კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც ყველაზე დიდი ფარული სურვილები აქვთ...

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც ყველაზე დიდი ფარული სურვილები აქვთ...

ფეისბუქზე გაზიარება

ყველა ჩვენგანს აქვს სურვილები, თუმცა, ზოგიერთ ჩვენგანს აქვს ფარული სურვილები, რომლებზეც ღიად არასოდეს საუბრობს. ისინი ამ უდიდეს ვნებებს, შიგნით იკლავენ და ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი შეიძლება ვერასოდეს გაიგონ ამის შესახებ. მათი საკრარული მიზნები, ხშირად დამალულია იდუმალების მიღმა და მათ გასაგებად, საჭიროა მეტი გულისყურით მოსმენა…

 

თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნებს ეხება ეს სტატია, განაგრძეთ კითხვა.

 

მორიელი

მორიელს ტყუილად არ უკავია ამ ჩამონათვალის პირველი ადგილი. ვნებით და ინტენსივობით ცნობილი ეს ნიშანი, მუდმივად მალავს საკუთარ რეალურ სურვილებს, განსაკუთრებით ძალაუფლება-კონტროლის მოპოვებასთან და ღრმა ემოციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მათი ფარული სურვილების გასაგებად, საჭიროა იმ დამცავი ბარიერების გადალახვა, რომლებსაც ისინი საგულდაგულოდ ქმნიან მათ გარშემო - არამარტო ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც.

 

თხის რქა

თხის რქები პრაგმატულები და თავშეკავებულები ჩანან, ტუმცა, მათი დისციპლინირებული გარეგნობის უკან, იმალება აღიარებისა და წარმატების მოპოვების სურვილი. გულის სიღრმეში, ისინი ფუფუნებაზე ოცნებობენ და ცდილობენ, რომ მათი შრომა ყოველთვის სათანადოდ დააფასონ. თხის რქებს ძალიან უჭირთ საკუთარი სურვილების პირდაპირ გამოხატვა, თუმცა, მუდმივად იმაზე ფიქრობენ, რომ ცხოვრებისეული განცხრომა და სიამოვნება არასოდეს აკლდეთ.

 

ქალწული

ქალწულები პერფექციონისტები არიან ბუნებით, ხშირად მალავენ საკუთარ ზრახვებს, იდეალური წესრიგის ქონის და კონტროლის დამყარების სურვილს. ისინი ყოველთვის ოცნებობენ იმაზე, რომ ყველაფერი მათ ცხოვრებაში, მოწყობილი იყოს უნაკლოდ - დაწყებული კარიერიდან, დამთავრებული პირადი ურთიერთობებით. თუმცა, ქალწულები ამ ვყველაფერსა და პირად ვნებებზე, ღიად არასოდეს საუბრობენ. მათი იდუმალება კი აიხსნება იმით, რომ ურჩევნიათ ყველაფერს ჩუმად და უხმაუროდ მიაღწიონ.

 

თევზები

თევზები — მეოცნებე და შემოქმედი ბუნების ტიპაჟები არიან, რომელთა ფარული ზრახვები, ხშირად დაკავშირებულია რეალობისგან გაცევასთან. ხელოვნება, მუსიკა და ფანტაზია — მათთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ ყოველდღიურობას თავი დააღწიონ და შექმნან საკუთარი, იდეალური და თან იზოლირებული სამყარო.

 

იხილეთ და გამოიწერეთ ჩვენი ასტროლოგიური YouTube არხი

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ
მარტივი რჩევები 2023 წელს უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერებისთვის
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
მერკური ჰოროსკოპში
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
რა ვაჩუქოთ თევზებს
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის