დაგესიზმრათ განთიადი
მილერის მიხედვით
სიზმარში განთიადის ყურება წარმატებულ საქმეებს ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინდის დროს გარშემო ადგილს ვერ ხედავთ. ეს სიზმარი შეიძლება იმ წამსვე იმედგაცრუებას მოასწავებდეს, როდესაც წარმატება ახლო მოგეჩვენებათ.
დაგესიზმრათ ცა
მილერის მიხედვით
სიზმარი ცის შესახებ , თუ ცა ნათელი და უღრუბლოა, ყველაზე დახვეწილ საზოგადოებაში წარმტაც მოგზაურობას გპირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სიზმარი დამსხვრეულ იმედებს და ქალურ წყენას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ ცაში დაფრინავთ უცნაურ არსებებსა და ფანტასტიკურ ცხოველებთან ერთად და გაოცებული ხართ ამის გამო ან სიზმარში, ან როცა იღვიძებთ, ეს ნიშნავს, რომ ის მტანჯველი ტკივილი, რომელიც ყველაზე უხეშ ადამიანებსაც კი ეხება, ეჭვიანობად იქცევა, რომელიც თქვენს უბედურ სიყვარულს ეწვევა, ხოლო ღალატი გამოაშკარავდება. სიზმარში წითელი ფერის ცის ნახვა- ამბოხისა და საზოგადოებრივი ვნებათაღელვის ნიშანია. ვარსკვლავებიანი ცა ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში რეალიზების უფლებისთვის ნამდვილი ბრძოლის გზაზე დგახართ , და ეს ბრძოლა თქვენთვის წარმატებული იქნება. თუ ხედავთ განათებულ ცას ციურ სხეულებთან ერთად- სიზმარი თქვენთვის უდიდეს სულიერ სამუშაოს, ბუნებასთან დაბრუნებას მოასწავებს, რაც სიბრძნესა და ნუგეშს მოგცემთ. თუ ცაზე ამაღლებულს ხედავთ საკუთარ თავს- ეს სიზმარი თქვენთვის არსებული მშვენიერი შესაძლებლობების გამოყენების და თავის სამსახურში წარმატების მიღწევის წარუმატებელ მცდელობას მოასწავებს. თუ ცაზე კიბით ადიხართ- სიზმარი საზოგადოებაში ამაღლებას მოასწავებს, რომელიც სასურველ კმაყოფილებას არ მოგიტანთ, რადგან მისთვის ძალისხმევას არ დაატანთ.
რატომ გვესიზმრება აისი
ცვეტკოვის მიხედვით
საჩუქარი, ცვლილებები ცხოვრებაში, კარგი ამბები
რატომ გვესიზმრება განთიადი
ცვეტკოვის მიხედვით
მხიარულება, ბედნიერი ამბავი; გათხოვება, ყველა საქმის მოგვარება ( გოგონასთვის).
რატომ გვესიზმრება ცა
ცვეტკოვის მიხედვით
ნათელი- წარმატება; ღრმა- სიკეთეს ელოდეთ; წითელი- კამათი; ვარსკვლავებიანი- სურვილების ასრულება, დიდი მემკვიდრეობა; ბნელი ცა ვარსკვლავების გარეშე- საშიშროება; ცაში ყურება- აღიარება; ცა და მიწა ერთიანდება - სასურველს მიაღწევ; ღრუბლები ოთხივე მხრიდან მაღლა ადის- დიდი ფული; ღრუბლები სწრაფად მოძრაობს- უიღბლობა; ცეცხლოვან ღრუბლებში- დიდი სიხარული; წითელ ღრუბლებში- მძიმე ავადმყოფობა; ცაში ნათება- ბედნიერება, მფარველობა.
სიზმრის მნიშვნელობა ცის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნანახი ნათელი ცა კარგი ნიშანია, ის აჩვენებს, რომ ყველაფერი თქვენს პირად ცხოვრებაში კარგად მიმდინარეობს, თავს კარგად გრძნობთ, ყველა წარუმატებლობა, რაც სექსუალურ ცხოვრებაში გქონდათ, გაქრება. დატკბით ამ დროით, ის შეიძლება ხანმოკლე იყოს. თუ ცა თქვენს სიზმარში ღრუბლიანი იყო, მასზე მზე არ ჩანდა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გაღელვებთ, მაგრამ ამ მღელვარებას სექსუალურ ცხოვრებასთან არ აკავშირებთ, თუმცა , თუ პარტნიორთან ურთიერთობებს დაალაგებთ, ცხოვრებაც დალაგდება. ახალი ადამიანის გაცნობაც არ არის გამორიცხული. ვარსკვლავებიანი ცის ნახვა- რომანტიულ შეხვედრას ნიშნავს, რომლის დიდი იმედიც გაქვთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ მოდუნებას და სიამოვნების მიღებას, თანაც თქვენთვის ახლო ადამიანისთვისაც სიამოვნების მინიჭებას.
ცა
აიურვედას მიხედვით
დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ. მშვიდი სიკვდილი გელოდებათ