• კამეჩი თუ შეაბი და ამუშავე – ცუდი და ფათერაკის ნიშანია.

• კამეჩი ნახო მორევში – ახალ ამბავს გაიგებ.

• კარტის თამაში ნახო, შეგემატება რამე, თუ შენ ითამაშე, ნიშანია ჩხუბისა.

• კატა ნახო, ჩხუბი მოგივა ვინმესთან.

• კაცის მოკვლა – მწუხარებისა და ნაღველის მომატების ნიშანია.

• კბილები თეთრი, ნიშანია შეგემატება რამე, შავი და დამპალი ნახო, ნიშანია ჩხუბს შეხვდები, მაგრამ თუ გამოსაცვლელი კბილი ნახე, ნიშანია გაბედნიერების.

• კბილის ჩამოვარდნა – ნათესავის სიკვდილია.

• კვამლი სქელი რომ ნახო - ცუდია, დაფანტული და გაშლილი, ნიშანია მტერს შეურიგდები.

• კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართება.

• კვერცხს კრუხს უწყობდე – სარგებლობისა და ხეირის ნიშანია.

• კლიტე – კარგია

• კოკის ნახვა – კარგია, ცარიელი კი - ცუდია.

• კოცნა ვინმესი – კარგია და რაიმე დოვლათს შეიმატებ.

• კოცნა მკვდრისა – ძალიან ცუდია და საშიში ნიშანია.

• კუბოს გაკეთება – ნიშანია სიხარულისა და პატივისცემისა.

• კუბოს ყიდვა სიზმარში, ნიშანია ავადმყოფობის.

• კურდღელი რომ ნახო, ნიშანია დიდი აყალმაყალის.

• კურდღელი – მშიშრობისა ან სხვა ცუდის ნიშანია.