ბლოგი

კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)

კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანი ყოველთვის აგებს პასუხს წარსულში თავისი მოქმედებების შედეგებზე. მაგრამ დაიტანჯება თუ არა ის - უკვე სხვა საკითხია.

 

ალბათ, არაერთხელ შეხვედრილხართ ისეთ ცნებას, როგორიცაა კარმა. მაგრამ იცით თუ არა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ? თუ სიტყვა „კარმას“ სანსკრიტიდან გადავთარგმნით, ის „მოქმედებას“ ნიშნავს. შეგვიძლია ნიუტონის კანონთან დაკავშირება, რომელიც ამბობს, რომ „თითოეულ ქმედებას აქვს ტოლფასი საწინააღმდეგო მოქმედება“.

 

იმ მომენტში, როდესაც რამეზე ფიქრობთ, ლაპარაკობთ ან გარკვეულ ქმედებას ბედავთ, იმ ძალას წარმოშობთ, რომელიც თქვენს საქციელზე შესაბამისად რეაგირებს. საინტერესო ისაა, რომ ის ძლიერ უკუქმედებას, ან ხშირად  საწინააღმდეგო ქმედებას ფლობს, რომლის განეიტრალება შეიძლება, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ არ იცის, როგორ გააკეთოს ეს.

 

კიდევ ერთი ანალოგია არსებობს-მიზეზის და შედეგის წესი. ეს არ უნდა აღიქვათ, როგორც ბედის დასჯა ან რამე მსგავსი.  მიიღეთ ეს, როგორც საბაბი თვითსწავლისთვის და საჭირო დასკვნების გამოტანისთვის.

 

ადამიანი ყოველთვის აგებს პასუხს წარსულში თავისი ქცევების შედეგებზე. მაგრამ დაიტანჯება თუ არა- ეს სხვა საკითხია. თუ ადამიანი თვითონ აყენებს თავის თავს რთულ სიტუაციაში და კარმის ნეგატიურ ზემოქმედებას იღებს, ის ტკივილს განიცდის. როგორც ამბობენ, კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ!

 

იმისთვის, რომ დანაშაულის გრძნობისა და კარმის ნეგატიური ზემოქმედებისგან გათავისუფლდეთ, მოდით ვცადოთ, მისი კანონები უკეთ გავარკვიოთ.

 

1. დიდი კანონი

გახსოვს ანდაზა: „ რასაც დათესავ , იმას მოიმკი“? ეს არის კარმის ძირითადი წესი.

 

ბედნიერების მოსაპოვებლად, მშვიდობის და სიყვარულის მისაღწევად .. სწორად ასე უნდა იცხოვროთ! დიახ, ყველაფერი მარტივია. საკმარისია, მხოლოდ საკუთარ მოლოდინებს შეესაბამებოდეთ და იმ ემოციებს გამოავლენდეთ, რომელთა მიღებაც გსურთ.

 

2. შექმნის კანონი

როგორც იცით, სიცოცხლე სიცარიელით არ იწყება. მას თქვენი მონაწილეობა სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ბუნებასთან და მთელ სამყაროსთან არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც ხართ დაკავშირებული და ერთ მთლიანს წარმოადგენთ.

 

შეგიძლიათ, უკეთ გაიგოთ ეს კანონი, თუ უფრო ხშირად მიაქცევთ ყურადღებას თქვენს გარემოცვას. უბრალოდ იყავით ისეთი, როგორიც ხართ და შექმენით ის, რისი მიღებაც გსურთ.

 

3. შეგუების კანონი

ეს კარმული კანონი ამბობს, რომ ვერ შეცვლით საკუთარ თავს და გარშემო სამყაროს, თუ სინამდვილეს ვერ იღებთ  და შეგუება ვერ ისწავლეთ.

 

თქვენ წინაშე რომ იდგეს მტერი ან რაღაც უსიამოვნო ხდებოდეს, უნდა მიიღოთ ეს ფაქტი. თუ ემოციებს ექვემდებარებით, არსებობს რაციონალურად აზროვნების დაკარგვის რისკი რისკი.

 

4. ზრდის კანონი

გახსოვდეთ, რომ ზუსტად ისე ცხოვრობთ, როგორც დაიმსახურეთ. არაფერი ხდება ისე უბრალოდ. იმისთვის, რომ სულიერად და მატერიალურად ზრდის შესაძლებლობა მიიღოთ, უნდა იყოთ მოქნილი და განვითარდეთ. არ უნდა ეძებოთ მოხერხებული შემთხვევა და ბედის ნებას არ უნდა დაექვემდებაროთ.

 

თქვენ ხართ ის ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც  თქვენს ცხოვრებაზე  გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ.

 

5. პასუხისმგებლობის კანონი

თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ არის, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ. ან პრობლემა ცხოვრების მიმართ თქვენს არასწორ დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

 

თქვენი გარემოცვა არის სარკე, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, რა ასახავს თქვენს რაობას.

 

სცადეთ, საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რასთანაც შეხება გაქვთ ცხოვრებაში.

 

6. ურთიერთკავშირის კანონი

კარმა გვასწავლის იმას, რომ სერიოზული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს თუნდაც ყველაზე წვრილი დეტალების, ყველაზე უმნიშვნელო საქციელის და აზრების მიმართ, რადგანაც ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია.

 

ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანს მიუახლოვდებით, თუ  ურთიერთკავშირის კანონის არსს გაიგებთ. მთავარი რამ უნდა აითვისოთ- არავინ და არაფერი არ გააკეთებს სამუშაოს თქვენ მაგივრად. მხოლოდ თქვენ აძლევთ იმპულსს განვითარებას.

 

დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ პირველ და ბოლო ნაბიჯს, რადგანაც ისინი სხვა ნაბიჯებისგან არაფრით განსხვავდება. ყველაფერი ეს მხოლოდ მორიგი ეტაპია ოცნების აღსრულებისთვის.

 

და გახსოვდეთ, რომ თქვენი წარსული თქვენს აწმყოზეც ახდენს გავლენას. ხოლო ის, თუ როგორ იქცევით დღეს, თქვენს მომავალს განსაზღვრავს. ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.

 

7. ფოკუსირების კანონი

ყველაფერი მარტივია- ისწავლეთ მხოლოდ მნიშვნელოვანზე ფოკუსირება. შეუძლებელია რაციოანლურად აზროვნება, თუ გონება ერთდროულად ორი პრობლემით არის დაკავებული.

 

თუ სიკეთეზე იქნებით ფოკუსირებული, მაშინ თავს შორს დაიჭერთ მრისხანების და სიძუნწის შესახებ აზრებისგან.

 

8. გულუხვობის და სტუმართმოყვარეობის კანონი

თუ კარმის და მისი კანონების გჯერათ, ეს თქვენთვის მარტივი უნდა იყოს. გარშემომყოფების მიმართ სტუმართმოყვარეობის და გულუხვობის გამოვლენა- კარმის ძირითადი პრინციპებია.

 

თუ ამტკიცებთ, რომ აითვისეთ კანონები, მაშინ გულუხვობა და სტუმართმოყვარეობა თქვენში პრობლემებს არ გამოიწვევს.

 

9. ახლა და აქ ცხოვრების შესახებ კანონი

დიახ, შეიძლება წარსულში ჩაიხედოთ და თავისი გზა გაანალიზოთ. შეიძლება მომავალზეც დაფიქრდეთ, რათა უკეთ გაიგოთ თქვენი სურვილები. მაგრამ არასდროს არ დაგავიწყდეთ ახლა და აქ ცხოვრების შესახებ.

 

სანამ ყურადღება გადაგაქვთ იმაზე, რაც უნდა  ან შეიძლება იყოს, დღევანდელი დღე დასრულდება. არსებობს ბედნიერების დაკარგვის რისკი, რომელიც ასე ახლოს იყო.

 

10. ცვლილებების კანონი

ყველაფერი, რაც თქვენთან ხდება, ასე თუ ისე, ცხოვრების მიმართ თქვენს დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. ნეგატიური მოვლენები გამეორდება მანამ, სანამ არ ისწავლით გაკვეთილს და ცვლილებებისთვის არ იქნებით გახსნილი.

 

11.მოთმინების და დაჯილდოების კანონი

ჯილდოს მისაღებად დიდი ძალისხმევა უნდა დაატანოთ. ამის გარეშე არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ.

 

ჯილდოს შეუძლია ლოდინი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და ყველაფერი შემდეგისთვის გადადოთ.

 

ნამდვილი სიხარული აღგავსებთ არა ჯილდოს მიღების, არამედ იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ შეძელით ამ გზის გადალახვა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობა.

 

12. სერიოზულობის და შთაგონების კანონი

ყოველთვის მიიღებთ შედეგს იმისგან, რაშიც საკუთარი ძალა ჩადეთ. და იმის გაცნობიერება, რომ რაღაც გაბედეთ და ეს ხარისხიანად და შთაგონებით გააკეთეთ, მომავალში შედეგს მოგცემთ.

 

თუ ყველაფერს არასერიოზულად მოეკიდებით და შთაგონების გარეშე დაიწყებთ მუშაობას, მოსალოდნელ მაღალ შედეგებს ვერ მიიღებთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
მზე ჰოროსკოპში
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს