ბლოგი

ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!

ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!

ფეისბუქზე გაზიარება

როცა ისინი ბრაზობენ, სჯობს გზაზე არ გადაეღობოთ...

 

ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად თვლიან, თუმცა ეს ნამდვილად არ ეხება ქვემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნის მატარებლებს:

 

ვერძი

მისი ძალა ბუნებრივია, რადგან ის რეალურად ასეთია და არ თამაშობს. მან იცის, რომ მისი პიროვნება აშინებს გარშემომყოფებს, თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები თავდაცვის მექანიზმს მხოლოდ მაშინ აატიურებენ, როცა არ იციან რას უნდა ელოდნენ თქვენგან. ის არასოდეს ითამაშებს გაბრაზებულ ადამიანს, არ მიიღებს მუქარის სახეს და არ ეცდება ვინმეს დაშინებას. თუმცა, ამ ყველაფერს კარგად დაინახავს ყველა მაშინ, როცა ის იძულებული გახდება თავი ან მეგობრები და ახლობლები დაიცვას, რადგან არავის აძლევს უფლებას ცუდად მოექცნენ მას ან მის მეგობრებს.

 

კურო

ქალ-კუროს ერთი შეხედვით ძლიერს ვერ უწოდებ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიგნზე მსჯელობა მისი ყდის მიხედვით არასწორია. ქალი-კუროების საშიში მხარე ვლინდება მაშინ, როცა ხდება ახლობელი ადამიანის დაცვა, რადგან მათთვის არ არსებობს არავინ და არაფერი იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საყვარელი ადამიანები. ქალი-კურო ყოველთვის სამართლიანობისთვის იბრძვის, თავის თავზე მეტად სხვებისთვის, რადგან ახლობლების უსაფრთხოება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

თხის რქა

ქალ-თხის რქასთან ხუმრობა ძალიან საშიშია. მაშინ, როცა სხვა ნიშნები მეგობრებს და ახლობლებს იცავენ, ის მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. ადამიანებს მაშინვე სჯერათ, როცა თხის-რქა ქალი აცხადებს, რომ სხვისი აზრი არ აინტერესებს. მთლი თავისი ძლიერი მხარე მომართული აქვს პირადი ინტერესების დასაცავად და თვითშეფასების კოეფიციენტის ასამაღლებლად. როცა სიტყვიერი და მსუბუქი ფორმებით გამოვლენილი, ხასიათის რთული მხარეები არ ამართლებს, ქალი-თხის რქა მაშინვე გადადის უფრო „მძიმე არტილერიის“ გამოყენებაზე. როცა ის გაბრაზებულია, სჯობს საერთოდ მოერიდოთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
ფორტუნას რჩეული: ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი და ძლიერი ნიშანი
კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
რა არ უყვართ ტყუპებს?
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა ურთიერთობაში ეჭვი ეპარებათ
რა აღიზიანებს სასწორს?
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ყველაზე შარიანი ნიშნები.