ბლოგი

ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები

ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები

ფეისბუქზე გაზიარება

1. საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ნებისმიერი საგანი, რომელიც ემსახურება სახლის საქმის გაადვილებას, მომჭირნე ქალწულის მიერ აღფრთოვანებით აღიქმება. ამასთან ქალწულისთვის არ აქვს მნიშვნელობა გაჯეტის ბრენდს ან მის ფასს. მთავარია- რომ ტექნიკა იყოს მოხერხებული, გამართულად მუშაობდეს და ასრულებდეს თავის ფუნქციებს.

ასევე ქალწულის გემოვნებას შეესაბამება ელექტრონული სიახლეები, რომლებიც ეხმარება სამუშაოზე- პლანშეტი, ელექტრონული ორგანაიზერი, ნოუთბუქი.

ნებისმიერი გაჯეტის არჩევისას, პურის საცხობიდან და ოღთქლის გამწმენდიდან სუპერმძლავრ კომპიუტერამდე და ბურღამდე, დიდი ყურადღება მიაქციეთ შუფუთვის გარეგნობასა და მთლიანობას, ინსტრუქციების ქონას, შტამპს და საგარანტიო ვალდებულებებს, დამატებით საცმებს, ფილტრებს, ჰარდს, სოფტს და სხვა შემადგენლებს. ქალწული აუცილებლად შეამოწმებს ამ ყველაფერს და შეაფასებს თქვენს ყურადღებიან დამოკიდებულებას საჩუქრის მიმართ, ესე იგი, მის მიმართაც.

 

2.  ნივთები სივრცის და წესრიგის ოპტიმიზაციისთვის

ქალწული თრთოლვით ეკიდება სახლში წესრიგს- მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საგანი იყოს თავის ადგილზე. ამიტომაც მოეწონება ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც დაეხმარება ყოფაცხოვრების სისტემატიზაციასა და მოწესრიგებაში, ასევე სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში. და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ- ორგანაიზერიდან საქსოვი ჩხირებისთვის, სამკაულების ზანდუკიდან, ნესესერიდან და სამზარეულოს ლამაზი თაროდან რობოტი-მტვერსასრუტამდე და მაჯის საათამდე.

 

3. საჩუქრები ხელსაქმისთვის

ბევრ ქალწულს ძალიან უყვარს თავისი ხელით რამის გაკეთება, კერვა, ქსოვა, საჭმლის მომზადება. თუ თქვენ იცით თავისი მეგობარი-ქალწულის ჰობის შესახებ, გაუკეთეთ საჩუქარი ამ მიმართულებით. ამასთან ეცადეთ, რომ საჩუქარს ჰქონდეს პრაქტიკული დანიშნულება და იყოს სასარგებლო ქალწულისთვის მის ჰობიში. ამასთან არ სცადოთ ქალწულის რამით გატაცება თავისი საჩუქრის მეშვეობით- ეს ძალიან კონსერვატორული ადამიანია თავის გატაცებებში.

თუ ქალწულს უკვე აქვს საყვარელი საქმე, ის მას არ შეცვლის! თუნდაც ეს ჰობი მდგომარეობდეს „კინდერ სიურპრიზიდან“ სათამაშოების შეგოვრებაში ან ონლაინ-თამაშებში მონსტრებზე ნადირობაში.ასეთ შემთხვევაში აჩუქეთ ქალწულს ღირსეული ეკზემპლარი კოლექციის შევსებისთვის ან კარგი ყურსასმენები თამაშისთვის.

 

4. სამზარეულო ჭურჭლეულობა და საყოფაცხოვრებო საგნები ქალწულისთვის

აქ შედის ყველა ნივთი, რომელიც ქალწულს შეიძლება დასჭირდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში- ჩაის და სუფრის სერვისები, ტაფების ნაკრები, თეთრეული და პირსახოცები, ღუმელი ხელტათმანები, გადასაფარებლები, პლედები და ხალიჩები (კარგია, თუ ხელნაკეთი იქნება), სახლის ლამაზი ხალათი, აბაზანის ნივთები.

და თუ გაქვთ მცირე ბიუჯეტი საჩუქრისთვის, მიართვით ქალწულს მხატვრულად გაფორმებული კედლის კალენდარი, სათავსოების ნაკრები ფხვიერი პროდუქტებისთვის ან საყავრელი მაგნიტი-ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის. ბოლოსდაბოლოს, მნიშვნელოვანია არა საჩუქარი, არამედ ყურადღება!

 

5. საჩუქრები ჯანმრთელობისთვის

როგორც ჭეშმარიტად მიწის ნიშანი, ქალწულმა შესანიშნავად იცის, რომ ცხოვრებაში მტავარია ჯანმრთელობა, და ყველაფერი დანარჩენი ყიდვა შეიძ₾ება. ამიტომაც ის დაკავებულია ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებით და ჯანსაღი კვებით.

საჩუქრები ჯანმრთელობისთვის და სპორტული ფორმის შენარჩუნებისთვის იქნება ძალიან შესატყვისი. კარგ არჩევანი იქნება სანატოიუმში ბილეთი, გამაძლიერებელი პროცედურების კურსზე სერტიფიკატი, სპორტულ დარბაზში ან აუზში აბონემენტი, ვიტამინების დანამატების ნაკრები, წიგნი ჯანსაღი კვების შესახებ ან სპორტული ტრენაჟორი.

 

„დაუშვებელია უზარმაზარ „მაგრამ“-თან ერთადაც“: ყველაზე წარუმატებელი საჩუქრები ქალწულისთვის

 

მავნე რჩევები

ქალწული არ არის ის ადამიანი, რომლისთვის საჩუქრის ყიდვა სწრაფად შეიძლება, სახლთან უახლოეს მაღაზიაში. ძალიან დიდი ამ შემთხვევაში აცდენის ალბათობა!

შეუსაბამო და უადგილო საჩუქარი- ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასიკვდილო, მაგრამ ძალიან საწყენი მომთხოვნი ქალწულისთვის. ასეთი საჩუქარი ცხადად მოწმობს თქვენს მის მიმართ უყურადებობას! ჩვენი „მავნე“ რჩევები მიგანიშნებენ, რომელ საჩუქრებზე უნდა თქვათ უარი, თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ქალწულის გახარება.

 

ტოპ-4 ყველაზე წარუმატებელი საჩუქრები ქალწულისთვის:

 

1. წვრილმანები, სუვენირები, სახუმარო საჩუქრები და რბილი სათამაშოები

ნაგავი- ამ სიტყვით უწოდებს ქალწული მსგავს ნივთებს, და როგორც კი კარს გიხურავთ, დაუნდობლად ყრის ნაგავში. იმის გარდა, რომ ამ ნივთებს არ აქვთ არანაირი სასარგებლო ფუნქცია, ისინი მტვერსაც აგროვებენ, რაც აღიზიანებს სუფთა ქალწულს ყველაზე მეტად მსოფლიოში!

 

2. ექსტრავაგანტური და თვალშისაცემი აქსესუარები და სამკაულები

ქალწული ბუნებით ფლობს კარგ გემოვნებას და არასდროს მისცემს თავს უფლებას ან მის გარშემო სივრცეს გამოიყურებოდეს გამომწვევად ან ვულგარულად. მის სტილში- წყნარი კლასიკაა ან casual. ასე რომ ყურადღება მიაქციეთ რამე უფრო ლაკონურს ან დახვეწილს, არ დაშოკოთ ქალწული გადაპრანჭული საჩუქრით.

 

3. ეფემერული სიურპრიზები

პრაქტიკული ქალწული არ აღფრთოვანდება საჩუქრით ცის ვარსკვლავზე სერტიფიკატის ან ცოცხალი ტროპიკული პეპლებისგან სალუტის ფორმით. შესაძლოა, ასეთი საჩუქრები ვინმესთვის იქნება სასიამოვნო, მაგრამ ქალწული არ არის მათ შორის. მეტიც, მსგავსი საჩუქარი გამოიწვევს მასში გაუგებრობას- ნუ თუ ნივთების მრავალფეროვნებიდან თქვენ ვერ ნახეთ მისთვის რამე საჭირო და სასარგებლო? დასანანია, ძალიან გაუცრუეთ იმედი..

 

4. ზედმეტად ძვირი და მით უმეტეს- ფუფუნების საგნები

ძვირადრირებული საჩუქრის მიცემისას ქალწულისთვის, იყავით მზად მოისმინოთ: „ მე ვერ მივირებ, ძალიან ძვირია“. არ სცადოთ ქალწულის თავბრუდახვევა ფართო ჟესტებით და ფუფუნებით- მისთვის ნივთის ფასს არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ხშირად მან უბრალოდ არ იცსი, რა უნდა ქნას დიდებულ სამკაულებთან, აქსესუარებტან ან დეკორის ნივთებთან. გადაგდება დასანანია, სარგებლობა შეუძლებელი- ყურადღების ცენტრში ყოფნა ქალწულს არ მოსწონს. ჰო და იმტვერება მთელი ეს ფუფუნება სადმე წყნარად თაროზე ან ჩუმად გადაიჩუქნება ვინმე ნაკლებად პრეტენზიულისთვის.

ამასთან ქალწული გულის სიღრმეში განგსჯით ზედმეტი მფლანგველობისთვის და ფულის ჰაერზე ხარჯვისთვის. თვითონ ურჩევნია დაზოგვა და თავისი ხარჯების მკაცრად კონტროლი.

 

როგორ მივართვათ საჩუქარი ქალწულს

 

ქალწულები ვერ იტანენ პათოსს და ცერემონიას, მათ არ სჭირდებათ საზეიმო ატმოსფერო საჩუქრის მისაცემად. უფრო პირიქით- ქალწულს გაახარებს კამერული მოწყობა, მინიმუმ დამსწრე პირი და რამდენიმე გულწრფელი მოსალოცი სიტყვა, რომელიც გულით არის ნათქვამი.

ამასთან, უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ბუნებით თანდაყოლილი სიცივე არ მისცემს ქალწულს საშუალებას გამოხატოს ღიად და გულწრფელად თავისი ემოციები, როგორც ამას აკეთებენ, მაგალითად, ცეცხლის და ჰაერის წარმომადგენლები. ასეთია ის, ეს მიწის ნიშანი- თავშეკავებული, ოდნავ განცალკევებული და გრძნობების გამოხატვაზე ძუნწი ცხოვრების ყველაზე სასიხარულო მომენტებშიც კი.

ქალწულს არ შეუძლია არც ერთი ემოციით გამოავლინოს თავისი სიხარული ან იმედგაცრუება საჩუქრის მიცემისას, და რამდენიმე თავაზიანი სიტყვით მადლიერების თავიდან მოშრება. მაგრამ ახლობელმა ადამიანებმა შესანიშნავად იციან, რომ გულგრილობა- მხოლოდ მოჩვენებითია, ხოლო სულში ქალწული- ყველაზე ერთგული, სანდო და მგრძნობიარე ადამიანია, რომელსაც შეუძლია მთლიანის დანახვა დეტალებში.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 რამ, რაზეც უარი უნდა თქვათ ბედნიერებისთვის
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ისინი საშიში არიან მრისხანების დროს: ამ ზოდიაქოს ნიშნებს განადგურება შეუძლიათ ღალატის გამო
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
ყველაზე უემოციო ნიშნები
5 ზოდიაქოს ნიშანი თავბრუდამხვევი სილამაზით
ორი წუთის წესი
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში