• ტალახი სიზმარში, მწუხარებაა, მაგრამ სახლში კარგია.

• ტალახში სიარული – მწუხარების და ვაგლახის ნიშანია.

• ტანისამოსის გარეცხვა, ნიშანია ზარალის.

• ტანისამოსის დაკარგვა – ქვეყანაში შერცხვენა არის.

• ტანისამოსის ჩაცმა – ყოველთვის კარგია და ბედნიერებაა.

• ტაფის ნახვა სიზმარში და იმაში რამის მოხარშვა, ნიშანია ჩხუბის და საქმის დაფარვის.

• ტახტზე ჯდომა – კარგია და სარჩოს შემატების ნიშანია.

• ტირილი და გლოვა – სიხარულია.

• ტირიფი ნახო სიზმარში, პატივია.

• ტირიფი – კარგია და სიხარულის ნიშანია.

• ტიტველი შენი თავი ნახო ან სხვა – ორივე ცუდი ნიშანია.

• ტკბილი რამე ჭამო ან დალიო – ცუდია და მწუხარების ნიშანია.

• ტყე ნახო სიზმარში, შეგემატება რამე, რომ მოსჭრა, ნიშანია აჯობებ შენს მტერს.

• ტყემალი ნახო ან დაკრიფო – კარგია, ჭამა კი ცუდი.

• ტყვედ სხვა ნახო – შენთვის კარგია.

• ტყვედ ჩავარდნა – ცუდი ნიშანია, მწუხარების მომტანია.