კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

6 მთავარი არხი - რომლითაც ნარცისები ენერგიას გართმევენ

6 მთავარი არხი - რომლითაც ნარცისები ენერგიას გართმევენ

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანს, კონკრეტულ მომენტამდე, ხშირად არ შეუძლია შეამჩნიოს, თუ როგორ გახდა პროცესის გაგრძელება...

მათ, ვისაც აქვს ნარცისებთან ურთიერთობის გამოცდილება, იქნება ეს მეგობრული, სასიყვარულო, ნათესაური და ა.შ., ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალას კარგავენ, დაბნეულობას გრძნობენ, თვითშეფასების კოეფიციენტი უმცირდებათ, რაც თავისთავად აისახება ადამიანის პროდუქტიულობაზე სხვადასხვა სფეროებში. ასეთ მდგომარეობას სხვაგვარად ეძახიან «ურესურსობას».

რას ნიშნავს «ნარცისს (მამრ./მდედრ.) მიაქვს, ისრუტავს»? - ეს ნიშნავს იმ არხებს, რომლებიც ასეთი ტიპის ადამიანებს აქვთ, რომლებითაც ახერხებენ ამ ყველაფერს.

ამ სტატიაში გაგაცნობთ თითოეულ მათგანს.

 

1. მსხვერპლთან შერწყმა და მისი სრულად შთანთქმა

 

პარტნირი მამაკაცი ან ქალი, დროის გარკვეულ მომენტამდე, შესაძლოა ვერც ამჩნევდეს, როგორ გახდა ნარცისის გაგრძელება და ორეული. როგორ გადაეწყო ნარცისის მოთხოვნებზე და დაიწყო მისი მოთხოვნების შესრულება, მისი პრიორიტეტებით ცხოვრება. როცა ხდება ამ მომენტის გაცნობიერება, ადამიანი ხვდება, რომ თავისი აღარაფერი აქვს და ისღა დარჩენია, თაყვანი სცეს ნარცისს - ეს არის მოროკას მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ნარცისს შეყავს სხვადასხვა მანიპულაციებით და განწყობებით.

 

2. მსხვერპლი მოქმდებს ნარცისის სცენარის მიხედვით

 

ნარცისი უნერგავს, აჯერებს, არწმუნებს, რომ მისი სცენარი არის ერთადერთი მართებული, საჭირო და სწორი მისი პარტნიორისთვის. სინამდვილეში, სცენარი სჭირდება თავად ნარცისს იმისათვის, რომ მეტად ჩაითრიოს მსხვერპლი და მარტივად მოახდინოს მასზე გავლენა.

 

3. ნარცისის როლის მნიშვნელობის არაადეკვატურად წარმოჩენა პარტნიორის ცხოვრებაში

 

ხელოვნური მზე, რომლის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. ყველაფერი ეს მიმართულია მწვავე დამოკიდებულების გაჩენისთვის, რომლის დროსაც, მთელი ენერგია, ძალა, ემოცია, საშუალებები იმართულია ნარცისის და არა საკუთარი თავისკენ.

 

4. პარტნიორის პირადი საზღვრების წაშლა

 

ნარცისის პარტნიორს ფაქტიურად არ გააჩნია პირადი სივრცე - ყველაფერს უკონტროლებს და ყველაფერზე ხელი მიუწვდება მანიპულატორს. იმის საშუალებასაც არ აძლევს პარტნიორს, რომ ხუთი წუთი მარტო დარჩეს, რამეზე დაფიქრდეს ან მშვიად იყოს, დაისვენოს, ენერგია არიდგინოს.

 

5. მარადიული დისბალანსი

 

ყველაფერი ემოციურის, ფიზიკურისა და მატერიალურის პარაზიტირება - ნარცისი მაქსიმალურად თავისკენ ქაჩავს ყველაფერს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთი არხი ყოფნით.

 

6. პარტნიორის ფასეულობების და ღირებულებების მუდმივად დაკნინება

 

ნარცისისთვის მომგებიანია, რომ პარტნიორი აითქვიფოს ან სულაც ჩაიკარგოს ურთიერთობაში და მან მართოს და აკონტროლოს სიტუაცია. რაც უფრო გამოფიტული იქნება მეორე ნახევარი, მით უკეთესი... ვერაფერს ვერ უნდა ამჩნევდეს, არაფერს არ უნდა ითხოვდეს. უნდა ცხოვრობდეს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ნარცისს ემსახუროს.

დანაშაულის გრძნობისა და შიშის მანიპულატორულად თავს მოხვევით, ნარცისი ყოველდღიურად ახდენს პარტნიორის თვითშეფასების დონის დაგდებას და მოხერხებულად ახორციელებს ე.წ. გაზლაითინგს.

 

რა უნდა ქნათ, თუ მიხვდით, რომ ნარცისთან ცხოვრობთ ან მისი მსხვერპლი ხართ?

 

  • უნდა გამოუტყდეთ საკუთარ თავს, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა სიყვარულის და ბედნიერების ილუზიაა და მეტი არაფერი.
  • უნდა აუხსნათ საკუთარ თავს, რომ ამ ადამიანთან დარჩენა ჩაგძირავთ ფსკერზე.
  • უნდა დისტანცირდეთ დესტრუქციული სუბიექტისგან და დაიწყოთ ძალების აღდგენა და ემოციებით შევსება.
  • უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს ადამიანი არ შეიცვლება.
  • უნდა გაიხსენოთ, როგორი იყავით ნარცისთან ურთიერთობის დაწყებამდე და შეადაროთ თქვენი წარსული და ახლანდელი მდგომარეობა ერთმანეთს, შემდეგ კი მოახდინოთ ერთგვარი „აღდგომა“ და ძველი „მე“-ს დაბრუნება.
ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
ალკოჰოლის ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
6 არაჩვეულებრივი, მაგრამ მოქმედი რჩევა ფულის მოზიდვისთვის
4 წყვილი, რომლებიც არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
ყველაფერი კარგად იქნება
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ