არაჩვეულებრივი, ეკზოტიკური, მობილური ის, რაც არავის არ აქვს- ასეთი უნდა იყოს საჩუქარი ტყუპებისთვის. ცოცხალ, მოუსვენარ და კომუნიკაბელურ ტყუპებს ძალიან უყვართ ნესმიერი საჩუქრები, მაგრამ განსაკუთრებულად ახარებს არაორდინალური საგნები, დიზაინერული მორთულობის, კრეატიული აქსესუარის ან ინტერიერის საგნის მსგავსი.
ამას გარდა, ტყუპები შთაგონებით იღებენ შთაგონება-საჩუქრებს- კაშკაშა ემოციებს, რომლებიც თან მოაქვს ასეთ საჩუქარს, მათთვის მატერიალურ ნივთებზე ბევრად მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით აქტუალურია საჩუქრები, რომლებიც დაკავშირებულია სპორტის აქტიურ სახეობებთან, გადაადგილებასთან სივრცეში, საიდუმლო თავგადასავლებთან. მომხიბლავი მოგზაურობები, წარმტაც შოუზე წასვლა, კვესტები, რბოლა, დაივინგი, რაფტინგი, დელტაპლანზე ფრენა- ყველაფერი ეს აძლებს საშუალებას ტყუპებს გამოუშვან დაუხარჯავი ენერგია, მიიღონ ადრენალინის და ახალი შთაბეჭდილებების მუხტი.
თყუპების ნიშნის წარმომადგენლის გაოცება სახეზე- სანდო ნიშანია, რომ საჩუქარი მოეწონა. სცადეთ მონახოთ ის, რაც გამოიწვევს ასეთ რეაქციას- და თქვენი საჩუქარი არასდროს დაავიწყდება!
ტყუპებისთვის საჩუქრის არჩევისას, არ დაგავიწყდეთ ამ ზოდიაქოს ნიშნის ჰაერის სტიქია. ტყუპებს მოსწონსთ ნაკეთობების მსხვრევადი და ვიზუალურად მსუბუქი შუშისგან, თხელი ბრწყინვალე ფოლადისგან- რაღაც უწონო, ისეთივე ეთერული და მოუხელტებელი, როგორიც თვითონ ტყუპებია. ის, რაც არ იკავებს სივრცეს, ანიჭებს თავისუფლების და სივრცის შეგრძნებას.
ტყუპები- ეს ადამიანია, რომელიც ყოველთვის ელოდება სასწაულს, რაღაც მშვენიერს და გასაოცარს, რაც ეს ესაა მოხდება მის ცხოვრებაში. ეს ჩანსშეუძლებელი, მაგრამ ტყუპებს გამოსდით იცხოვრონ ამ სასწაულის მოლოდინში მთელი ცხოვრება, და არც ერთხელ არ გაუცრუვდეთ იმედი! რადგან დაბადებისას, თითოეულ ტყუპებს ცა ჩუქნის სასწაულმოქმედ აცრას იმედგაცრუებისგან, წარუმატებლობისგან, ნაღველისა და მოწყენილობისგან- გაუნადგურებელი, ოპტიმიზმით ფრქვევა, რომელსაც სხვებს გადადებენ.
გაითვალისწინეთ ტყუპების ეს განსაკუთრებულობა, უარი თქვით კონსერვატიულობაზე და აჩუქეთ უბრალოდ საჩუქარი კი არა, არამედ მოულოდნელი, საოცარი და ბრწყინვალე სიურპრიზი! ტყუპებისთვის საჩუქარი უნდა გამოირჩეოდეს სიახლით და უნიკალურობით, არ უნდა აგონებდეს იმას, რაც იყო ნაჩუქარი მისთვის შარშან და იმას, რაც დგას ახლო მაღაზიის თაროებზე.
თუ ადამიანი გულწრფელად გატაცებულია რამით, მას არ შეუძლია არ გაუმხილოს ეს თავის მეგობრებს და ნაცნობებს. იგივეა ტყუპებთან- მათ შეუძლიათ მოელვარე თვალებით გაუჩერებლად მოყვნენ თავისი ინტერესების და ჰობის შესახებ, ასე რომ თქვენ არც დაგჭირდებათ რამის საიდუმლოდ დატყუება.
უბრალოდ უსმინეთ და დაიმახსოვრეთ მარკები, ბრენდები, საყვარელი მუსიკალური ჯგუფების სახელები და მუსიკალური სიახლეები, რეჯისორების გვარები, მაღაზიების მისამართები... რათა მერე წახვიდეთ და უყიდოთ რაღაც ნამდვილად საინტერესო ტყუპებისთვის, და არა რაღაც „სიბანძე“, რომლის გადაჩუქებაც ან შორეულ თაროზე დადება მტვერის დასაგროვებლად მაშინვე მოუნდებათ ტყუპებს. მთავარია- არ ჰკითხოთ ტყუპებს იმის შესახებ, თუ რისი მიღება უნდა მას საჩუქრად დაბადების დღეზე ან ახალ წელს. თქვენ ხომ არ გინდათ სიურპრიზის გაფუჭება?
კონკურსში ყველაზე დავიწყებად საჩუქარზე ტყუპებისთვის შეუცვლელად იგებს ფული. არაა, ტყუპებს ძალიან სიამოვნებთ მიიღონ ხელში პუტკუნა კონვერტი საგრძნობი თანხით. მაგრამ ეს ფული არასდროს წავა დანიშნულებით- უფრო სავარაუდოდ, იქნება დახარჯული სხვადასხვა წვრილმანზე.
და თუ რაღაც დროის შემდეგ თქვენ ჰკითხავთ ტყუპებს, რაზე დახარჯა ფული, რომელიც თქვენ აჩუქეთ, ის ვერც კი გაიხსენებს. იყო და წავიდა, როგორც წყალი თითებს შორის. ასე რომ- საჩუქარი სტუდიაში, ფული- შორს!
ჯობია თვითონ უყიდოთ ტყუპებს რამე სასიამოვნო და საინტერესო- ასე თქვენი საჩუქარი, ასე მაინც, დარჩება მეხსიერებაში.
უზარმაზარი ნახატი დიდებულ ჩარჩოში, იატაკის საათი, რომელიც იკავს ოთახის ნახევარს, ორი მეტრის სიმაღლის ვაზა და პომპეზური მრავალიარუსიანი ბროლის ჭაღები- ყველა ეს დიდებულება, ტყუპების აზრით, უნდა ინახებოდეს მუზეუმში, სადაც მზრუნველი ქალები ლურჯ ხალათებში დროულად გაწმენდენ მათგან მტვერს და შეინარჩუნებენ მათ უსაფრთხოდ. მაგრამ არანაირად ტყუპების სახლში- იქ სივრცის დამაკავებელ და მტვერის დამგროვებელ საგნებს სიხარულით არ შეხვდებიან!
იდეალში, საჩუქარი ტყუპებისთვის უნდა ეტეოდეს ჯიბეში ან ჩანთაში და ადვილად ტრანსპორტირდეს ნებისმიერ ადგილას თავის მფლობელთან ერთად.
ცნობისმოყვარე და ჭკვიანი ინტელექტუალი- ტყუპები გიჟდებიან კითხვაზე! ტყუპების საუკეთესო საკითხავია ნებისმიერი სამეცნიერო-პოპულარული გამოშვებები: ენციკლოპედიები, წიგნები მოგზაურობებზე, სიახლეების სერიიდან“შესანიშნავი ადამიანების ცხოვრება“. ხოლო სასიყვარული რომანები არ ღირს- ასეთ წიგნებს ცოდნისმოყვარული ტყუპები გვერდს აუვლიან.
და თუ არის სურვილი ნამდვილად გაახაროთ ტყუპები, ჯობია აჩუქოთ არა ერთი, არამედ მთელი სერია ან ელექტრონული წიგნი, რომელშიც შეიძლება გადმოწერო ზღვა ინფორმაცია თავის გემოზე.
დარწმუნდით, ეს იქნება მშვენიერი საჩუქარი, რომლის გამოც ტყუპები იქნებიან მადლიერები! ამ ნიშნის მუდმუვად აჩქარებულ წარმომადგენელს ხომ პრაქტიკულად არ აქვს დრო, რომ დაუთმოს საყვარელ საქმეს-კითხვას- საკმარისი დრო. ხოლო ელექტრონული გაჯეტი მისცემს საშუალებას ტყუპებს, წაიკითხონ ნებისმიერ თავისუფალ წუთას- მაგალითად, სანამ დგას საცობში პიკში ან პოლიკლინიკაში რიგის დროს. ხელსაყრელია, წარმტაცი და მობილური- სწორედ ტყუპების გემოზე!
თუ არიან სამყაროში ადამიანები, ყველაზე უფრო დამოკიდებული ტექნიკურ მოწყობილობებზე- ტელეფონებზე, პლეერებზე, ფოტოაპარატებზე, კომპიუტერებზე, ეს, უდავოდ, ტყუპები არიან. ისინი ვერ წარმოიდგენენ ცხოვრებას ტელეფონის გარეშე, რომლითაც დღე-ღამე შეუძლიათ ილაპარაკონ, ახალი ინფორმაციის მოპოვებით, მეგობრების დაპყრობით და ურთიერთობის თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით.
არ არის გასაოცარი, რომ კომუნიკაბელური ტყუპების ტელეფონი ასეთი ინტენსიური ექსპლუატაციისგან საჭიროებს განახლებას. შესანიშნავია, თუ თქვენ შეგიძლიათ აჩუქოთ ტყუპებს მათი საყვარელი ბოლო მოდელის „სათამაშო“! და თუ არა, მაშინ გამოდგება ყველაფერი ის, რაც ასე თუ ისე დაკავშირებულია ტექნიკასთან- ყურსასმენები, სტილური საათი, საკიდი ან ჩიხოლი ტელეფონისთვის, სენსორული მაუსი კომპიუტერისთვის საინტერესო დიზაინით, პორტატული სატენი და ა.შ.
ცვალებად და დინამიურ ტყუპებს სწრაფად ბეზრდება რაღაც ერთი. მათ შეუძლიათ სწრაფად გადაერთონ და ამიტომ დააფასებენ საჩუქარს, რომელიც შედგება ორი ან მეტი საგნისგან- მაგალითად, მათ მოეწონებათ სამკაულების ნაკრები ან რამდენიმე სტილით სხვადასხვა აქსესუარი, რომლისთვისაც დამატებულია შოკოლადის კანფეტების ასორტი, კარგი ღვინის ბოთლი ან ყვავილების საყვარელი თაიგული. თანაც, რაც უფრო მოულოდნელია საგნების შეხამება საჩუქარში, მით უკეთესი !
შეფუთვაზე კი, რაც ახარებს, შეიძლება დაზოგოთ- ტყუპებისთვის შემთხვევათა უმეტესობაში არ აქვს მნიშვნელობა, შეფუთავენ საჩუქარს ჩვეულებრივ ქაღალდში თუ სასაჩუქრე ყუთში ბაფთით. უფრო მნიშვნელოვანია და საინტერესო ის, რაც შიგნითაა!
სწრაფი, აქტიური ტყუპები ცხოვრობენ მოძრაობაში, და მათ ხშირად არ სცალიათ იყიდონ სხვადასხვა საჭირო წვრილმანები, აქსესუარების ან მოვლის საშუალებების მსგავსი. თუ თქვენ ჩუქნით ტყუპებს სტილურ სანთებელას, ორიგინალურ ბიჟუტერიას, ელეგანტურ პორტმონეს, ტყავის ზურგჩანთას, აბაზანის ან პარსვის ნაკრებს, ზუსტად მოარტყავთ. თვითონ ტყუპები ამას, შესაძლოა, არ იყიდიან, მაგრამ გაეხარდებათ, საჭირო ნივთის მიღებისას საჩუქრად.