• დაართვა ძაფი – შორს გზად წასვლისა ან დაბრუნების ნიშანია.

• დაბანვა ცივი წყლით – ცუდია და ალიაქოთის ნიშანია.

• დაგვა სახლის – ნიშანია დოვლათის დაცარიელებისა.

• დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ.

• დამარხვა მკვდრისა – საწადელი აგისრულდეს.

• დანა ნახო სიზმარში - ქოწინების ნიშანია.

• დანგრეული შენობა ნახო – ყველა საქმე კარგად წაგივა.

• დარბაზი დაიკეტოს – მდიდარი ვინმე გაღარიბდება.

• დარბაზი ნახო ან აშენება – ძალიან კარგია, გაბედნიერება არის და ცოლის შერთვა.

• დასახური - ახალი რამ დაიხურო სიზმარში, სიხარულია, ძველი რომ დაიხურო დაგეკარგება პატივი. რომ მოგპარონ სიზმარში, დიდ და ახლო მეგობარს დაკარგავ.

• დაქორწინება ნახო – მწუხარების ნიშანია.

• დაცემინება ცხვირისა – შემატებისა და სიხარულის ნიშანია.

• დაჭრა - ნიშანია ავადმყოფობის.

• დაჭრილი რომ ნახო – ნათესავის ავადმყოფობას ნიშნავს.

• დახრჩობა – ავი ამბავია, ან კარგი რამ ნივთი დაგეკარგება.

• დედა შენი თუ ნახო – შენთვის კარგია და ბოლოც კეთილია.

• დედაკაცები რომ ნახო სიზმარში გაწეწილი თმებით, ნიშანია ავადმყოფობისა. იმათგან რომ სიზმარში მიიღო კმაყოფილება, ნიშანია რომ გაიმარჯვებ ყოველ საქმეში.

• დევის ნახვა –ცუდს ნიშნავს.

• დიდი ბუქის ნახვა სიზმარში, ნიშანია რომ დიდი ჩხუბის მოწმე გახდები.

• დიდი ქარიშხალი თუ ნახო – დიდი არეულობისა და ჩხუბის ნიშანია

• დიდის ჩაცმა – დიდ სიხარულს და შვებას მოასწავებს.

• დროშა ნახო გაშლილი - დიდ ლხენას ნახავ.