კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!

2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!

ფეისბუქზე გაზიარება

ბედის რჩეულთა სიაში მოხვდა ზოდიაქოს 4 ნიშანი. ზამთრის ბოლო თვე წარმატებული პერიოდი იქნება ჰაერის ყველა და ერთი წყლის ნიშნისთვის! ისინი «ფრთებს გაშლიან» და შეძლებენ წარმოუდგენელი შედეგების მიღწევას.

 

თებერვლის N1 იღბლიანი - ტყუპები

 

კომუნიკაბელურ და მეგობრულ ტყუპებს, ზოგადად ურთიერთობის პრობლემა არ აქვს. ის მიეჩვია მიზნების მიღწევას და თანამოსაუბრის მოხერხებულად დარწმუნებას ან გადარწმუნებას სათავისოდ. თებერვლის დასაწყისშივე, ტყუპები შეამჩნევენ, რომ გარშემომყფებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდნენ. ვარსკვლავები გააძლიერებენ მათ მაგნეტიზმს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიზნების მიღწევა კიდევ უფრო გაუადვილდებათ.

ზოდიაქოს ეს ნიშანი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ნიშნად. ისინი ყოველთვის მასშტაბურ გეგმებს ისახავენ, თუმცა, მათი მიღწევა ურთულდებათ გარკვეული სიმსუბუქის და არასტაბილურობის ქონის გამო. მიუხედავად ამისა, 2023-ის თებერვალში, მათი ამბიციები გაუთანაბრდება შესაძლებლობებს. ფულის გამო ამ ნიშანს ნერვიულობა არ მოუწევს. ტყუპები შეძლებენ ინვესტორების მოზიდვას, თუ სტარტაპის განვითარებას გადაწყვეტენ. მათ გვერდით იქნება მოსიყვარულე პარტნიორი და ერთგული მეგობრები. ოჯახთან ერთად, ეს ადამიანები დაეხმარებიან ტყუპებს ყველა სირთულის გადალახვაში და შემატებენ თავდაჯერებულობას.

რჩევა: ნუ შეგეშინდებათ რაიმე ახლის დაწყება. იუპიტერი დაგეხმარებათ მოიძიოთ ფინანსები პროექტის დასაწყებად და მოძებნოთ ოპტიმალური გზები მის განსახორციელებლად. მთავარია დაიწყოთ, დანარჩენი ყველაფერი დალაგდება.


რით გაახარებენ ციური სხეულები კირჩხიბს?


ამ წყლის ნიშნის პრიორიტეტი ყოველთვის ოჯახია. სწორედ ის გახდება კირჩხიბისთივს დასაყრდენი თებერვლის პირველივე დღეებიდან. ზოდიაქოს ამ ნიშანს შეემატება თავდაჯერებულობა და შეძლებს მიაღწიოს ყველა მიზანს, რასაც მოისურვებს. ასტროლოგიური ვითარება მაქსიმალურად ხელსაყრელია განვითარებისთვის. კირჩხიბი შეძლებს გაიმყაროს ავტორიტეტი, მიაღწიოს წარმატებას საქმიანობაში და ამასთან, მეტი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად.  ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება უსიამოვნო სიტუაციებს შეეჯახონ. სავარაუდოდ თავიდან ასე გამოჩნდება. მაგალითად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს გარკვეულ უთანხმოებას ბიზნეს-პარტნიორთან ან საქმიანობაში არ ჩანდეს პერსპექტივა. ამიტომ, თებერვლის დასაწყისში არის რისკი იმისა, რომ საქმიანი კავშირი შეწყდეს ან სამსახურიდან დათხოვნა მოხდეს. თუ ეს გარდაუვალი და აუცილებელი იყო, მაშინ, გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ ყველაფერი უკეთესობითვის მოხდა. იუპიტერი მისცემს კირჩხიბებს იმის შესაძლებლობას, რომ თავი წარმოაჩინონ სოციუმში. შესაფერისი დროა ახალი ნაცნობობისთვის, სხვა სამსახურის მოძებნისა და საკუთარი იდეების ან პროექტების პრეზენტაციისთვის.

რჩევა: განავითარეთ საკუთარი ნიჭი და უნარები. ნუ შეგეშინდებათ მათი დემონსტრირების გარშემომყოფების წინაშე. თქვენ გჭირდებათ აღიარება, ეს კი ერთ-ერთი საშუალებაა მის მოსაპოვებლად.

 


რა საჩუქრები ელით სასწორებს თებერვლის დასაწყისში


ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის პირველ ადგილზე გადმოინაცვლებს პირადი ურთიერთობა. ვენერა გააძლიერებს ცდუნების უნარებს. ამიტომ, სასწორები ნებისმიერის მოხიბვლას შეძლებენ. შესანიშნავი შანსია ურთიერთობაში ვნების ალის დაბრუნებისთვის. მაგრამ არ დაგავიწყდეთ პარტნიორს ჰკითხოთ მისი სურვილების შესახებ. შეიძლება ის სხვა რამით იყოს გართული და დიდად არ ესიამოვნოს ზედმეტი აქტივობა რომანტიკაში. სასწორები თებერვალში დატკბებიან ჰარმონიით. ისინი კმაყოფილი იქნებიან საკუთარი თავით და სამყაროთი. ამიტომ, მათთვის უადვილესი იქნება ნებისმიერი რამის შეცვლა, რაც არ მოსწონთ და არ აწყობთ. იმისათვის, რომ ბედის ყველა საჩუქარი მიიღნ, საჭიროა კონცენტრირება ისეთ ასპქეტებზე, როგორიცაა:

  • ახალი ნაცნობობა და არსებული კონტაქტების გაფართოვება;
  • საქმიანი მოლაპარაკებები და საფრიანი გარიგებების დადება;
  • პერსპექტიული პროექტების ჩაშვება;
  • სპონსორებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიება;
  • სამუსაო ადგილზე ავტორიტეტის გამყარება.

 

პარტნიორის გარეშე მყოფი სასწორები მიიღებენ შანსს შექმნან ძლიერი კავშირი, რომელიც დამყარებული იქნება სიყვარულსა და პატივისცემაზე, რის საფუძველზეც მომავალი იქნება საოცარი. ნაყოფიერი შრომის შედეგად, დიდია დაწინაურების შანსიც.

რჩევა: გამოიყენეთ შინაგანი მაგნეტიზმი მიზნების მისაღწევად და არ ჩამოუშვათ ხელები. წარმატება თქვენს მხარესაა.


რით დააჯილდოვებენ ვარსკვლავები მერწყულს?


ამ ნიშნის წარმომადგენლები შეძლებენ «ფრთების გაშლას», თუ უარს იტყვიან იმ მოვალეობებზე, რომლებსაც მათი წინსვლა და განვითარება ჩიხში შეყავთ. დროა საკუთარ თავსა და სურვილებზე იფიქროთ. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნება. მაგრამ, თუ ამას შეძლებთ, გასაოცარი პერიოდი გელით. დადგა დრო, საკუთარი პოტენციალი გახსნათ. მოახდინეთ ცოდნის და ნიჭის დემონსტრირება - ამ პერიოდში რიდი არაფერში გამოგადგებათ. სწავლა თებერვალში იქნება ძალიან ნაყოფიერი. გარშემომყოფები შეგამჩნევენ არამარტო როგორც პროფესიონალს, არამედ როგორც პიროვნებას. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო მომენტებს გაჩუქებთ, რომლებიც მომავალში ნოსტალგიასაც კი გამოიწვევს. შესაფერისი პერიოდია იმისათვის, რომ ურთიერთობა დაალაგოთ ოჯახთან და ნათესავებთან. თუ ყველაფერი რიგზეა და დალაგებულია, მაინც დაუთმეთ გარკვეული დრო ახლობელ ადამიანებს. ისინი თქვენი დასაყრდენია.

რჩევა: მოძებნეთ «თქვენიანი» ადამიანები. გამოიყენეთ ვარსკვლავების გულუხვობა ამ პერიოდში და შექმენით კარგი მომავლის საფუძველი. გამოიყენეთ თანდაყოლილი ქარიზმა სასარგებლო კავშირებისა და ნაცნობობის დასამყარებლად.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი
მერწყულის ქვები
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
რა არის ნატალური რუკა ?
როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
სახალისო ვიდეო ზოდიაქოს ნიშნებზე
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?