ეს ადამიანები ძალიან თავდაჯერებული არიან, შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და მიდრეკილი არიან დამოუკიდებლობისაკენ.
ისინი დაუმორჩილებელი და ამავდრულად იდუმალი არიან. ურჩევნიათ თვალი ადევნონ სიტუაციას და ზოგჯერ ზედმეტად აპარტავნებიც კი ჩანან.
შავი კატის ენერგეტიკას, მათ ხასიათში აგრესია შეაქვს და ამას ავლენენ ნებისმიერი საჭიროებისას. გაბრაზებისას, თმა ყალყზე უდგებათ და ბრჭყალებსაც საკმაოდ ბასრად აჩვენენ.
ამ სტატიაში დასახელებულია ზოდიაქოს ის სამი ნიშანი, რომლებიც სწორედ ასეთი ენერგეტიკის მატარებელი არიან.
ვერძები თავდაჯერებული არიან და ყოველთვის შეუძლიათ დაიცვან როგორც საკუთარი, ისე ახლო ადამიანების ინტერესები. თუ სიტუაცია სცენის მოწყობას მოითხოვს - მათთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ვარსკვლავები ამბობენ, რომ პირად ურთიერთობაში, ვერძები საპირისპირო, უფრო რბილი ენერგეტიკის მქონე ადამიანებს იზიდავენ და დომინანტის როლს თავად ირგებენ. სასიყვარულო ურთიერთობისას, მათ ყველაზე მეტად იზიდავთ ზოდიაქოს ნიშნებში გამორჩეული მშვილდოსანი, ტყუპები და სასწორი. მათ მოსწონთ, როცა ხდეავენ, როგორ ახდენს პარტნიორი მათი ხასიათის მოწყვლადი ნაწილის მოქმედებაში მოყვანას. ამასთან, ვერძებს უყვართ, როცა პარტნიორი ცდილობს მოიპოვოს მათი ყურადღება და სიყვარული. ვერძები არასოდეს იქნებიან პირველი, ამიტომ, მათ სჭიდებათ ბედნიერი, მოსიყვარულე, გასხივოსნებული და რბილი ხასიათის ადამიანი.
ზოდიაქოს ეს ნიშანი, ცნობილია იმით, რომ საკუთარ თავში ხშირად იკეტება და ყველაფერს თავისებურად აკეთებს, როგოც განდეგილი… მათი ნახვა ხშირად შესაძლებელია კაფეს კუთხეში ან ბიბლიოთეკის სიღრმეში, მაგრამ თავს ყველაზე კარგად გრძნობენ მაშინ, როცა ოჯახურ, მყუდრო გარემოში აღმოჩნდებიან.
შავი კატის ენერგეტიკის წყალობით, მორიელებმა ყოველთვის ზუსტად იციან როდის და რამდენად უნდა გამოავლინონ ბრჭყალები და აგრესია. მორიელი მაშინვე გაეცლება კამპანიას, როგორც კი იგრძნობს, რომ მასში ინტროვერსიამ გაიღვიძა. ზოგჯერ ისინი სიამოვნებას იღებენ საუბრით, ზოგჯერ კი მისგან მყისიერად თავის დაღწევას ცდილობენ…
მორიელებს მოსწონთ მარტოობა და ცხოვრებისეული საიდუმლობების განსჯა, მაგრამ შავი კატის ენერგეტიკის გააქტიურებისას, მათი ქცევა სრულიად საპირისპირო, აქტიური და აგრესიული ხდება.
თუ ვინმე უსიტყვოდ, მხოლოდ თვალების მოჭუტვით ახდენს სიტუაციის გაანალიზებას და განსჯას - ეს არის თხის რქა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრობენ ქცევის მკაცრი კოდექსის მიხედვით, რაც მათ უპირატესობის კომპლექსს სძენს, და მათ ამის სულაც არ რცხვენიათ. საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ისინი ყოვეთვის და ყველგან ახდენენ. როცა ოფისში ან ქუჩაში, ისინი მარშირების სტილში დადიან, ყველა ხვდება, რომ გზა უნდა დაუთმონ…
მეგორების კამპანიაში, მიწის ნიშანი თხის რქა, მიდრეკილია ძალიან ფრთხილი და დაკვირვებულია. მათ ურჩევნიათ ნაკლები ისაუბრონ და მეტად დააკვირდნენ. ერიდებიან ხუმრობასაც. თხის რქა არ დუნდება მანამ, სანამ საბოლოოდ კომფორტულად არ იგრძნობს თავს.
პირად ურთიერთობებში, თხის რქებს უყვართ დომინანტობა. სამეგობროში და ზოგადად კი ცდილობენ იყვნენ გამორჩეული და შესამჩნევი. ზოდიაქოს ეს ნიშანი, პარტნიორად ეძებს დამთმობ, რბილი ხასიათის ადამიანს, რადგან სურთ გვერდით ისეთი პიროვნება ყავდეთ, ვინც მუდმივად პატივისცემით მოეპყრობა და საშუალებას მისცემთ იბრწყინონ.