კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რა ვაჩუქოთ კირჩხიბს

რა ვაჩუქოთ კირჩხიბს

ფეისბუქზე გაზიარება

სათუთად მგრძნობიარე, ჩაკეტილი კირჩხიბი- არც ისე მარტივი ნატურაა. ერთი მხრივ, ის არასდროს აღიარებს თავის საიდუმლო სურვილებს და ოცნებებს, მეორე მხრივ- სულის სიღრმეში გულწრფელად აქვს იმედი, რომ თქვენ მათ გამოიცნობთ. ამიტომაც არის კირჩხიბისთვის საჩუქრის არჩევა საკმაოდ რთული! მაგრამ ჩვენ ვცდით.

 

რამდენიმე მინიშნება, როგორ ავურჩიოთ საუკეთესო საჩუქარი კირჩხიბს

 

სახლის მოწყობის მიმართ კირჩხიბის ვნების გათვალისწინებით, შეიძლება ვაჩუქოთ აბსოლუტურად ნებისმიერი ნივთი, რომელიც ასე თუ ისე მორთავს სახლს და გახდის მას უფრო მყუდროს. ამას გარდა, კირჩხიბს ძალიან უყვარს ნივთები „ისტორიით“, და იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ის დაბადების დღეზე ან ახალ წელს, საკმარისია უფრალოდ ეწვიოთ ანტიკვარულ მაღაზიას და აირჩიოთ რამე საინტერესო თქვენს გემოზე. და აუცილებლად დაამატეთ თქვენს საჩუქარს რამე გემრიელი მაგიდისთვის- ტორტი, კანფეტები, ხილი და სხვა ტკბილეული, კირჩხიბზე ეს დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

არის კიდევ ერთი კირჩხიბისთვის საჩუქრების აბსოლუტურად მომგებიანი კატეგორია- წყალი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. კირჩხიბი, როგორც ნამდვილად წყლის ნიშანი, არ არის გულგრილი წყლის, წყლის პროცედურების და გასართობების მიმართ. ამიტომ აკვაპარკის წვევის სერტიფიკატს, აუზის აბონემენტს ან ინტერიერულ მინი-შადრევანს წყლისა და მთვარის მთრთოლარე შვილი ნამდვილად შეაფასებს.

 

რჩევა 1:  საჩუქარი „რეტროს“ სტილში

 

კირჩხიბი განიცდის წარსულის ნოსტალგიას და რარიტელუ ნივთების მიმართ არაჩვეულებრივ სისუსტეს. მას ძალიან უყვარს სამკაულები, ავეჯი და აქსესუარები ვინტაჟის სტილში, რომლებმაც შეიწოვეს ისტორიის სული. ასეთი ნივთები მოქმედებენ კირჩხიბზე დამამშვიდებლად, ჩუქნიან მას სანდოობის და უსაფრთხოების შეგრძნებას. მომავალი ხომ ისეთი არამდგრადია, გაურკვეველი და მღელვარე, მას თან მოაქვს მხოლოდ სტრესი და განცდები. სხვა საქმეა წარსული- მასში კირჩხიბი თავს გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

 

რჩევა № 2: წარსულის მშვენიერი მომენტები და არა მხოლოდ..

 

მოგონებებით მცხოვრები კირჩხიბი თითქმის ყოველთვის ფრთხილად ინახავს ოჯახის სურათებს, და გაეხარდებათ, თუ აჩუქებთ ღისეულ მოჩარჩოებას ოჯახის ფოტოარქივისთვის- ლამაზ ალბომს, ფოტოწიგნის დამზადების სერტიფიკატს ან ციფრულ ფოტოჩარჩოს.

ასევე ბევრი კირჩხიბი, რომლებიც გატაცებული ფოტოგრაფები არიან, და შთაგონებით შეხვდებიან ნებისმიერ ნივთს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია მათ ჰობისთან: ფოტოჩანთა, შუქის ფილტრი, მეხსიერების ბარათი ან გარე დისკი კარგი მოცულობით, შტატივი ან თერმო-ჭიქა ობიექტივის ფორმით.

 

რჩევა № 3: ყველაფერი ოჯახის კერისთვის

 

კირჩხიბისთვის სახლი- მისი ციხესიმაგრეა, დედამიწაზე საყვარელი ადგილი და მთავარი სიამაყე. მხოლოდ აქ მას ნამდვილად შეუძლია მოდუნდეს და იყოს ისეთი, როგორიც არის. ხოლო სახლის გულია სამზარეულო, სადაც კირჩხიბს უყვარს გაზქურასთან ჯადოსნობა და ჩაის არომატული ჭიქით ჯდომა სახლის ნამცხვრებთან. თუ თქვენ აჩუქებთ კირჩხიბს რამეს სამზარეულოსთვის, ზუსტად მოარტყამთ.

ეს შეიძლება იყოს ჩაის ან სუფრის სერვისი, სამზარეულოს საათი ან სასწორი, ლამაზი დასადები ცხელისთვის ან საყვარელი მოსასხამი ჩაიდანისთვის. ყველა ეს ნივთი დაეხმარება მორთოს სამზარეულოს ინტერიერი და გახადოს ოჯახის ტრაპეზა უფრო სასიამოვნო.

 

რჩევა № 4: ჯადოსნობის და რომანტიკის ნოტები..

 

კირჩხიბი სულში გამოუსწორებელი რომანტიკოსია, და ის აღფრთოვანებულია საჩუქარი-ემოციებისგან და საჩუქარი- სიურპრიზებისგან. კირჩხიბის დაამატებს თქვენს საოცარ საჩუქარს თავისი შთაბეჭდილებების კოლექციაში და მუდმივად გაიხსენებს ხოლმე მას, ყოველ ჯერზე დაუბრუნდება იმ საოცარ მომენტს, როდესაც ღია უთიდან, თითქოს ზღაპრული ფეიერვერკი, გადმოხტა ფერადი პეპლების ფერხული.

ან სულ შეჰყურებს სერტიფიკატს, რომელიც ამტკიცებს, რომ სადღაც სამყაროში მის სახელს ნამდვილად ატარებს მეათე ზომის ვარსკვლავი. ნამდვილად სამეფო საჩუქარია! ან გადააწყობს სურათებს მხიარული პიკნიკიდან, რომელიც იყო მოწყობილი მისთვის ივლისის კარგ დღეს. ბოლოსდაბოლოს, ნივთები, ყველაზე ძვირფასიც კი- მხოლოდ ნივთებია. ერთადერთი ფასეულობაა ცხოვრებაში ემოციები და შთაბეჭდილებები!

 

რჩევა № 5: საჩუქრის დეჟავიუ ეფექტი

 

არ შეგიშინდეთ გამეორების, როდესაც კირჩხიბისთვის საჩუქარს არჩევთ. ეს ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც საერთოდ არ აპროტესტებს, თუ მას წლიდან წლამდე ერთი და იგივეს ჩუქნიან- მაგალითად, გარკვეული მარკის სუნამოს ან ტუალეტის წყალს, კრემის ვარდებს ან სამკაულებს. კირჩხიბი ძალიან კონსერვატულია ბუნებით, არასდროს რალატობს თავის ჩვევებს და მიბმულობებს, და თუ მანამდე მოსწონდა რამე სურნელი ან ყვავილები, მაშინ აბსოლუტურად ზუსტად, მერეც მოეწონება.

და ვაი თქვენ, თუ ცდით იორიგინალუროთ, და აჩუქოთ რამე ახალი და გაუგებარი, ან რამე, რაც უბიძგებს კირჩხიბს, იფიქროს ცვლილებებზე. მაგალითად, სპორტდარბაზში ან სილამაზის სალონში სერტიფიკატი  შეიძლება შეფასდეს, როგორც თქვენი სურვილი კირჩხიბისთვის, რამე შეცვალოს თავის თავში. უნდა ვთქვათ, რომ ყველა თავსმოხვეული წინადადება მიდის ნაგვის ურნაში? გიყვარდეთ კირჩხიბი ისეთი, როგორიც არის, და აჩუქეთ ის, რაც ნამდვილად უყვარს!

 

რჩევა № 6: ხმამაღლა ოცნებები

 

საჩუქრის გამოცნობა რთული არაა, თუ ცოტას დაელაპარაკებით მას. ხშირად ეს ადამიანი (ჩანს, სულის სიწმინდის წყალობით), ხმამაღლა ამბობს იმას, რაზეც ოცნებობს და რაც ძალიან უნდა. თქვენი საქმეა- დაიმახსოვროთ და იფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მოწყობა საჩუქარში. და თუ თქვენ მოულედნელად მიართმევთ იმას, რაზეც თქვენი ძვირფასი კირჩხიბი უბრალოდ ოცნებობდა- ის იქნება გულაჩუყებული გულის სიღრმემდე! ესე იგი, თქვენ იყავით ყურადღებიანი მის მიმართ, რადგან აჩუქეთ ის, რაც კირჩხიბს ნამდვილად უნდოდა.

 

რჩევა № 7: სტილურად და გემოვნებით

 

ყველა კირჩხიბს დაბადებიან აქვს არისტოკრატიული გემოვნება, ამიტომაც თვითონ საჩუქარი, და მისი შეფუთვა უნდა იყოს ზედმიწევნით სტილური. კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარეა დეტალების მიმართ, და უგემოვნო შეფუთვას შეუძლია მნიშვნელოვნად დაწიოს საჩუქრისგან სიხარულის „გრადუსი“. კირჩხიბს მოსწონს სუნამო მკვეთრი სურნელის გარეშე, ნაზი მკრთალი ფერები, წყნარი მუსიკა. არც ისე ძვირადღირებული საჩუქარიც კი, რომელიც შეესაბამება კირჩხიბის სტილს და ხედვას და რომელიც არ არღვევს მისი ცხოვრების ჰარმონიას, კეთილგანწყობით იქნება აღქმული.

 

რჩევა № 8: ბედნიერ ცხოვრებაში შენატანი

 

კირჩხიბი განიცდის უდიდეს სიამოვნებას ფულის დაგროვებისგან, თანაც ყოველთვის ღელავს, რომ დაგროვებული თანხა შეიძლება არ ეყოს რამე მნიშვნელოვანს. და თუ თქვენ აჩუქებთ მას ფულს კონვერტში, ეს იქნება სასიამოვნო შენატანი კირჩხიბის და მისი ოჯახის ბედნიერ და უზრუნველყოფილ ცხოვრებაში. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, დაამატოთ სასაჩუქრე კონვერტს კიდევ რამე სასიამოვნო- ყვავილების თაიგული, ტორტი, კარგი ღვინი ბოთლი ან საყვარელი სუვენირი. კირჩხიბს ორმაგად ესიამოვნება!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თხის რქების განსაკუთრებულობის 8 ნიშანი
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
ზოდიაქოს ნიშანი თევზები: 10 ფაქტი თევზების შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
12 კარმული კანონი, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ყველაზე არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?
სიახლეები Horoskopi.ge-ზე (ვიდეო)