ბლოგი

ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის

ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

ისინი, როგორც წესი, მომხიბლავები არიან. მაგრამ თუ საკუთარ არჩევანში ეჭვი ეპარებათ, შეიძლება მონსტრებად გადაიქცნენ...

 

ცხოვრება შავ-თეთრი, მაგრამ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებმა, განსაკუთრებით, თუ საკუთარ გრძნობებში არ არიან დარწმუნებული, შეიძლება ძალიან გაგაწვალონ. ისინი მთელი ძალებით და შესაძლებლობებით თქვენს დაპყრობას შეეცდებიან, მაგრამ ურთიერთობების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ნამდვილ მონსტრებად გადაიქცნენ.

 

კირჩხიბი

კირჩხიბი ზედმეტად ემოციურია. ამ ადამიანებმა ხშირად უბრალოდ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ თავის ემოციებს, რომლებიც ისედაც ბევრი აქვთ.

 

თუ ამ ადამიანს უყვარხართ, მას მთელი ცხოვრება ეყვარებით. მაგრამ თუ ის ფიქრობს იმაზე, უნდა თუ არა თქვენთან ყოფნა, საკმარისად კარგი ხართ თუ არა, ჯობია გაიქცეთ. იმიტომ რომ ეს ემოციური წამება შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, სანამ ბოლომდე არ გამოგფიტავთ ემოციურად.

 

თხის რქა

თხის რქები ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობენ, და როდესაც რამე ისე არ მიდის, როგორც გეგმავდნენ, ან მათი მიტოვება გადაწყვიტეთ, ისინი ბევრ ხმაურს და პრობლემას წარმოშობენ.

 

თხის რქასთან რთულია საქმის ქონა, განსაკუთრებით, თუ ურთიერთობების მის ხედვას არ ეთანხმებით. ის არ შეიცვლება, და თუ ამის მიღება არ შეგიძლიათ, ჩუმად, მაგრამ თავდაჯერებულად დატოვეთ ის.

 

კურო

კიდევ ერთი რქებიანი ადამიანი, რომელსაც თქვენი ნერვების გაფუჭება შეუძლია. კუროები შეიძლება საკმაოდ ჯიუტი და მომთხოვნი იყვნენ და, როგორც თხის რქები, მათ სხვა თვალსაზრისის მიღება არ შეუძლიათ.

 

მათთვის შეურაცხყოფის მიყენება კომპლიმენტის თქმაზე უფრო მარტივია. და როდესაც მათ მრისხანება ეუფლებათ, ჯობია გაიქცეთ, რადგანაც ამ დროს თავს ვერ აკონტროლებენ. ამიტომაც, თუ ეჭვი გეპარებათ, ჯობია დატოვოთ კურო, რომ სარკეში საკუთარ ანარეკლს დაარტყას რქები. თქვენ კი სხვა გზით წადით.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
30 აგვისტოს ახალი მთვარე გამოანათებს
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ
2025 წლის სამოგზაურო ჰოროსკოპი - ვინ სად უნდა წავიდეს დასასვლენებლად?
ნეპტუნი ჰოროსკოპში
დაშორების იდეალური მეთოდები
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ზოდიაქოს რომელი ნიშნების გაბრაზებაა შეუძლებელი
10 წესი იმისათვის, რომ იყოთ უბედური
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით