ბლოგი

3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე

3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე

ფეისბუქზე გაზიარება

ის, რომ თქვენ ვერ ხედეავთ სიყვარულს, არ ნიშნავს მის არარსებობას. ეს მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ არასწორ ადგილას ეძებთ...

 

ქვემოთ წარმოგიდნეთ ჩამონათვალს, სადაც მოცემულია სიყვარულის მოზიდვის 3 ყველაზე მწარე სიმართე:

 

1. სიყვარულის მოზიდვა შეუძლებელია

 

როდესაც ჩვენ ვცდილობთ სიყვარულის მოზიდვას, გვაქვს განცდა, რომ ის ჩვენს გარშემო არ არსებობს. შესაბამისად, არასოწრ ადამიანებთან გავდივართ კონტაქტზე და ვიზიდავთ იმედგაცრუებულ და გულგატეხილ ადამიანებს, რაც კიდევ უფრო მეტ ნეგატივს იწვევს. თუ სრულყოფილების და თავდაჯერებულობის გრძნობით ვიქნებით სავსე, მაშინაც კი, როცა მარტო ვიქნებით, თავად შევძლებთ სიყვარულის გამოსხივებას, თუნდაც დროებით. რეალობის მიღება ყოველთვის დაგვეხმარება ობიექტურად გავაცნობიეროთ, რომ ყველა ადამიანი, ვისი გრძნობების მოზიდვასაც ვცდილობთ, მხოლოდ ჩვენი ანარეკლია.

 

2. ახალი სიყვარული არ მოვა ძველის დავიწყების გარეშე

 

როდესაც შევწყვეტთ ჩვენკენ სიყვარულის მოზიდვის მცდელობას, ის თავისთავად მოვა ჩვენთან. ეს ყველაფერი საპირისპიროდ იმიტომ ხდება, რომ ძალის დატანება არავის და არაფერს არ სიამვნებს, ამის გამო მხოლოდ განზიდვა ხდება და მეტი არაფერი. სიყვარულის პოვნის ნებისმიერი მცდელობა იქ, სადაც არ არის, იწვევს სიყვარულის ნაკლებობას თქვენს ცხოვრებაში.

 

იმისათვის, რომ ვისწავლოთ სიყვარულის ჩვენკენ სწორად მოზიდვა, ჯერ უნდა შევძლოთ ძველის დავიწყება და დავხვდეთ გათავისფულებული გულით და გონებით. მხოლოდ ასე შევძლებთ საკუთარ თავს მომზადებას ახალი სიყვარულის მისაღებად.

 

როგორც კი ძველ სიყვარულს გაუშვებთ,  მოვა ახალი.

 

 3. დააფასეთ საკუთარი თავი

 

ბევრი ადამიანი ცდილობს ურთიერთობაში საკუთარი როლი დააკნინოს, რაღაცნაირად უკანა პლანზე გადაწიოს და მთელი ყურადღება პარტნიორზე გადააქვს. ამ უკანასკნელთაგან ძალიან ბევრს, სამწუხაროდ ეს არასწორად ესმით და დროთა განმავლობაში, საყვარელი ადამიანის ასეთი დამოკიდებულება მოთხოვნილებაში გადასდით, თავი კვარცხლბეკზე ჰგონიათ. ეს ქცევა ანგრევს ურთიერთობას უკვე დასაწყისშივე, სანამ მისი ნორმალურად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ის, რაც ლამაზი უნდა ყოფილიყო, ხდება ტოქსიკური და უფერული. კვარცხლბეკზე მდგარი ადამიანი იკმაყოფილებს ეგოს, ზემოდან უყურებს პარტნიორს და ვერ აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობების დასასრულის დასაწყისია.

 

არასოდეს მოიქცეთ ასე. ნურავის დააყენებთ კვარცხლბეკზე. ერთადერთი ადამიანი, ვინც მასზე უნდა იყოს, თქვენ ხართ, მხოლოდ ამის დემონსტრირება სჯობს საკუთარი თავის სათანადოდ დაფასებით მოახდინოთ და არა ამპატრავნული ქცევით.

 

იპოვეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი, რათა ნამდვილ სიყვარულს მიაგნოთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს
ნიშნები რომლებსაც არ უნდა ეკამათო!
მერკური ჰოროსკოპში
საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება