კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

ლომი

ზოგადი
საერთო აღწერა

ლომებს ახასიათებთ ზანტი ძალა და უდიდესი ამბიციურობა. ყველაფრის დაუფლება ლომებს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს, თუმცა რეალიზებას პოულობს ბედისაგან კეთილდღეობის მიღების მოლოდინში, ვიდრე მათ მოსაპოვებლად აქტიურ ბრძოლაში. როცა წარმატება საბოლოოდ იპოვის ლომს, ის ამას ვალდებულებად თვლის.

სხვებს ლომები ზემოდან უყურებენ, მაგრამ ნებისმიერ კრიტიკაზე მათი მისამართით მწვავედ და მტკივნეულად რეაგირებენ. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ადამიანები მარტივად არ იყენებენ გვერდში ადამიანებს, რომლებსაც მათი ქცევის შეფასება შეეძლებათ. ლომებს ჩვეულებრივ ბევრი ნაცნობი ჰყავთ, მაგრამ ყველა მათგანის მიმართ თბილი დამოკიდებულება არ აქვთ. ისინი ხშირად გარშემო იკრებენ სასარგებლო ადამიანებს და აიგნორებენ მათ პირად ღირსებას. ზოგადად, საკუთარ შეცდომებზე სწავლა ლომებისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველა გამარჯვებას ისინი საკუთარი დამსახურებებით ხსნიან, ხოლო წარუმატებლობის მიზეზად ბედის სიმუხთლეს ასახელებენ.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოუსწორებელი მატერიალისტები არიან: ისინი აფასებენ მხოლოდ რეალურ კეთილდღეობას და ისწრაფვიან კიდეც მისკენ.

მამაკაცი-ლომები ადვილად იხიბლებიან როგორც ქალებით, ისე იდეებით. მათი პატივმოყვარეობა უსაზღვროა, მაგრამ ამასთან ახასიათებთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩართვის სრული შეუძლებლობა, ლომები გარბიან ბრძოლის ველიდან.

ქალ-ლომებს ჩვეულებრივ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ და მათთან დაკავშირებულ მოგონებებს ინახავენ დიდი ხნის მანძილზე. ისინი ძალიან აქტიურები არიან და ბუნებისგან დაჯილდოვებულნი არიან ყველაფრის მოსწრების შესაძლებლობით. უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონები, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ ხშირად ხდებიან მდიდარი კაცების ცოლები, თუმცა ამის მიზეზი პრაგმატული გათვლები არ არის; უბრალოდ მათ უადვილდებათ შეიყვარონ წარმატებული ადამიანი, ვიდრე ღარიბი და უპერსპექტივო.

ცნობილი ადამიანები

ალქსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ I, თალეირანი, მენაჰინ ბეგინი, ბილ კლინტონი, ჰენრი ნოსტლე, ჯორჯ სოროსი, ჰენრი ფორდი, კოკო შანელი, ენნე ბურდა, ჟაკლინ კენედი-ონასისი, ტიციანი, ჟან რენუარი, გი დე მოპასანი, ალექსანდრე დიუმა (მამა), ბერნარდ შოუ, კარლ იუნგი, ალფრედ ჰიჩკოკი, სტენლი კუბრიკი, ჯოან როულინგი, ივ სენ-ლორანი, რობერტ დე-ნირო, ლუი დე ფიუნესი, ლუი არმსტრონგი, პიერ რიშარი, ჟან რენო, ჯილიან ანდერსენი, დასტინ ჰოფმანი, უითნი ჰიუსთონი, ანტონიო ბანდერასი, მადონა, მიკ ჯაგერი, არნოლდ შვარცენეგერი, ჯენიფერ ლოპესი და სხვა.

სტიქია

ლომის სტიქია არის ცეცხლი, ოღონდ მშვიდი, ბუხარში დანთებული. ამ ნიშნის ადამიანები სიამოვნებით უნაწილებენ სხვებს საკუთარ სითბოს და გარემოცვისგან საპასუხოდ ელიან მხარდაჭერას და დაცვას საჭიროების დროს. ლომის ცეცხლი თანაბრად ანთია, არც ძალიან ძლიერია და არც სუსტი. ის არ წვავს, ის ათბობს, თუმცა ზოგჯერ არასაკმარისად.

ლომის ძალები საკმარისია იმისათვის, რომ სითბო შეინარჩუნოს, მაგრამ ის ვერ გაადნობს ყინულს, თუდაც იმიტომ, რომ ლომებს ეს ნაკლებად აინტერესებთ. ლომი იწვის რჩეულთათვის და საკუთარ ენერგიას მხოლოდ იმ შემთხვევაში დებს, როცა იცის, რომ შედეგად მიიღებს ხმაურიან, საზოგადო აღიარებას.

ცეცხლის ნიშნებს შორის (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) - ლომი უფრო რაციონალურია საკუთარი რესურსების გამოყენებაში. გარდა ამისა, მისი ცეცხლი შედარებით დეკორატიულია.

კარიერა და პროფესია

რა ადგილიც არ უნდა ეკავოს ლომს ცხოვრებაში, ის მიისწრაფვის ხელმძღვანელობისკენ. თუ მას არ აღმოაჩნდება საკმარისი უნარები, ის მზად არის წავიდეს მაგალითად სკოლაში, რადგან იქ ყველა იძულებული იქნება მის სიტყვას მოუსმინოს.

ლომებში ასევე პოპულარულია პოლიტიკა და ფსიქიატრია. საინტერესოა, რომ ძალაუფლების მოპოვებისკენ მიდრეკილი ლომი ალბათ ვერ იტყვის რა უფრო უნდა - დაიკმაყოფილოს საკუთარი ამბიციები თუ გააბედნიეროს დაზარალებული; მაგრამ ამ ნიშნის ადამიანებს ნამდვილად სიკეთე უნდათ ყველასთვის. თუ ლომი შეძლებს საწარმოს ხელმძღვანელი გახდეს, იქნება ეს მცირე თუ მსხვილი კომპანია, ის დიდი სიამოვნებით აიღებს საკუთარ თავზე მოლაპარაკებების წარმოების და ახალი პარტნიორების მოძიების პროცესს. დაგეგმვა, აღრიცხვისა და რუტინული საქმეების შესრულების პროცესი კი მისთვის ძალიან მოსაწყენია.

საქმიანობაში წარმატების მიღწევის დროს ლომებს შეიძლება ხელი შეუშალოს ორმა თვისებამ - ფულისადმი ძალიან ზერელე დამოკიდებულებამ და კონკურენტუნარიანობის აბსოლიტურმა არქონამ. ხელმძღვანელი ლომის დარწმუნება სარეკლამო კამპანიაში ფულის დახარჯვაში ძალიან რთულია: ის დარწმუნებულია, რომ ეს ინფორმაცია ისედაც ყველასათვის ცნობილია. სამაგიეროდ ოფისის მოწყობაზე და კორპორატიული ღონისძიებებისთვის ლომს არ დაენანება სახსრები, რომლებისთვისაც შეიძლებოდა უფრო სწორი მიმართულება მიეცა.

ქორწინება და თავსებადობა

განდიდების შემდეგ ლომების მეორე სისუსტე არის სიყვარულის წყურვილი. სიყვარულის გარეშე მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ და სწორედ ამიტომ, ცხოვრების მანძილზე მათ უამრავი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, თუმცა მათთვის დამახასიათებელია ხანმოკლე და სრულფასოვანი რომანები და არა შემთხვევითი და იშვიათი კავშირები. საყვარელ ადამიანთან დაშორებას ლომები მტკივნეულად განიცდიან, ხოლო ნუგეშს ახალ ურთიერთობებში ეძებენ. ლომი ეჭვიანია, ამავდროულად ძალიან ზარმაცი იმისათვის, რომ საკუთარი უპირატესობები აჩვენოს პარტნიორს და თუ სასიყვარულო ფრონტზე მარცხს განიცდის, მზად არის ამაში ნებისმიერი დაადანაშაულოს საკუთარი თავის გარდა.

ლომის აზრით იდეალური ურთიერთობები უნდა იგებოდეს შემდეგნაირად: პარტნიორი თავად უნდა ჩაუვარდეს მკლავებში, ხოლო შემდეგ გახდეს დამჯერე და მისი ნებისმიერი სურვილის შესასრულებლად მზადყოფნა გამოხატოს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწორედ ასე ხდება ხშირ შემთხვევაში. ლომები ადვილად ეგებიან სექსუალურ პროვოკაციებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ვერ ერკვევა, გარდა ამისა, ისინი მიდრეკილნი არიან მალევე გაწყვიტონ ურთიერთობა. შემდეგ ლომები ნანობენ ამას, მაგრამ შეცდომების გამოსწორებას ან ბოდიშის მოხდას ღირსების შელახვად აღიქვამენ.

სიყვარულში, ისევე როგორც საქმეში, ლომებს ავიწყდებათ განსჯის ხმას მოუსმინონ, ამიტომ ხშირად ვარდებიან არასასიამოვნო, ან სახიფათო სიტუაციებში, რომელთაგან გამოსვლასაც მხოლოდ იმით ახერხებენ, რომ ფენომენალურად უმართლებთ. სრული ბედნიერებისთვის ლომს სჭირდება დაფასება, რომელსაც ვერ მიიღებს ვერც საკუთარი თავით დაკავებული ვერძისგან, ვერც მთელი მსოფლიოს პრობლემებით შეწუხებული მერწყულისგან და ვერც პრაქტიკოსი კირჩხიბისგან. სამაგიეროდ ურთიერთობა ჰარმონიული შეიძლება იყოს თავისი ნიშნის ადამიანთან და ამ შემთხვევაში სამეურნეო ხლაფორთი ვინმე მესამემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ლომისთვის კარგი პარტნიორი შეიძლება იყოს ჭკვიანი ქალწული, მითუმეტეს, რომ ამ კავშირში მთავარი როლი სწორედ მას ერგება წილად. ლომის ეგოიზმის შერბილება შეუძლია მშვილდოსანს, ხოლო თხის რქა ნამდვილად დატკბება თავისი პარტნიორი-ლომით.

სიყვარულში წარმატების გასაღები

ლომებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები - ამას ნამდვილად ვერ წაართმევ. პირადი ცხოვრება ჩვეულებრივ სავსე აქვთ, ერთი რომანი იცვლება მეორეთი, ხოლო იდეალური პარტნიორის ძიება არ წყდება არც ერთი წუთით. ლომების მომხიბვლელობა გარშემომყოფებში აშკარად დიდია; მეტწილად ეს აიხსნება იმით, რომ ამ ნიშნის ადამიანები დიდ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობას და არ იშურებენ ძალებს იმაზე, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ.

მათთვის მნიშვნელოვანია დადებითი შეფასება, შექება და კომპლიმენტები. სერიოზული პრობლემა ხდება ის, რომ სხვების აზრის გადაფასებისას, ლომები ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობენ საკუთარ სურვილებს და მიზნებს. თუმცა არის სხვა უკიდურესობაც - იოტისოდენადაც არ ეპარებათ ეჭვი საკუთარ განუმეორებლობაში და ამის გამო ლომები ხდებიან ურთიერთობებში ტირანები.

ზოგჯერ იმისათვის, რომ ცხოვრებაში ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ, ლომებს არ ჰყოფნით ოდნავი თავმდაბლობა - საკუთარ სიმართლეში ეჭვის შესატანად. სწორედ ეს ეხმარება შესანიშნავად დაწყებულ ურთიერთობებს გაგრძელდეს ხანგრძლივად.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. მე არავის არ ვუყვარვარ


ლომებს სიყვარული ყველა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებზე მეტად სჭირდებათ; ზოგჯერ ისინი ამას ითხოვენ, როგორც სავალდებულოს და იწყებენ კაპრიზობას, როცა ხვდებიან, რომ რჩეულობა არ ჰყოფნით. ამასთან, ლომები იშვიათად ავლენენ თავიანთ გრძნობებს - თუნდაც იმიტომ, რომ მათი ნატურისთვის დამახასიათებელია სიზარმაცე. იმის განცდით, რომ უყვართ ან არასაკმარისად უყვართ, ლომი ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ ნაკლებ ქებას იმსახურებს და არ იწვევს აღფრთოვანებას.

ლომებმა უნდა გაიგონ, რომ ადამიანი, ვისაც გულახდილად უყვარს ისინი, ყოველთვის და მათ ყველა ნაბიჯს არ დაუწყებს შექებას. რჩევა ლომებს: მოძებნეთ არა ის, ვინც თქვენს ძლიერ მხარეებს ამჩნევს, არამედ ის, ვინც თქვენს სისუსტეებს ხედავს და მიმტევებელია მათ მიმართ, სწორედ ამ შემთხვევაში იგრძნობთ თქვენ ნამდვილად საყვარელ ადამიანად თავს და გათავისუფლდებით სულიერი დისკომფორტისგან.

2. მას ჩემი არ ესმის

ლომები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები და ამის გაგება რთულია მათთვის, ვისაც მათთან აქვთ საქმე. გატაცებები მათ არ აქვთ - ყოველ რომანს ისინი თავის წილ გულს უთმობენ. თუმცა ლომები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს გულუხვობა დაფასებული არ იქნება სათანადოდ.  ვარსკვლავებმა ლომები დააჯილდოვეს უამრავი სასურველი თვისებით, მაგრამ დაავიწყდათ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი - პარტნიორის შერჩევის ცოდნა, რომლის მსოფლმხედველობა მათსას შეეფერება. ლომებზე უკეთ არავინ იცის, რომ საწინააღმდეგო იზიდავს, ხოლო თქვენი გამოცდილება, თუ რითი მთავრდება ეს ყველაფერი, ნამდვილად ექსკლუზიურია.

ლომებო, იმისათვის, რომ პარტნიორთან ურთიერთგაგებას მიაღწიოთ, მოგიწევთ მის ენაზე ისაუბროთ, უკან უნდა მოიტოვოთ ემოციები და მოახდინოთ პრობლემების ფორმულირება, რადგან უმეტეს შემთხვევაში სწორედ თქვენი რჩეული არის ცივსისხლიანი და რაციონალურად განმსჯელი. კიდევ ერთი მნიშნველოვანი მომენტი, რომელიც ყურადღების მიღმა არ უდნა დარჩეს, ეს არის თქვენი გაბრაზების ჩვევა დიდი ხნის მანძილზე, გულახდილად და გემოვნებით. ნებისმიერი წვრილმანის დრამად გადაქცევა შეიძლება, მაგრამ შეუწყობს ეს ხელს ნდობისა და ურთიერთგაგების გაზრდას ხელს? სავარაუდოდ არა. ასე რომ ისწავლეთ თქვენი პრობლემების შესახებ საუბარი და მხედველობაში იქონიეთ პარტნიორის მოლოდინი და პრიორიტეტები - სწორედ ეს შეიძლება გახდეს ჰარმონიის მიღწევის საშუალება და არა კაპრიზები და მოთხოვნები.

3. მე ის მიყვარს, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემი შესაფაერისი არ არის

ამ პრობლემას ეჯახება ბევრი ლომი. მიზეზი არის ის, რომ თქვენ ხშირად ხელმძღვანელობთ ესთეტიკური მიდგომებით - მათ შორის პარტნიორის შერჩევის დროსაც. უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ გიყვართ ყველაფერი ლამაზი და ნაკლებად ფიქრობთ იმაზე, რომ მიმზიდველი გარეგნობის იქეთ შეიძლება იმალებოდეს ცუდი ხასიათი.

სწორედ ლომებს ახასიათებთ წყვილის შერჩევისას ფიქრი - «ჩვენ ლამაზი წყვილი ვიქნებით», თუმცა გაცილებით გონივრული იქნებოდა იმაზე ფიქრი, იქნებით თუ არა ბედნიერი წყვილი. გაერკვიეთ იმაში თუ რას გულისხმობთ, როცა ამობობთ - «მე ის მიყვარს» - შეილება ადამიანი რაღაც საკითხებში ამართლებდეს თქვენს მოლოდინს, მაგრამ სხვა საკითხებში იმედი გაგიცრუოთ. თუ ემოციური დამოკიდებულება მართლაც ღრმაა და დაშორებას ჯერ არ აპირებთ, ღირს დაფიქრდეთ იმაზე, მზად ხართ თუ არა შეურიგდეთ თქვენს პარტნიორში მოულოდნელად აღმოჩენილ ნაკლს. შესაძლოა როცა თქვენ ამბობთ «მე ის არ შემეფერება» - გულისხმობდეთ, რომ ის არ ჩქარობს თქვენი განკარგულებების შესრულებას. მაგრამ ეს ასე ცუდია? თქვენ ხელმძღვანელობა გჭირდებათ, მითუმეტეს არაა საჭირო, რომ ის ყოველთვის ტაქტიკური იყოს. შეიძლება თქვენ გულისხმობთ, რომ პარტნიორი არასაკმარისად კარგია (ჭკვიანი, მდიდარი, პერსპექტიული) თქვენთვის? მაგრამ მას დადებითი თვისებებიც ხომ ექნება? მიეცით საშუალება გამოამჟღავნოს ისინი. ბოლოს და ბოლოს წყვილს, სადაც არის ლომი, აქვს შანსი იყოს სამაგალითო, ძალიან ბედნიერი, თუმცა ამისთვის აუცილებელია როლების გადანაწილება.

4. ჩვენს ურთიერთობებში გადაუჭრელი პრობლემებია

სხვა ნიშნის ადამიანები ასეთ დროს დანებდებოდნენ და იტყოდნენ, რომ ურთიერთობებს უნდა დაესვას წერტილი, მაგრამ არა ლომები. თუ თქვენ ნახეთ ადამიანი, რომელიც შეგიყვარდათ და დააფასეთ, მაშინ ნაკლებად გადაწყვეტთ საკუთარი ინიციატივით მასთან დაშორებას. ლომებს შეუძლიათ ერთი და იგივე ადამიანთან რომანის დასრულება ან შეჩერება, დაშორება და ისევ შერიგება, ყოველ ჯერზე სწამთ, რომ სირთულეების გადალახვა შეიძლება - მაგრამ ხდება იმ აზრთან შესაგუებლად, რომ ეს ასე არა რის. თუ თქვენ არ გსურთ რჩეულის დაკარგვა, არჩევანი არც ისე დიდი გაქვთ: ის მაინც აღიარეთ, რომ პრობლემები არსებობს და ყურადღებას იმსახურებს. თქვენ ვერ შეძლებთ გზიდან ჩამოიშოროთ დაბრკოლებები, თუმცა შეიძება ისწავლოთ მათი შემოვლა თუ ყურადღებიანი იქნებით პარტნიორის მიმართ.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის სიყვარულში ბედნიერება ხშირად არის სერიოზული ძალისხმევის შედეგი და ნუ დაიზარებთ ამ ძალისხმევის გამოჩენას.

5. მე არ შემიძლია შესაფერისი პარტნიორის პოვნა

ლომებს ამის გაკეთება ნამდვილად უჭირთ. ამ ნიშნის ადამიანები ბუნებისგან დაჯილდოვებულნი არიან განსაკუთრებული ინტელექტით, მაგრამ საღად განსჯის შესაძლებლობას კარგავენ, როცა საქმე სიყვარულს ეხება.

ლომების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც შეასრულებს ყველა მის მოთხოვნას და განკარგულებას ისე, რომ ინიციატივასაც არ გამოიჩენს; თუმცა, ასეთი შესანიშნავი პიროვნების ნახვის შემთხვევაში ლომები უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ პარტნიორი სხვაგვარი წარმოედგინათ, უფრო ძლიერი, ენერგიული, მათი ნებისთვის წინააღმდეგობის გამწევი. ამ ყველაფერს საქმე მიყავს ურთიერთობების შეწყვეტამდე, მაგრამ ახალიც არაფრით განსხვავდება ძველისგან, რადგან პრინციპი სამწუხაროდ უცვლელი რჩება.

ლომებო, ისწავლეთ საკუთარ გამოცდილებაზე და ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ თქვენი რჩეული შეიძლება აღმოჩნდეს მთავარი თქვენს წყვილში - არაფერს დაკარგავთ იმით, თუ პარტნიორს უფლებას მისცემთ დროდადრო მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და იყოს ლიდერი ურთიერთობებში. გარდა ამისა, ბევრი ლომისთვის პარტნიორის არჩევისას რთულია მისი ხასიათის იმ ნიშნების შეფასება, რაც თვალში არ ხვდება. თუმცა ლომები ვარდისფერი სათვალით უყურებენ პიროვნების ნაკლს, თუ ის მიმზიდველი, გონებამახვილი და შეძლებულია, მითუმეტეს, თუ ეს პიროვნება გარშემომყოფთა სასურველი ობიექტია. ლომებისთვის პირადი ბედნიერების მიღწევა განუყოფელია ადამიანებში გარკვევისგან.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ემოციური მოთხოვნები ძალიან ღრმაა და მათ დაკმაყოფილებას ყოველთვის ვერ შეძლებს ადამიანი, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიპყრო. თქვენ ვერ იპოვით შესაფერის პარტნიორს პრიმიტიული მოთხოვნიებით ხელმძღვანელობისას, მაგრამ ალბათ ბედნიერი იქნებით, თუ შეძლებთ დააფასოთ რჩეული, აღფრთოვანდეთ მისით და ყური დაუგდოთ მის რჩევას.

6. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ სულ ვჩხუბობთ

ეს არასასიამოვნოა, მაგრამ გადაულახავ პრობლემად ვერ ჩაითვლება: თუ თქვენ პარტნიორთან ჩხუბობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობაში არის განხილვის ადგილი. უფრო მეტიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენ უკვე მიეჩვიეთ საკუთარი შეცდომების დანახვას, მაგრამ ჯერ მზად არ ხართ ეს აღიაროთ. ასეთ დროს უპირველესი ამომცანა არის კამათის კონსტრუქციულ საუბარში გადაყვანა მანამ, სანამ ის სკანდალში გადავა. ამისათვის თქვენ მოგიწევთ გარკვეული დროის დახარჯვა თანხვედრი დათმობებისა და დიპლომატიის შესწავლისთვის.

თქვენ უფრო ბედნიერი გახდებით, თუ ისწავლით სიამაყის მოთოკვას, აღიარებთ, რომ ზოგჯერ სუსტი და დაუცველი ხართ და ბოლოს, მორჩით იმის დამალვას, რომ სიყვარულში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ზოდიაქოს ნიშანი ხართ.

7. ჩვენს ურთიერთობებს აკლია სერიოზულობა

ძალიან ცოტა ვინმე თუ მიდის ლომთან სერიოზული რომანის გაჩაღებაზე, რამდენადაც ამ ნიშნის წარმომადგენლები არამარტო ღირსეული პიროვნებები არიან, ასევე აქვთ დიდი ნაკლი - ცუდი რეპუტაცია გააჩნიათ. ლომებო, თქვენ ხართ ნატურა, რომელიც იხიბლება და ამის დაფარვას არც თვლით საჭიროდ. ღირს კი იმის აღიარება, რომ თქვენი სიყვარულში გამოტყდომა ყოველთვის იწვევს ერთგვარ სკეპტიკურ რეაქციას? სერიოზულობის სწავლა მოგიწევთ საქმეშიც, მარტო სიტყვები არ კმარა, უნდა დაამტკიცოთ თქვენი გრძნობები. გარდა ამისა, ლომებმა უნდა შეარჩიონ დამოუკიდებელი, მათზე ნაკლებად დაქვემდებარებული პარტნიორები, თუ ამაში არსებობს აუცილებლობა, აიღონ წყვილის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე. სწორედ ასეთი ადამიანის გვერდით თქვენ მზად იქნებით სერიოზული ურთიერთობებისთვის.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

ლომი აქტიური ნიშანია და ეს არ შეიძლება არ გამოვლინდეს ადამიანების ხასიათში, რომლებიც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: თითქმის ყველა მათგანი ექსტრავერტულია, იმყოფებიან საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში და თავად არიან მისი «მამოძრავებელი». ლომები ილტვიან ძლიერი პიროვნებებისკენ, მაგრამ იცავენ სუსტებს, თითქოს სურთ მათთვის საკუთარი დაუცხრომელი ენერგიის განაწილება. ლომისათვის ხელსაყრელ პირობებში მისი ძალა ნამდვილად დიდი იქნება, თუ ბედი არ გაუმართლებს «ცხოველთა მეფეს», ის ხდება სასტიკი, კაპრიზული და აბსოლიტურად უმოქმედო. მეორეს მხრივ, როცა აღმოჩნდება სიტუაციაში, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, ლომი თითქოს კარგავს შიშის გრძნობას და ცდილობს მივიდეს იქ, სადაც შესაძლოა ეშმაკობა ან სიფრთხილის გამოჩენა.

ლომებს აქვთ თავისუფლების ძალა. საკუთარ გადაწყვეტილებებში ისინი დამოუკიდებლები არიან, მაგრამ თვლიან, რომ სხვების ქცევაზე საჭიროა მოახდინონ გავლენა, რადგან საკუთარ სიმართლეში და უცოდველობაში არიან დარწმუნებულნი. ლომების ემოციონალურობა კომპენსირდება საკუთარი თავის ფლობით, რომლის საფუძველს წარმოადგენს საკუთარი ემოციების გამომჟღავნების სურვილის არ ქონა იმათ წინაშე, ვინც ამას არ იმსახურებს. იმის გამო, რომ ლომები გარშემომყოფებს ინტელექტით დაბალ დონეზე აყენებენ, ხშირად ხდებიან ტყუილის ან ღალატის მსხვერპლნი, რაც შემდეგ მათ დარდსა და დეპრესიას იწვევს.

ჯანმრთელობა

ლომებს ბუნებისგან მინიჭებული მყარი ჯანმრთელობა აქვთ, თუმცა მასზე ზრუნვას საჭიროდ არ თვლიან. გართობაზე გამოძინების გამო უარის თქმა, ან გემრიელსა და სასარგებლოს შორის ამ უკანასკნელის არჩევა ლომს ნამდვილად არ ახასიათებს. გარდა ამისა, უზომოდ ამაყი ლომები ექიმებსაც იშვიათად უჯერებენ და ავადმყოფობას ნებაზე მხოლოდ იმის გამო მიუშვებენ, რადგან თვლიან, რომ არ იცნობენ ექმის, რომელსაც შეიძლება ენდონ.

ლომები ხშირად ხდებიან ინფექციური დაავადებების მსხვერპლნი, ალბათ იმიტომ, რომ მათი ურთიერთობის არეალი ფართოა, ხოლო იმუნიტეტი სუსტი, განსაკუთრებით იმ იშვიათ პერიოდში, როცა ლომი არაფერზე არ ზრუნავს. როცა ლომი დაკავებულია, თუნდაც უმნიშვნელო საქმით, ის თითქოს ხელმიუწვდომელი ხდება დაავადებებისთვის, დასვენებისა და მოცლის დროს ის კარგავს ჯანმრთელობას.

ლომის ყველაზე სუსტი წერტილებია გული, ყურები და თავი. ასევე უნდა დავამატოთ, რომ ლომები ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევის მსხვერპლნი. მათ ანგარიშზე მოდის ტრამვების და მოტეხილობების დიდი რაოდენობა. თუმცა ეს ყველაფერი კომპენსირდება ძალების აღდგენის სწრაფი შესაძლებლობით.

სექსუალობა

სიყვარული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლომებისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე. ლომის გულს არ შეუძლია იყოს თავისუფალი - ის ან დაკავებულია, ან გატეხილია, თუმცა მათი ექსტრავერტულობის გამო, სასიყვარულო ფრონტის ეს გმირები საკუთარ განცდებს ანდობენ ყველას.

ცხოვრების თანამგზავრისგან ლომები ელიან სირბილეს, სინაზეს და სითბოს, ასევე მის ოჯახის მხრიდან აღიარებას. მესაკუთრის მძაფრად განვითარებული ინსტინქტის გამო, ამ ნიშნის ადამიანები საყვარელი ადამიანისგან მოითხოვენ დამჯერეობას, პატივისცემას და მისით აღფრთოვანებას.

დომინანტობის სურვილით დაბრმავებული ლომები ხშირად დგამენ უგნურ ნაბიჯს, როცა ქორწინდებიან რაიმე კუთხით «სუსტ» ადამიანზე, მაგალითად ასაკით პატარაზე, გონებრივად ნაკლები შესაძლებლობის მქონეზე ან სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფზე. მოგვიანებით ისინი ნანობენ ამ ნაბიჯს, რადგან ხვდებიან, რომ ტყუილის ან კონკრეტული გათვლების მსხვერპლნი გახდნენ. გარდა ამისა, ლომები ოჯახშიც კი მარტოდ გრძნობენ თავს თუ არ შეუძლიათ დაინახონ თანასწორი პიროვნება თავიანთ პარტნიორში.

კულინარიული მიდრეკილება

ლომებს ნელა ჭამა უყვართ, სუფრა ლამაზად უნდა იყოს გაწყობილი და შეუდარებლად მომზადებული კერძებით უნდა დატკბნენ. მათ ზოგჯერ ძალიან უნდათ შეზღუდონ მსუყე და გემრიელი საჭმელები, ტკბილეული, მაგრამ ნებისმიერი სახის შეზღუდვით ითრგუნებიან და უფუჭდებათ ხასიათი.

ლომის საუკეთესო ალგორითმია - გონივრულად შეახამოს ძალიან გემრიელი ძალიან სასარგებლოს, ხოლო დახვეწილი კერძი უბრალოს, უხეშსაც კი. მათგან ყველაზე ჭკვიანებს შეუძლიათ წახემსებისას ტკბილეული ჩაანაცვლონ ხილით ან ბოსტნეულით, მაგრამ ცხოვრების რთულ პერიოდში და წარუმატებელ დღეებში ლომი ისევ მიიწევს ჩიპსების, ორცხობილების და შოკოლადებისკენ.

ლომები მიდრეკილები არიან სისრულისკენ, თუმცა იდეალური წონის შესანარჩუნებლად მათთვის უმჯობეისია დაკავდნენ სპორტით და არა დიეტის დაცვით. ზოგჯერ შეიძლება შიმშილობა იყოს სასარგებლო, მაგრამ ამით გატაცება ნამდვილად არ ღირს.

საბავშვო ჰოროსკოპი

ლომებისთვის დამახასიათებელი «მეფობა» ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ღრმა ბავშვობიდან ახასიათებთ. ისინი სწრაფად სწავლობენ როგორც თანატოლებით, ისე უფროსებით მანიპულაციას. თამაშობენ ყველაზე მგრძნობიარე თემებით.

კმაყოფილი ბავშვი-ლომი უზომოდ საყვარელია, მაგრამ თუ თქვენ გაბედავთ რაიმეზე უარი უთხრათ, მაშინვე აუტანელი გახდება. ასეთი ბავშვის მშობლების წინაშე რთული ამოცანა დგას: ერთის მხრივ მას უნდა შეუქმნან კომფორტული გარემო, რომელშიც განვითარდება მისი ნიჭი და მიდრეკილებები, ხოლო მეორეს მხრივ მოამზადონ ის ამ სამყაროში ცხოვრებისთვის, სადაც ყველა სურვილი არ სრულდება ჯადოსნური ჯოხის მოქნევით. პრაქტიკულად ყველა ბავშვი-ლომი კარგად და ადვილად სწავლობს, ამაში დიდი ძალისხმევის ჩადება არ უხდებათ. თუმცა ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენლები საკმაოდ ზარმაცები არიან, რასაც ისინი პრობლემებამდე მიჰყავს. ხასიათის კიდევ ერთი მხარე, რომელიც შესამჩნევი ხდება, არის ბავშვი-ლომების თანატოლებთან აღმოჩენა - ეს არის ყურადღების კოლოსალური წყურვილი.

ბავშვი-ლომი მზად არის ყველაფერი გაიღოს იმისათვის, რომ ყველაზე საყვარლად იგრძნოს თავი, ხაზი გაუსვას თავის უპირატესობას დანარჩენებზე. მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვი-ლომის კოლექტივთან დამოკიდებულებას, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ და მისცენ რჩევები.

ბავშვი ლომები ძალიან ძუნწები არიან სანამ ახალ შთაბეჭდილებებს არ განიციდან. მათ ახარებთ ნებისმიერი სახის შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევთ რაიმე ახალი აღმოაჩინონ. სამწუხაროდ რაიმე ახალი და საჭირო «გასართობის» მოძებნა მშობლებს მოუწევთ; ლომები დარდსა და მოწყენილობაში დაიტანჯებიან, ვიდრე თავად მოძებნიან რამეს. რთულია ბავშვი-ლომი მიაჩვიო ოჯახში დახმარებას - ყოველდღიური საქმიანობა მას უინტერესოდ მიაჩნია. სამაგიეროდ იქ, სადაც შემოქმედებითად მიდგომაა საჭირო აუცილებლად წარმოაჩენენ საკუთარ თავს და უფროსებსაც კი მოახვევს თავს საკუთარ ნება-სურვილს. ამ ნიშნით დაბადებული ბავშვი სიამოვნებით იღებს მონაწილეობას ავეჯის და ინტერიერის ნივთების შერჩევაში, სადღესასწაულო მაგიდის გამზადებაში, ასევე რაიმე ღონისძიებების დაგეგმვაში. მათ ბევრი გასართობი აქვთ, მათ შორის ბევრი ისეთი, რომელიც საშუალებას აძლევთ წარმოჩნდნენ, მაგალითად სპორტი, ცეკვა, გუნდი, თეატრი. მთავარი, რაც ბავშვ-ლომს უნდა ასწავლონ მშობლებმა არის სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსაზრებების მოსმენა, მათი ინტერესების გათვალისწინება.

ბუნებისგან ლომებს ემპათია დიდად განვითარებული არ აქვთ, თუმცა სწორმა აღზრდამ ეს შეიძლება გამოასწოროს. გარდატეხის ასაკი ლომებს ამბოხით გადააქვთ, ვერც შეყვარებულობას და იმედგაცრუებას არიდებენ თავს. ასეთ მომენტებში ბავშვი საჭიროებს ტაქტიკურ მხარდაჭერას. შეეცადეთ ჩადოთ მასში თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი, არ მისცეთ გაავების და საკუთარ წარუმატებლობაში სხვების დადანაშაულების უფლება - სამწუხაროდ ლომებს ეს ახასიათებთ.