარგებლოა: საზაფხულო ბოსტნეულის სალათები, მარცვლეული (ბარელი, ბრინჯი, წიწიბურა), ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, კაკალი და მზესუმზირა. ჭამე ერთი და იმავე დროს და კვების წინ (30ჭთით ადრე) მიიღე (0.5) მინერალური წყალი.
დიეტა: განტვირთვის დღეა - ხუთშაბათია. სწრაფი დაიცავი მაგ: ყურძნის ან ბანანის დიეტა.