ბლოგი

დუმილის ოქროს წესი

დუმილის ოქროს წესი

ფეისბუქზე გაზიარება

ცხოვრება საშიში რამეა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ადამიანები უქმნიან ერთმანეთს. გარემოში ყოველთვის მოიძებნება მიზეზი, რომელიც გავნებს. ამის თავიდან ასაცილებლად კი დუმილის ოქროს წესს მიჰყევი.


არის ისეთი საკითხები, რომლებზეც სხვა ადამიანებს არ უნდა ელაპარაკო იმიტომ, რომ შენი არ შეშურდეთ, “თვალი არ გეცეთ” და ა.შ. რომელია ეს საკითხები და რა გავლენა შეიძლება იქონიონ ჩვენს ცხოვრებაზე, წაიკითხე ქვემოთ.


7 რამ, რაც არავის უნდა უთხრა:


1. შორს მიმავალი გეგმები - ზოგადად, ყველას უყვარს მომავლის წინასწარ დაგეგმვა და მათი სხვა ადამიანებისთვის მოყოლა: რას, როგორ და რანაირად აპირებს... თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება! ყველაზე ახლო მეგობარსაც კი შეიძლება შეშურდეს შენი გეგმების და თუ კი ვთანხმდებით იმაზე, რომ ფიქრები მატერიალურა, ე.ი. სხვების განწყობებმა შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა იქონიონ ჩვენი სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაზე.


2. კამათი და ჩხუბი - ჯობს არავის მოუყვე, რა ხდება შენს ოჯახში. შეიძლება, შენს გარშემო იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც  შენი ეს მდგომარეობა გაუხარდება. მათმა ამ დამოკიდებულებამ კი შეიძლება წააქეზოს მსგავსი სიტუაციების გამრავლება შენს ცხოვრებაში. 


3. დახმარება და ქველმოქმედება - იმის მოყოლა, რომ არიქა და დიდი ქველმოქმედი ხარ არაა ლამაზი საქციელი. წარმოიდგინე, როგორ მოგექცევიან ადამიანები თუ კი იფირებენ იმას, რომ ამით ტრაბახობ? მსგავსი ნეგატიური დამოკიდებულება ცუდად აისახება შენს რეპუტაციაზე. 


4. წარმატება - როდესაც სხვებს უყვები შენი წარმატებების შესახებ კი გსიამოვნებს, მაგრამ ამით ცუდ საქმეს უკეთებ საკუთარ თავს. შეიძლება “გაითვალო” და წარმატებები წარუმატებლობებით ჩანაცვლდეს. 


5. ჭორები - სხვების გაჭორვითა და მათი ამბების მოყოლით ძალიან ცუდად იქცევი. წარმოიდგინე, რა იმიჯი გექნება გარშემომყოფებში. ხომ იცი, ადრე თუ გვიან მაინც ყველას ყურამდე მივა, რომ პირი მოაღე და მასზე იჭორავე?!


6. ფული - ფულს დათვლა კი უყვარს, მაგრამ სხვებთან განხილვა არა. საკუთარი შემოსავლებით ტრაბახით ნამდვილად მიიქცევ ყურადღებას, მაგრამ ისეთებისას, ვინც სიამოვნებით წაგართმევდა/მოგპარავდა მათ. 


7. ბავშვები და ჯანმრთელობა - ბავშვებსა და ჯანმრთელობაზე ყველა ლაპარაკობს და ეს ცუდი არ არის, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა სათქმელი პოზიტიური ხასიათისაა. აი, ლანძღვა და წუწუნი კი ძალიან ცუდია! დაიმახსოვრე, ბავშვების ფსიქოლოგია ძალიან სათუთია, თუ მათზე მხოლოდ ცუდს იტყვი და ყველგან დაამცირებ თვითშეფასებას დაუნგრევ! 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
არ იქნებით მათთან ბედნიერი: ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ეგოისტურია სიყვარულში
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?
4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი
რა არ უყვართ ტყუპებს?
თუ კვირას დაიბადეთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
მათთან არ ხუმრობენ: ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები წარმოუდგენლად ძლიერი და მედგარი არიან