სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ აბაზანა
მილერის მიხედვით
ახალგაზრდა ადამიანსთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის აბაზანაშია, საყვარელი ადამიანის გამო დიდ სასიყვარულო ღელვას და თქვენ შესახებ მისი კარგი აზრის დაკარგვის შიშს ნიშნავს . ორსული ქალისთვის ასეთი სიზმარი არის გაფრთხილება შესაძლო უბედურ შემთხვევაზე, მეუღლისთვის- შესაძლო ღალატის ნიშანია. თუ მარტო არ აპირებთ დაბანას- რელობაში უკეთურ მგზავრებს , ასევე სიბოროტესა და ცილისწამებას უნდა უფრთხოდეთ . აბაზანაში ბინძური წყალი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენთან ერთად სიბოროტეა. ცივი და სუფთა წყალი თქვენთვის სიხარულს და კარგ ჯანმრთელობას მოასწავებს. ზოგადად, ასეთი სიზმრები მათი მნახველებისგან ფრთხილ ქცევას, თავისი ქცევების გააზრებას მოითხოვს.
დაგესიზმრათ დაბანა
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ იბანთ,- ეს ნიშნავს, რომ ზედმეტად ამაყობთ თქვენი უსასრულო სასიყვარულო კავშირებით
დაგესიზმრათ ოთახი
მილერის მიხედვით
მშვენიერ და ძვირფასი ავეჯით მოწყობილ ოთახში აღმოჩენა მოულოდნელ მოგებას ნიშნავს: მემკვიდრეობის მიღება უცნობი ნათესავებისგან ან სპეკულაციის გზით. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მდიდარი უცნობი მას ხელს სთხოვს დ მშვენიერ სახლს შესთავაზებს. თუ ოთახი მარტივად არის მოწყობილი- ამ ქალს მცირე შემოსავალი ექნება და ის მუდამ მომჭირნე იქნება.
დაგესიზმრათ საპონი
მილერის მიხედვით
საპონი სიზმარში ნიშნავს, რომ მეგობრები საინტერესო წვეულებაზე დაგპატიჟებენ. ფერმერებს იღბალი ელოდებათ მათ მრავალფეროვან საქმიანობაში. თუ გოგონა სიზმარში საპონს იყენებს, ნიშნავს, რომ მას არაფერი დააკლდება.
რატომ გვესიზმრება აბაზანა
ცვეტკოვის მიხედვით
მშრალი- მრისხანება; ცარიელი- ღალატი
რატომ გვესიზმრება აბაზანა
ცვეტკოვის მიხედვით
ცარიელი- იმედგაცრუება, მრისხანება; სრული- წარმატება
რატომ გვესიზმრება აბაზანის ღრუბელი
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი
რატომ გვესიზმრება ბინა
ცვეტკოვის მიხედვით
ქირით- ახალი საქმე, ახალი კავშირი; ქირის გადახდა- განშორება მეგობართან; ქირის ფულის მიღება- დავიწყებულთან დაბრუნება; გაქირავება- საქმეებში წინსვლა, სამსახურის მიღება; კავშირი სიყვარულის გარეშე; ახლის შეძენა- ახალ ურთიერთობებს ან ახალ საქმეებს თავი აარიდეთ ( კაცებისთვის); ახალ ბინაში აღმოჩენა- ახალი ურთიერთობები.
რატომ გვესიზმრება დაბანა
ცვეტკოვის მიხედვით
ოჯახური უსიამოვნებები, ფულის დაკარგვა ან გაქურდვა; მდინარეში- საზრუნავი, ვალების გადახდა; ხელები ან ფეხები- უსიამოვნებებისგან გათავისუფლება საქმეებსა და ურთიერთობებში; ძველი ავადმყოფობა გაივლის.
რატომ გვესიზმრება მინანქარი
ცვეტკოვის მიხედვით
სიყალბე
რატომ გვესიზმრება ოთახი
ცვეტკოვის მიხედვით
ცარიელი- იმედგაცრუება, დარდი; უცნაური- წარმატება, იღბალი; ძალიან პატარა- ბოლო წამში უბედურებისგან თავის აცილება; კარგად მოწყობილი- წარმატება საქმეებში; ლამაზი ნახატები კედლებზე- სურვილების ცვალებადობა; განათებული- ზეიმობა.
რატომ გვესიზმრება საპონი
ცვეტკოვის მიხედვით
მოულოდნელობა, დანაკარგი, ტყუილი
რატომ გვესიზმრება ცარიელი
ცვეტკოვის მიხედვით
იმედგაცრუება, მრისხანება, თუ მშრალია
სიზმრის მნიშვნელობა შხაპის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ შხაპი- ნიშნავს, რომ მალე ცხოვრებისეული ძალების და ენერგიის მოსვლას იგრძნობთ, რაც თქვენს პარტნიორს ძალიან კარგად აგრძნობინებს თავს სექსის დროს. ასეთი რამ დიდიხანია არ მომხდარა, ამიტომაც ამას ბედის საჩუქრად აღიქვამთ. სიზმარში შხაპის მიღება ნიშნავს, რომ ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელთანაც მშვენიერ დღეებს გაატარებთ, მაგრამ ამას ხანგრძლივი ურთიერთობები არ მოჰყვება. თუ სიზმარში ცხელი ონკანიდან ცივი წყალი მოდიოდა, ეს ნიშნავს რომ სასიყვარულო იმედგაცრუების გადატანა მოგიწევთ. ამაში ირიბად თქვენი ბრალიც იქნება. გაფრთხილებდნენ იმას, რომ ასეთი შედეგი კანონზომიერია, მაგრამ საკუთარ ძალებს ენდობოდით და შეცდით. ხოლო თუ სიზმარში ცივი ონკანიდან ცხელი წყალი მოდიოდა, ეს გაფრთხილებთ, რომ რეალობაში დაუშვებთ შეცდომას, თუ ენდობით ადამიანს, რომელიც ნდობას არ იმსახურებს.