ღირსების მაღალი გრძნობით გამოირჩევიან ლომის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული ცხოველები. მოქმედებაში ისინი ზარმაცები არიან და ცოტა მოუქნელობაც ახასიათებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ცხოველებს უყვართ ძილი. ლომი ძაღლები ძალიან გულადები არიან, თავისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და ცხელი ამინდი ამ ნიშნის მატარებელი ძაღლებისთვის ძალიან სახიფათოა. კატები, რომლებიც ლომის ნიშანს ატარებენ, გამოირჩევიან მოთამაშე ხასიათით. პატრონთან იდეალურად იქცევიან და ძალიან მოსიყვარულეები არიან. ცხოველ ლომებს შესანიშნავი დამოკიდებულება აქვთ პატრონებთან, რომლებიც დაბადებულები არიან თხის რქის ნიშნის ქვეშ. უფრო რთული დამოკიდებულება ექნებათ ტყუპებთან, ლომებთან, სასწორებთან, მშვილდოსნებთან, მერწყულებთან და თევზებთან.