ბლოგი

როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?

როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?

ფეისბუქზე გაზიარება

სახლში რომ სასიამოვნო და სადღესასწაულო გარემო უნდა იყოს, განსაკუთრებით საახალწლოდ, ამაზე ყველა უპირობოდ თანხმდება, თუმცა, 2024 წლისთვის განკუთვნილი ნაძვის ხის მოსართავად, უმჯობესია ასტროლოგიურად სწორი თარიღები შევარჩიოთ...

 

თუ აქამდე არ გსმენიათ ამ დღეების შესახებ, განაგრძეთ კითხვა და ჩაინიშნეთ!

 

ბევრ ქვეყანაში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია წინასაშობაო ღამეს უკავშირდბეა და მას 24 დეკემბერს დგამენ. ეს პერიოდი მაგიურად ითვლება და ადამიანებს სჯერა, რომ სადღესასწაულო ხის მორთვა სწორედ ამ დღეს, მოუტანთ განსაკუთრებულ სიხარულს და კეთილდღეობას. ზოგიერთ კულტურაში ითვლება, რომ ნაძვის ხის მორთვა უმჯობესია ახალი წლის დადგომამდე რამოდენიმე საათით ადრე.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის, რომ შევქმნათ სადღესასწაულო განწყობა და სიმყუდროვე ჩვენს სახლებში, დღისა და მომენტის მიუხედავად, მაგრამ ამჯერად, ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რას ამბობენ ეზოთერიკოსები. მათი განცხადებით კი, ნაძვის ხის მორთვის დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახში, პირად თუ ზოგად ცხოვრებაში სიყვარულის და წარმატების მოსაზიდად, საჭიროა ვიცოდეთ ის “განსაკუთრებული დღეები”, როცა საახალწლო ნაძვის ხის მორთვა ყველაზე მეტად მისაღებია.

 

18 დეკემბერი — ნიკოლოზობის წინა დღე

 

თუ ნაძვის ხეს ამ დღეს მორთავთ, იქნება ეს ძველი თუ ახალი სტილით, ცხოვრებაში მოიზიდავთ წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას. გარდა ამისა, მომდევნო დღეს დამდგარი წმ. ნიკოლოზის დღე, დალოცავს და დაიცავს თქვენი ოჯახის ყველა წევრს - განსაკუთრებით ბავშვებს.

 

22 დეკემბერი — ზამთრის მზის უძრაობის დღე

 

თუ ვერ ჩამოყალიბდით, როდის მორთოთ ნაძვის ხე, თან ცხოვრებაში ბევრი პრობლემა და მოუწესრიგებელი საკითხები გაქვთ, ასტროლოგები გირჩევენ რომ საახალწლო ნაძვის ხის მოსართავად შეარჩიოთ სწორედ 22 დეკემბერი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოგიტანთ სიმშვიდეს, ვითარების მეტად მოწესრიგების საშუალებას და მთელი წელი დაცული იქნებით. ამ დღეს, ღამე უმოკლესია, დღე კი გრძელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტ ძალებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და ზიანს ვერ მოგაყენებენ.

 

24 დეკემბერი — ქრისტეს შობის წინა დღე

 

კიდევ ერთი კარგი თარიღი, როცა შეიძლება და საჭიროა საახალწლო ნაძვის ხის მორთვა, შობის წინა დღეა. ამ დროს ბევრი სასწაული ხდება, განწყობა ყველას ამაღლებული აქვს და რაც არ უნდა იყოს, უკეთესის მოლოდინი არსებობს. მორწმუნეებს სასწაულების სჯერათ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწათმოქმედებით დაკავებული ოჯახებისთვის, რათა მომდევნო წელს, უფლის მფარველობა არ მოაკლდეთ და ბარაქა ჰქონდეთ.

 

25 დეკემბერი — შობის დღესასწაული

 

მეოთხე ვარიანტი, როცა რეკომენდირებულია ახალი 2024 წლის ნაძვის ხის დასადგმელად - პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს შობის დღეს. ასეთ ენერგეტიკულად ძლიერ თარიღში, ზებუნებრივი ძალები მთელი თავისი სიძლიერით, მზად არიან დაეხმარონ ადამიანებს, დაიფარონ ისინი და მოუტანონ ცხოვრებაში მეტი სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ფინანსური კეთილდღეობა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ
ცოტა რამ ტიპურ ლომებზე
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?
მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება
რა შეცდომებს უშვებენ თხის რქები ურთიერთობებში?
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
იდეალური წყვილები
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება
სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?