ბლოგი

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ისინი მზად არიან, უუკაგდონ საკუთარი გრძნობები...

 

თევზები

თქვენ ფლობთ იმის გაგების უნარს, თუ რა ამოძრავებს ადამიანის საქციელს, ამიტომაც თქვენთვის, გულწრფელად რომ ვთქვათ, რთულია ხოლმე „არა“-ს თქმა. თქვენ მიდრეკილი ხართ სხვების აზრის საკუთარ აზრზე მაღლა დაყენებისკენ, ეს კი ნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ ეთანხმებით გარშემომყოფთა სურვილებს, თქვენ მაინც ასრულებთ მათ.

თქვენ ისურვებდით, რომ ყველა დანარჩენმა გააკეთოს ის, რაც უნდა, ან გამოხატოს ის, რასაც ნამდვილად განიცდის, და არ ილაპარაკონ და გააკეთონ ის, რაც სხვებს თავს უხერხულად აგრძნობინებს.

კირჩხიბი

თქვენ რბილი გული გაქვთ, რითიც სხვა ადამიანები სარგებლობენ. თქვენ ზრუნავთ თქვენს ახლობლებზე და დაატანთ ძალისხმევას, რომ მათ თქვენ გვერდით ტავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ, რაც გაიძულებთ სიტუაციების უმეტესობაში, მიჰყვეთ მათ სურვილებს.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ არ გაქვთ საკუთარი გრძნობები ან აზრი, მაგრამ ჩვეულებრივ თქვენ ეთანხმებით ახლო ადამიანის აზრს, ის რომც ეწინააღმდეგებოდეს თქვენს საკუთარს. თქვენ გინდათ, რომ გთვლიდნენ სასიამოვნო და მზრუნველ პიროვნებად, ამიტომაც მზად ხართ უკუაგდოთ საკუთარი გრძნობები, თუ საჭირო იქნება.

სასწორი

თქვენ ნამდვილად გინდათ, რომ ყველა და სასურველი ყოველთვის ბედნიერი იყოს. თუმცა გესმით, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც აკეთებთ ამისთვის ყველაფერს, რაც შეგიძლიათ.

ხშირად ამ მიზნის მისაღწევად გიწევთ თავისი თავის გადაბიჯება, მაგრამ არ თვლით ამას დიდ მსხვერპლად, რომელიც უნდა გაწიროთ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების სიმშვიდის და კომფორტის გულისთვის.

მერწყული

თქვენ, როგორც ტიპიურ მერწყულს, გიყვართ სხვა ადამიანებზე ზრუნვა, ამაში ეჭვი არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ თქვენ, უპირობოდ, გაქვთ საკუთარი დასაბუთებული აზრი, შეხედულებები და განზრახვები, თქვენ უპირატესობას ანიჭებთ იმას, რომ არ დახარჯოთ ტავისი დრო კამათზე ან გარშემომყოფების დარწმუნებაზე, თუ ეს არ მოიტანს რამე მნიშვნელოვან სარგებელს გრძელვადიან პერსპექტივაში.

თქვენ მზად ხართ, დათანხმდეთ სხვა ადამიანების არგუმენტებს ან მათ მიერ სიტუაციის დანახვას, რადგან არ მიიჩნევთ, რომ თქვენი უთანხმოებების საგანი არის ყველა ამ კამათის ღირსი.

ქალწული

შეიძლება ეს უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ არაფერია გასაოცარი იმაში, რომ თქვენ რაღაც ხარისხით ხართ უბრალო ადამიანი. დიახ, მაღალ სტანდარტებს აწესებთ , ფლობთ კრიტიკულ აზროვნებას, მაგრამ ასევე გესმით, რომ ადამიანის უმეტესობა სერიოზულად არ მოეკიდება თქვენს აზრს, რამდენად მართალიც არ უნდა იყოთ.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რაღაც დროის განმავლობაში დაიცვათ თქვენი რჩევის ან შემოტავაზების სისწორე ( რადგან იცით, რომ ეს ასეა), მაგრამ თუ თქვენი ოპონენტი განაგრძობს თავისის დაჟინებას, თქვენ გარდაუვალად მის პოზიციას მიიღებთ. თქვენს ერთ ნაწილს უყვარს თქვენთვის არასასიამოვნო სიტუაციებში აღმოჩენა, რათა ყველაფერი გამოასწოროს უკეთესისკენ, ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, მაინც თქვენზეა საბოლოო სიტყვა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
თხის რქების განსაკუთრებულობის 8 ნიშანი
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები
ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ყველაზე გონებამახვილი ადამიანები არიან
ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
2025 წლის სამოგზაურო ჰოროსკოპი - ვინ სად უნდა წავიდეს დასასვლენებლად?
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ