ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან

ფეისბუქზე გაზიარება

არსებობენ ადამიანები, რომლებიც რაც დრო გადის, სულ უფრო გამოიყურებიან და თავს გრძნობენ ახალგაზრდულად, არ აკლდებათ ენერგია და ა.შ. შესაძლოა, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს კარგ გენეტიკას, თავის მოვლის პროცედურებს, ვარჯიშს, სწორ კვება და ა.შ. თუმცა, ამ სტატიაში ვისაუბრებთ ზოდიაქოს იმ ოთხ ნიშანზე, რომლებიც ნამდვილად “საპირისპიროდ” ბერდებიან და დრო მათ გარეგნობაზე გავლენას ვერ ახდენს.

ოთხეულის სათავეშია - სასწორი


როცა ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ასაკის მატებას უყურებ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს მათ უკვდავების ელექსირი იპოვეს. სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რომ მათ გარშემო ყველა ბერდება, ყველა გამოიყურება ასაკის შესაბამისად, თავად კი რაც დრო გადის, პირიქით, უფრო ახალგაზრდავდებიან და თავს უფრო ენერგიულად, ბრწინვალედ და ჯანსაღად გრძნობენ. ვენერა აფრქვევს მათ სილამაზეს, კანს კი მბრწყავ სიჯანსაღეს და ენერგიას. მაგრამ, მთავარი გასაღები არის მათი მეამბოხე სული! სასწორებს სჯერათ, რომ “უკუღმა” ბერდებიან და დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს.

საპატიო მეორე ადგილს იკავებს - მშვილდოსანი

 

შესაძლოა, რომ მათი უბერებლობა, იყოს ცოტა მოთამაშე, ინტრიგანი ხასიათის დამსახურება, რომელსაც შეუძლია გაუძლოს დროს, ან გენეტიკა, თუმცა, ფაქტია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ნელა და ლამაზად ბერდებიან. რაც დრო გადის, მით უფრო იხვეწება მათი ნაკვთები და მეტად მომხიბვლელი ხდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდოსნებს ძალიან უყვართ თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ასევე უწყობს ხელს მათ ლამაზად დაბერებას, რადგან ფორმაში მყოფი სხეულით, კარგი კანით და ჯანმრთელობით, ისინი თავს ხვებთან შედარებით ძალიან თავდაჯერებულად გრძნობენ. მშვიდოსნებზე შეიძლება ითქვას, რომ ისინი მარადიული ახალგაზრდები არიან არამარტო სხეულით და გარეგნობით, არამედ გონებით და სულითაც!

სიის რიგით მესამე წარმომადგენელია - ლომი

 

თქვენი ნათელი და მხიარული ხასიათი, შესაძლოა, არის სწორედ ის, რაც ხელს უწყობს თქვენი ახალგაზრდობის შენარჩუნებას და ყურადრებას იპყრობს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ. სწორედ შინაგანი თვისებების გამო, დიდწილად აღიქმებით იმაზე გაცილებით ახალგარზდად, ვიდრე ასაკით ხართ. ლომები მუდმივად სავსე არიან ენერგიით და მზაობას გამოხატავენ შეეჭიდონ ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც გზად ხვდებათ. გარდა ამისა, ისინი დიდ დროს უთმობენ თავის მოვლას, ამიტომ, არ ბერდებიან ფიზიკურად, თუმცა ემოციურად ნამდვილად იზრდებიან. როცა ადამიანები გიყურებენ, ფიქრობენ, რომ დრო საერთოდ არ გასულა…

და ბოლო წარმომადგენელი - კირჩხიბი

 

სიცოცხლისადმი თქვენი უსაზღვრო სიყვარული, სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარი და ღრმა ემოციურობა, კირჩხიბებს უბერებელ არსებებად აქცევს - გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად! შესაძლოა ეს იმის დამსახურებაც იყოს, რომ მუდმივად რომანტიკისადმი მიილტვით ან საყვარელი ადამიანის მკლავებში უდიდეს ბედნიერებას განიცდით - და ეს ყველაფერი, ოქსიტოცინის და დოფამინის ჰორმონებია, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიმზმის გაჯანსაღებას, კანის სისუფთავეს და ბზინვარებას, სილამაზეს და ახალგაზრდობას, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
საუკეთესო ძიძები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
ენერგეტიკული დღეები 2023 წლის აგვისტოში - გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის!
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე დიდ წარმატებებს აღწევენ კარიერაში
მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?