ამ კვირაში ლომები ბიზნესში წარმატებებით დატკბებიან. ამის მთავარი გასაღები პირადი ინიციატივა და სწორი უკუკავშირი იქნება. ეს კვირა ძალიან ნაყოფიერი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, როგორიცაა ხელოვნების, მოდის, დასვენებისა და გართობის ინდუსტრიები. ლომების ძალა საქმიანი ურთიერთობისას მათ ხიბლსა და ტაქტიანობაშია. განსაკუთრებით წარმატებული იქნება აქტივობა საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროში. დატვირთული და შემოსავლიანი კვირა ელით საკონსულტაციო და სატრანსპორტო სფეროების წარმომადგენლებს. ეცადეთ, გააკონტროლოთ სიტუაცია და შეინარჩუნოთ მასზე პირადი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გართულებები შეგექმნათ. ეს განსაკუთრებით ეხება ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას, მივლინებებს, ბიზნეს-შეხვედრებს, ინფორმაციის დამუშავებას, პროფესიულ სწავლას და საქმიან მიმოწერას.