• თავის მოჭრა – კარგია, მტერს ყოველ საქმეში მოერევი და დაამხობ.
• თამაში – ცუდია და ნიშნავს ჩხუბსა და არეულობას.
• თაფლის ნახვა ან ჭამა – ორივე მეტად ცუდია და ფათერაკია.
• თევზი თუ წყლიდან ამოიყვანე – ნიშანია წვიმებისა და ავდრისა.
• თევზის ნახვა – ავი ენა არის, ანუ ავად ხალხის ძრახვა.
• თევზის შეწვა – ძალიან ცუდია, ქვეყნის უბედურების ნიშანია.
• თევზს ჭამდე – ცუდი და საძაგლობის ნიშანია.
• თეთრი ტანსაცმელი – უბიწოებისა და გულწრფელობის ნიშანია.
• თეთრი ფული ნახო –ძალიან კარგია, სიმდიდრე დ ქონება შეგემატება.
• თიხის ჭურჭელი ნახო – კარგია, ოჯახში რაიმე მოგემატება.
• თმა გახშირებული გქონდეს -ნიშანია შეძლებისა და შემატების.
• თმები აწეწილი ჰქონდეს, ნიშანია საქმის არევის. რომ ივარცხნიდე, ნიშანია განთავისუფლების. შეჭრა სხვა ვინმეს, ნიშანია ბედნიერების. რომ შეგჭრას - ცუდია.
• თოვლში თამაში – მატად ცუდია და ნაღველი.
• თოფის ხმა ანუ გასროლა – ახალ ამბავს მოასწავებს.
• თუთის ხე თუ ნახო – კარგია და ბოლო კეთილია.
• თხა ნახო – სარგებლობა მოგეცემა.
• თხის ხორცის ჭამა – დარდია და ფათერაკია.