ბლოგი

აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის

აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

აფრიკული ასტროლოგია - ეს არის ყველაზე მარტივი და ზუსტი ჰოროსკოპი, რომელიც ეფუძნება ჰეომანთიას, რაც გულისხობს მომავლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიწის ნიშნების, ქვების და ქვიშის გამოყენებას. 

აღსანიშნავია, რომ აფრიკელები, პირველები დაინტერესდნენ ვარსკვლავებით. ჰეომანთიასაც ძველი დროიდან იყენებდნენ, მაგალითად, კენჭებს, მიწის ნაჭერს ან ქვიშას ისროდნენ და წარმოქმნილი ხაზების, ფიგურების ან გამოსახულებების მიხედვით განსაზღვრავდნენ მომვლის სავარაუდო სურათს. ასე შეიქმნა თორმეტი ფიგურა და შემდგომ აფრიკული ჰოროსკოპი.

საინტერესოა ასევე აფრიკული ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებებიც, რომლებიც იყო ყველაფერი იმის სიმბოლო, რაც ამ ხალხს მოსწონდა. 

 

ჰოროსკოპი დაბადების თარიღით


მამა ანუ ბაობაბის ხე (4 იანვარი – 3 თებერვალი)

ხელსაყრელი დღე: ხუთშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: ღვიძი და ნაღვლის ბუშტი

ძლიერი მხარე: მომხიბვლელობა

სტიქია: ჰაერი

ხელსაყრელი თვეები: იანვარი და მაისი

ხე: ბაობაბი

ფერი: მწვანე
ძირითადი მახასიათებლები: კეთილსინდისიერება, თავაზიანობა, სიბრძნე. 

 

ზოდიაქოს ეს ნიშანი მჭიდრო კავშირშია მზესა და სინათლესთან. ისინი საკმაოდ სტაბილური ადამიანები არიან. მათ რჩევისთვის ხშირად მიმართავენ. ზოგჯერ არ უმართლებთ, მაგრამ ისინი ძირითადად ცდილობენ საკუთარ ძალებს და შესაძლებლობებს დაეყრდნონ, იშრომონ და საწადელს ისე მიაღწიონ. 

სხვა ადამიანებისთვის დასაყრდენს წარმოადგენენ, რადგან თავდაჯერებული და სანდოები არიან. თუ ზოდიაქოს ამ ნიშანს ეკუთვნით, გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი თავისთვისაც უნდა გააკეთოთ რამე. 

 

ჯანმრთელობა

თქვენთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიში, რაც დაგეხმარებათ იმ სტრესის მოხსნაში, რომელიც თქვენში ხშირად გროვდება. ძალიან სასარგებლო იქნება ფეხით სიარული, ჩოგბურთი ან ცურვა, ასევე ღრმა სუნთქვის, პილატესისა და იოგის ვარჯიშები. ეს ყოველგვარი ზედმეტისგან გაგათავისუფლებთ. 


დედა ანუ ქარვისა და ოქროს სიმდიდრე (4 თებერვალი – 5 მარტი)

ხელსაყრელი დღე: ოთხშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: ნერვული სისტემა

ძლიერი მხარე: მხედველობა, განსაკუთრებით ღამით

სტიქია: ჰაერი

ხელსაყრელი თვეები: თებერვალი და ივნისი

ხე: ქოქოსი

ფერი: ნაცრისფერი და ცისფერი

ძირითადი მახასიათებლები: ტემპერამენტულობა, ძლიერი ემოციურობა, სულიერი სიღრმე და მაღალი ცნობიერება. 

 

ეს სიმბოლო დაკავშირებულია მთვარესთან - ამიტომ, ამ პერიოდში დაბადებულებმა უნდა გაითვალისწინონ მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და გონივრულად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები. ზოდიაქოს ეს ნიშანი ხიბლავს გარშემომყოფებს საკუთარი სულგრძელობითა და გააზრების უდიდესი უნარით.
 

ჯანმრთელობა

თქვენ უნდა იკვებოთ მსუბუქი და ჯანსაღი საკვებით და შეეცადოთ უარი თქვათ ზედმეტი ტკბილეულის მიღებაზე. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ფილტვებს და ძვლებს. სპორტის დიდი მოყვარული არ ხართ, ამიტომ ეცადეთ როგორმე მსუბუქი ვარჯიში მაინც დაიწყოთ და სუფთა ჰაერზე ბევრი დრო გაატაროთ. 

 

ოჯახი (6 მარტი – 4 აპრილი)

ხელსაყრელი დღე: სამშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: ფილტვები

ძლიერი მხარე: ჰაეროვნება

სტიქია: მიწა

ხელსაყრელი თვეები: მარტი და ივლისი

ხე: პალმა

ფერი: ლალისფერი
ძირითადი მახასიათებლები: სულგრძელობა, გულუხვობა, გამჭრიახობა 

 

ოჯახის სიმბოლოს წარმოადგენს წრე, რომლის ცენტრშიც დატანილია წერტილი, რომელიც გამოხატავს საზოგადოებას, ერთი სისხლის მქონე ადამიანების ან ახლობლების სოლიდარობას. ამ ნიშნის წარმომადგენლები კეთილი, თანაზიარი და მოწყალე ბუნების არიან, თუმცა ხშირად საკუთარი თავი ავიწყდებათ, რადგან მუდმივად სხვებზე ზრუნვით არიან დაკავებული. თქვენ ყოველთვის გაწუხებთ სხვების პრობლემები და არ გახასიათებთ ეგოიზმი და ნარცისიზმი. გარემოცვა ხშირად მოგმართავთ დახმარებისა და რჩევისთვის თქვენთვის დამახასაიათებელი სიბრძნის გამო. ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს დაბედებული აქვთ, რომ მინიმუმ ერთი დიადი საქმე მაინც გააკეთონ ცხოვრებაში. 


ჯანმრთელობა

იოგა, ტანვარჯიში, ტაი-ჩი და საბრძოლო ხელოვნება - ეს ის სფეროებია, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უყვარს. ორგანიზმის, სულისა და გონებისთვის სპორტის ეს სახეობები კარგია, თუმცა მოდუნება და კარგი დასვენება ნამდვილად გჭირდებათ. მასაჟი სხვადასხვა ეთერზეთებით მისწრებაა თქვენთვის, რათა შეძლოთ ფორმაშიც იყოთ და შინაგანი ენერგია და ძალები აღიდგინოთ.
 

ვაჟიშვილი ანუ ახლობლებზე ზრუნვა (5 აპრილი – 4 მაისი)

ხელსაყრელი დღე: შაბათი

მოწყვლადი ორგანოები: ზურგისა და ძვლის ტვინი

ძლიერი მხარე: სმენა

სტიქია: მიწა

ხელსაყრელი თვეები: აპრილი და აგვისტო

ხე: აკაცია

ფერი: მწვანე

ძირითადი მახასიათებლები: უყვარს საქმის გადადება, მაგრამ არის საიმედო, რბილი, მოსიყვარულე ბუნების. 

 

ამ ნიშნის სიმბოლო არის ისარი, რაც ვაჟიშვილს განასახიერებს. ვაჟი უნდა მიყვეს მამის ნაკვალევს, ან იაროს დამოუკიდებელი გზით. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უპრობლემოდ შეგიძლიათ ენდოთ, ისინი ძალიან ერთგულები არიან. მთელი ძალა და ენერგია მიმართული აქვთ საქმეზე, რის გამოც ხშირად ძილი და დასვენება აკლიათ. 

თქვენთვის აუცილებელია გარშემო ბრძენი ადამიანები შემოკრიბოთ და მოუსმინოთ, როცა ტემპის დაგდებას გირჩევენ. ახლობლებს უყვარხართ და თქვენს გვერდით ყოფნა მოსწონთ, მაგრამ ზოგჯერ უარი უნდა თქვათ ყველაფერზე, განმარტოვდეთ და დაისვენოთ, თორემ გამოიფიტებით. 

 


ჯანმრთელობა

ეს ადამიანები სპორტის ყველა სახეობის მოყვარულები არიან, მათთვის სიამოვნების მიმნიჭებელია ველოსიპედით და ფეხით სიარული, ალპინიზმი და აქტიური ტურიზმი. გახსოვდეთ, რომ წელიწადში რამოდენიმეჯერ საჭიროა საკუთარ თავს სრულად მოდუნების და სრულფასოვანი დასვენების საშუალება მისცეთ - ეს გჭირდებათ და თან დაიმსახურეთ კიდეც. 

 

უძველესი ჰოროსკოპი

 

ქალიშვილი ანუ ბაზარი (5 მაისი – 4 ივნისი)

ხელსაყრელი დღე: კვირა

მოწყვლადი ორგანოები: ვენები და ყელი

ძლიერი მხარე: მგრძნობელობა

სტიქია: ცეცხლი

ხელსაყრელი თვეები: მაისი და სექტემბერი

ხე: გუავა

ფერი: ყავისფერი

ძირითადი მახასიათებლები: ოპტიმიზმი, დრამატიზმი, წინათგრძნობა


ეს ნიშანი ქალური, მაგრამ მამაცია. მის სიმბოლოს ხუთქიმიანი ვარსკვლავი წარმოადგენს. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები ძალიან გულუხვი და ოპტიმისტები არიან, თუმცა უმიზეზო შფოთვისკენ დიდი მიდრეკილება აქვთ. თუ ამ თვისებას არ მოიშლით, მას შეუძლია ცხოვრება გაგიფუჭოთ. თქვენ გჭირდებათ მეტი პოზიტივი დაინახოთ წვრილმანებში და სხვების ნდობა ისწავლოთ. თქვენი ნათელი ბუნება - კოზირია თქვენს ხელში. ცხოვრების სიყვარული და მზრუნველობის უნარი დაგეხმარებათ გარშემომყოფებში პატივისცემა და სიყვარული დაიმსახუროთ. 

 

ჯანმრთელობა

ზოდიაქოს ამ ნიშანს უყვარს გუნდური სპროტის სახეობები, თუმცა კუნთოვან ქსოვილებს ძალიან უნდა გაუფრთხილდეს. ზღვის პროდუქტები მის რაციონში უხვად უნდა იყოს, რათა კვებონ კანი, ნეირონები და გაიუმჯობესონ მხედველობა.

 

ბიძა ანუ წინაპარი (5 ივნისი – 4 ივლისი)

ხელსაყრელი დღე: ორშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: თავი

ძლიერი მხარე: გემოვნება

სტიქია: წყალი

ხელსაყრელი თვეები: ოქტომბერი და ივნისი

ხე: ტროპიკული კაქტუსი

ფერი: ყვითელი

ძირითადი მახასიათებლები: მიმღებლობა, სამართლიანობა, ლიდერობა


ეს ნიშანი წარმოდგენილია კვადრატის სიმბოლოთი, რომელსაც ცენტრში ქვა აქვს ჩადგმული. აფრიკული ასტროლოგიის თანახმად, ეს ნიშანი ძალაუფლების სიმბოლოა, მაგრამ მისი მოპოვება შესაძლოა მხოლოდ დიდი თავდაჯერებულობის შემთხვევაში, რაშიც ამ პერიოდში დაბადებულები საკმაოდ მოისუსტებენ. თუმცა, თუ ეს შეძლეს, შემდეგ სრულ ძალაუფლებას იღებენ და ხდებიან ეგოცენტრულები იმდენად, რომ სხვების ემოცებს ვეღარც კი ამჩნევენ. დადებითი ნიშნებიდან შეგვიძლია გამოვყოთ იუმორის კარგი გრძნობა და საკუთარ თავზე ხუმრობის უნარი. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან სპორტსმენები, ჩემპიონები, ლიდერები, მმართველები და მწვრთნელები, რომლებსაც სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობა აქვთ. თუმცა, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მოთმინება, გაგება და თანგრძნობა მეტად უნდა ისწავლოთ, რადგან ყველას ისე არ ესმის საკითხი, როგორც თქვენ. 


ჯანმრთელობა

ეს ადამიანები აქტიურები არიან, იმდენადაც კი, რომ ზოგჯერ საკუარ რესურსს ბოლომდე ხარჯავენ. სპროტი დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში. თქვენთვის სასარგებლო იქნება სუფთა ჰაერზე სირბილი, სერფინგი და ჩოგბურთი. 

 

კუდიანი ანუ მოსამართლე (5 ივლისი – 4 აგვისტო)

ხელსაყრელი დღე: სამშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: თირკმელები

ძლიერი მხარე: მგრძნობელობა

სტიქია: ცეცხლი

ხელსაყრელი თვეები: ივლისი და ნოემბერი

ხე: აფრიკული ჭადარი

ფერი: ნარინჯისფერი

ძირითადი მახასიათებლები: რეალისტი, პოპულარული, მიმზიდველი, გულუხვი, სულგრძელი, მდიდარი წარმოსახვის მქონე

 

კუდიანის ნიშანი წარმოდგენილია ტოლფერდა სამკუთხედის ფორმით, რომელიც გამოსახავს ღვთაებრიობასა და ძალაუფლებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბოროტებას. ამ ადამიანებს აქვთ ნათელი ბუნება და მომხიბვლელი გარეგნობა. მათ კარგად ესმით საკუთარი თავის და იციან რა დადებით და უარყოფით თვისებებს ფლობენ, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე. ამ ნიშნის მატარებელი ადამიანები გულკეთილები არიან და ხშის შემთხვევაში დუფიქრებლად მოქმედებენ. მთავარია წარსულზე წუხლის დიდი დრო არ დაუთმონ. მათ უნიკალური ინტუიცია აქვთ, რისი დახმარებითაც შეუძლიათ განჭვრიტონ მომავალი, რომელიც რელობის ფასადის უკან იმალება. იდუმალი პიროვნული თვისება, ამ ადამიანებს საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. 

 

ჯანმრთელობა

ესენი არიან მშვენიერი, მშვიდი, გულახდილი და ადვილად საკონტაქტო ადამიანები. თუმცა, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ფიზიკუი აქტივობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისა და ფორმაში ყოფნისთვის. ფეხით სეირნობა სუფთა ჰაერზე და ცურვა საუკეთესო ვარიანტია მათთვის. შეცადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესში მეგობრებიც აიყოლიოთ და ამით მოტივაცია გაიძლიეროთ.

 

ლომი ანუ კოლას კაკალი (5 აგვისტო – 3 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღე: ოთხშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: სასქესო ორგანოები

ძლიერი მხარე: გემოვნება

სტიქია: მიწა

ხელსაყრელი თვეები: დეკემბერი და აგვისტო

ხე: კოლას კაკალი

ფერი: შავი

ძირითადი მახასიათებლები: მგრძნობიარე, ქაოსური, გამბედავი, არასტაბილური

 

ლომის სიმბლოს ქვეშ დაბადებულები ძალიან ბედნიერები, ხალისიანები და ემოციურები არიან. გააჩნიათ პოზიტიური აზროვნება და წყენას მალე ივიწყებენ. მოთმინების უნარი ცოტა აკლიათ, ამიტომ, არ შეუძლიათ ბოლომდე მოისმინონ რას ეუბნებით. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რაც ეხმარებათ ღრმად გაიაზრონ სიტუაცია და შეიგრძნონ მათ სიახლოვეს მყოფი ადამიანების რეალური მიზნები. მათ არ უყვართ რუტინა. ამიტომ, ხშირად იცვლიან სამსახურს, სახლს, საცხოვრებელ ქვეყანას და ა.შ. მათ ძალიან უყვართ საკუთარი მიზნისკენ სვლა, და როგორც კი მიიღებენ იმას, რაც სურთ, მათთვის ცხოვრება მოსაწყენი ხდება, ამიტომ იწყებენ ახალი თავგადასავლების ძიებას. 

 

ჯანმრთელობა

ლომების ფიზიკური დატვირთვის ყველანაირი სახეობა მოსწონთ, დაწყებული ზღვის სანაპიროზე არსებულით და ცეკვით დასრულებული, თუმცა ამ ყველაფრით რეგულარულად დაკავებაში ხელს უშლით სუსტი ნებისყოფა. კარგი იქნება, თუ ფიზიკური აქტივობებისგან მაქსიმალურ სარებელს მიიღებთ მანამ, სანამ მიატოვებთ და ახლის ძიებას შეუდგებით. 

 

ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

 

ანტილოპა ანუ მოგზაური (4 სექტემბერი – 3 ოქტომბერი)

ხელსაყრელი დღე: ხუთშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: ტერფები და კვანძები

ძლიერი მხარე: მხედველობა

სტიქია: ჰაერი

ხელსაყრელი თვეები: სექტემბერი და იანვარი

ხე: სავანა

ფერი: ღია-ვარდისფერი

ძირითადი მახასიათებლები: მგრძნობიარე, მოუწესრიგებელი

 

ეს ნიშანი სტაბილურობის და უწონასწორობის ნაზავს აერთიანებს. ანტილოპა - ორმაგი ნიშანია, რომელიც გამოხატავს შიშს და იმედს, წასვლას და დაბრუნებას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ორ სხვადასხვა სამყაროს შორის იმყოფებიან. ისინი ძალიან ვნებიანი, მომთხოვნი, მოსიყვარულე და ძლიერი ხასიათის მქონე პიროვნებები არიან. კარგი იქნება, თუ მშვიდად ფიქრს ისწავლიან და სხვებს ისეთად მიიღებენ, როგორიც არიან. 

 

ჯანმრთელობა

პერიოდული დაღლილობა მათში ხშირად არანორმალურად დიდი ენერგიით იცვლება ხოლმე. წარმოუდგენელი უნარი აქვთ ორგანიზმის გადატვირთვის, თუმცა სრულფასოვანი კვება და ძილი, დასვენება და განტვირთვა მათთვის ჰაერივით საჭიროა, რათა შეძლონ კარგი განწყობის და სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება.

 

ბრძენი ანუ მანძილი (4 ოქტომბერი – 3 ნოემბერი)

ხელსაყრელი დღე: პარასკევი

მოწყვლადი ორგანოები: გული

ძლიერი მხარე: სმენა

სტიქია: წყალი

ხელსაყრელი თვეები: ოქტომბერი და თებერვალი

ხე: ლარიქსი

ფერი: თეთრი

ძირითადი მახასიათებლები: სპონტანური, შემოქმედებითი, ძლიერი, მომთმენი, მშფოთვარე

 

ეს სიმბოლო წარმოდგენილია სპილოს სახით, რაც აფრიკაში სიბრძნის სიმბოლოა. ამ ადამიანებს კეთილი ბუნება აქვთ და ძალიან ფრთხილები არიან. გამოირჩევიან ემოციურობით, ყოველთვის დიდხანს ფიქრობენ მანამ, სანამ რამეს იტყვიან. ამ პერიოდში დაბადებულები ერთდროულად იდეალისტებიც შეიძლება იყვნენ და მანიპულატორებიც, მათი მდგომარეობა კი იცვლება ამინდისა და განწყობის მიხედვით. ახლობელ ადამიანებს ყოველთვის არ ესმით მათი, სამაგიეროდ თავად არ უჭირთ საკუთარ თავში გარკვევა. ამ ადმაიანებს კარგი ადაპტაციის უნარი აქვთ, ისინი ინსტინქტურად ხვდებიან როგორი ადამიანები ზემოქმედებენ მათზე დადებითად და როგორი უარყოფითად და შეუძლიათ თუ არა სასურველის მიღწევაში დაეხმარონ. 

 

ჯანმრთელობა

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უშრეტი ენერგიის პატრონები არიან. ისინი მუდმივად მოძრაობენ: ვარჯიშობენ, საქმიანობენ, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის აქტივობებში და ა.შ. თუმცა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დასვენებაც აუცილებელია იმისათვის, რომ ხვალ უფრო მეტი შეძლონ და მეტს მიაღწიონ. 

 

დეიდა ანუ სამყაროს შვილობილი (4 ნოემბერი – 3 დეკემბერი)

ხელსაყრელი დღე: შაბათი

მოწყვლადი ორგანოები: შინაგანი ორგანოები

ძლიერი მხარე: გემოვნება

სტიქია: ცეცხლი

ხელსაყრელი თვეები: ნოემბერი და მარტი

ხე: ევკალიპტი

ფერი: იისფერი

ძირითადი მახასიათებლები: გულუხვი, ძლიერი, თავდაჯერებული

 

ზოდიაქოს ეს ნიშანი ხის ჯოხით არის წარმოდგენილი, რომელიც აფრიკაში ძალაუფლების სიმბლოა. ბუნებას ისინი უხვად ჰყავს დაჯილდოვებული სიბრძნით, გულკეთილობით და შეუპოვარი ხასიათით. ადამიანებს ყოველთვის ხიბლავენ და იზიდავენ, რადგან მათგან მუდმივად პოზიტიური ენერგია მოდის. ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს განვითარებული ინტუიცია აქვთ, რაც ეხმარებათ მატერიალური კეთილდღეობის და გავლენის მოპოვებაში. 

 

ჯანმრთელობა

ამ ადამიანებს მყარი ჯანმრთელობა აქვთ. უბრალოდ საჭიროა რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით დაკავდნენ, მთლად რომ არ მოუდუნდეთ სხეული. სეზონური სპორტის სახეობები და სუფთა ჰაერზე სირბილი ნამდვილად წაადგებათ.

 

ხვავი ანუ მოსავალი, ბეღელი (4 დეკემბერი – 3 იანვარი)

ხელსაყრელი დღე: სამშაბათი

მოწყვლადი ორგანოები: კანი და ძვლები

ძლიერი მხარე: სმენა

სტიქია: წყალი

ხელსაყრელი თვეები: დეკემბერი და აპრილი

ხე: კინგკო ბილობა

ფერი: ოქროსფერი

ძირითადი მახასიათებლები: პატივმოყვარე, გულუხვი, უდარდელი, ერთგული

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლო არის ჩანჩქერი, რომელიც უმაღლესი შესაძლებლობების, სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოა. ამ პერიოდში დაბადებულები ნამდვილი იღბლიანები არიან, რადგან ცხოვრებაში წინსვლა მათვის ძალიან გამარტივებულია სამაყროს მიერ. გარშემომყოფებს ისინი ძალიან უყვართ, თუმცა ყოველთვის სწორი გარემოცვის შერჩევა ძალიან უჭირთ.

 

ჯანმრთელობა

თქვენთვის აუცილებელია დაკავდეთ სპორტის ინდივიდუალური სახეობებით, რომლებიც მოითხოვენ კონცენტრაციას, მაგალითად როგორიცაა გოლფი ან ცხენით ჯირითი. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნამდვილად გჭირდებათ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?
10 ასტროლოგიური ფაქტი, რომელიც არ იცი
ნეპტუნი ჰოროსკოპში
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ქალების რეიტინგი
ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით