კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების 6 წყვილი - ყველაზე ღრმა ემოციური კავშირით

ზოდიაქოს ნიშნების 6 წყვილი - ყველაზე ღრმა ემოციური კავშირით

ფეისბუქზე გაზიარება

მათი სასიყვარულო ურთიერთობები პირდაპირ ზეცაშია შექმნილი...

ბედნიერი ურთიერთობების საფუძველს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს პარტნიორებს შორის ემოციური კავშირი. სწორედ მისი დახმარებით ხერხდება მყარი და ძლიერი სასიყვარულო ურთიერთობის აწყობა, თანაგრძნობის, თანადგომის და ერთგულების ქონა. რის გარეშეც, ვერცერთი წყვილი ვერ შეძლებს ერთად ყოფნას…

ასტროლოგები თვლიან, რომ ვარსკვლავები ასევე გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ დგება ემოციური კავშირი წყვილს შორის. სწორედ ამ პრინციპით არის შერჩეული ზოდიაქოს ნიშნებიდან ის ექვსი წყვილი, რომლებსაც ყველაზე ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ.

ვინ არიან ისინი?

ტყუპები და მერწყული

ზოდიაქოს ორივე ნიშანს ძალიან მოწონს ზღვარზე ყოფნა და სწორედ ამიტომ, ერთმანეთს საუკეთესოდ უგებენ. ორვე გატაცებულია მრავალფეროვანი საკითხებით და ვნება მათთვის ხშირად ხდება ხსნა, როცა რთული პერიოდი აქვთ ცხოვრებაში. ტყუპები მიდრეკილი არიან სპონტანური ცხოვრების სტილისკენ მაშინ როცა მერწყულები უფრო პრინციპულები და ორგანიზებულები არიან. სწორედ ამიტომ, ამ ორ ნიშანს ყოველთვის კარგად გამოსდის ერთმანეთის შევსება და იმ სიცარიელეების ამოვსება, რომლებიც ცალ-ცალკე გააჩნიათ.

საწორი და კირჩხიბი

ფრაზას «ახლობელი სული» - სერიოზულად უნდა მივუდგეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია სასწორისა და კირჩხიბის ურთიერთობაზე, რომელიც ფაქტიურად ზეცაშია დაკანონებული. სასწორებს სჭირდება მიჯაჭვულობა და სხვებისგან შექება, გამხნევება - კირჩხიბი კი ძალიან თბილი და მოსიყვარულე არსებაა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ემოციური და კომუნიკაბელურები არიან. სწორედ ამიტომ, ერთმანეთს მუდმივად ესაუბრებიან იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათი ურთიერთობის გაუმჯობესება.

სასწორი და მორიელი

რეალურად, სასწორი და მორიელი - საუკეთესო მეგობრები არიან. ამ ორ ნიშანს შორის არსებობს უდიდესი სინერგია, რომლის შედარება ან ქონა სხვა ურთიერთობებში, საკმაოდ რთულია. მორიელები, როგორც წესი, ძალიან მომაბეზრებელი და ვნებიანები არიან, სასწორებს კი მოსწონთ, როცა მათი დაუფლების სურვილი აქვს ვინმეს და უყვართ. სწორედ ამიტომ, ეს წყვილი საუკეთესოდ ეწყობა ერთმანეთს. თუმცა, თავიდან, მათ საკმაო დრო სჭირდებათ ერთმანეთის მიმართ გრძნობების გაჩენისთვის. და როცა ვნება გაღვივდება, უკვე წარმოუდგენელია მისი ალის ჩაქრობა. ის სულ უფრო ძლიერდება.

ქალწული და კურო

ძალიან იშვიათ წყვილს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ქალწულს და კუროს. ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს, ერთნაირად ესმით ესმით ცხოვრების ყველა ასპექტი და მათგან არამარტო კარგი სასიყვარულო წყვილი, არამედ კარგი პარტნიორები გამოდიან კარიერაშიც. ისინი ძალიან ეწყობიან ხასიათით და საუკეთესო მეგობრებიც არიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დაუშლელი დუეტი.

მშვილდოსანი და ვერძი

რომ არსებობდეს ჯილდო ყველაზე კარგი წყვილისთვის, აუცილებლად აიღებდნენ მშვილდოსანი და ვერძი. ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენლებს, თანაბრად ახსიათებთ შთაბეჭდილებების წყურვილი. გულის სიღრმეში ისინი ნამდვილი უშიშარი პერსონები არიან, რომლებიც მუდმივად ახალი თავგადასავლების და უცნაური სიტუაციების მაძიებლები არიან, რის გამოც დიდხანს არასოდეს რჩებიან კომფორტის ზონაში. ორივე ნიშანი ჭკვიანი და ძლიერია, რაც ხშირად კამათის მიზეზი ხდება მათ შორის, თუმცა, ისიც კარგად იციან, როგორ მოაგვარონ ყველაფერი სწორად.

კირჩხიბი და თევზები

კირჩხიბის და თევზების ურთიერთობაში არასოდეს იქნება თანაგრძნობის, თანადგომის და ემოციური ინტელექტის ნაკლებობა. ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყოველთვის დელიკატურად აგვარებს ნებისმიერ პრობლემას ურთიერთობაში. მათ არ ეშინიათ ხანგრძლივი, რთული ან თემატური საუბრების, რადგან მათთვის მთავარია პრობლემის არა შედეგებთან, არამედ მიზეზებთან გამკლავება და მათი აღმოფხვრა. ერთი შეხედვით, ეს წყვილი შეიძლება ზედაპირული და უემოციო მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად, მათ ძლიერი გრძნობები და შინაგანი სამყარო აქვთ, რაც ხელს უწყობს მყარი და ხანგრძლივი ურთიერთბის ქონას.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რა არ უყვართ ტყუპებს?
2022 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
ნატალური რუკა
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
დასახელებულია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც იბადებიან მილიონერები
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
როგორ უნდა გვიყვარდეს მამაკაცი
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
სამყარო არასდროს არ გამოგიგზავნით იმას, რასაც ვერ გაუმკლავდებით - ენდეთ მას