სიზმრების ახსნა
არყის ხის სიზმარში ნახვის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
ის განასახიერებს სისუფთავეს და უბიწოებას. ამრიგად, თუკი არყის ხე დაესიმზრება მამაკაცს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას ქვეცნობიერად ძალიან უნდა ქალიშვილ ქალთან კავშირის დამყარება. თუ მსგავს სიზმარს გოგო ნახავს, სასიყვარულო თავგადასავალი ელის, რომელიც აქამდე უცნობ გრძნობებს გააღვიძებს მასში. თუ ეს სიზმარი ქალმა ნახა, ნიშანია იმისა, რომ მალე გაიცნობს გამოუცდელ და გულუბრყვილო მამაკაცს.
რატომ გვესიზმრება არყის ხე
მცენარეების ახსნის მიხედვით
გრაციოზულობის, ნაყოფიერებისა და სინათლის სიმბოლოა. იცავს კუდიანებისგან, განდევნის ბოროტ სულებს, სწორედ ამიტომ, ზარმაცებს და მთვარეულებს აჭმევდნენ არყის ხის ფაფას. სკანდინავიელებსა და თევთონებში არყის ხე ეძღვნება თორს, დონარს და ფრიგს. ლეგენდის თანახმად, ბოლო ბრძოლაც სწორედ არყის ხის მახლობლად მოხდა. შამანიზმში, არყის ხე კოსმიურია და შამანმა მასზე შვიდი თუ ცხრა ნაკვეთი ნიშანი დატოვა მის კუნძზე, რომელიც აღნიშნავს ამაღლებას პლანეტარული სფეროების გავლით და უმაღლეს სულამდე მისვლას. გარდა ამისა, არყის ხე ესტონეთის ემბლემას წარმოადგენს.
რატომ გვესიზმრება არყის ხე
ცვეტკოვის მიხედვით
სიხარულის ნიშანია.
რატომ გვესიზმრება ტყე
ცვეტკოვის მიხედვით
ტყეში სეირნობა - ვინმეს შეყვარება (ქალისთვის); რომანტიკული შეხვედრა (მამაკაცისთვის). ტყეში სიარული - პირად ცხოვრებაში შეფერხებები; ხშირი ტყე - უცხო პირის ჩარევა; ტყის შორიდან დანახვა - დარდის ნიშანია.
სიზმარში ტყის ნახვა
ლოფის მიხედვით
სიტყვა „ტყე“-სთან დაკავშირებით ჩვენ სხვადასხვაგვარი ეპითეტები გვიჩნდება: ჯადოსნური, საშიში, უღრანი და ა.შ. ტყეს უკავშირებენ სიამოვნების გრძნობას, შიშს, ასევე გარკვეული სირთულეების გადალახვას. სწორედ ეს არის სიზმრის ახსნის ცენტრალური მომენტები. თუ სიზმრის ყველა მოვლენა ტყეში ხდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ახსნა შეიძლება როგორც სიმშვიდის და წყნარი ცხოვრების, ისე პირიქით, ქაოსური და საშიში მოვლენების მიმანიშნებელი სიზმრის. ასეთი სიზმარი აჩვენებს იმას, თუ როგორ აღიქვამს მისი მნახველი მიმდინარე მოვლენებს და გარემოს. თუ ტყის გავლაა საჭირო, მნიშვნელოვანია იმაზე დაკვრივება, ვინ აპირებს და/ან რა გზით აპირებს ამის გაკეთებას. რა მიზანი აქვს ტყის გადალახვას? - რაიმეს შეგროვება გინდათ თუ რაღაცისგან გაქცევა? თუ ტყეში მარტო მიდიხართ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში საკუთარი ძალების და შესაძლებლობების მოსინჯვაზე ფიქრობთ. ტყეში დამალვა მიანიშნებს, რომ ბიზნესის გავლენისგან და ტექნოლოგიური რევოლუციისგან თავის დაღწევაზე ფიქრობთ. სულიერი სიმშვიდე და მყუდროება გჭირდებათ. საპირისპირო სქესის წყვილის ტყეში წასვლა სიზმარში უნდა განვიხილოთ ფროიდის ფსიქოანალიზის შესაბამისად. ტყე არის რომანტიკული ადგილი, სადაც იხსნება ჩვენი სურვილები და პოტენციური შესაძლებლობები. მთავარია რეალობაში ტყე როგორ ასოციაციებს იწვევს თქვენში - დასვენების და სიმშვიდის, დაკარგვის შიშის, შეუზღუდავი არჩევანის თუ აღმოჩენის? გრძნობთ თუ არა, რომ ცხოვრება იმდენად ძლიერ ზეწოლას ახდენს თქვენზე, რომ ცალკეული ხეების ერთიან ტყის მასივში განხილვაც კი არ შეგიძლიათ.
ტყის დასიზმრება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ ახლადაყვავებული ხე - ეს ნიშნავს, რომ ყველა გეგმა და ოცნება აგისრულდებათ. გამხმარი ხეების ნახვა დარდისა და დანაკარგის სიმბოლოა. სიზმარში ხეზე ასვლა - კარიერული წინსვლის ნიშანია. ხის მოჭრა ან ფესვებიანად ამოთხრა - ენერგიისა და ქონების უაზროდ გაფლანგვას ნიშნავს. სიზმარში ტყის ნახვა - თქვენი ინტერესებისთვის დამღუპველი ცვლილებებია მოსალოდნელი. ტყის ხანძარი ნიშნავს გეგმების დასრულებას, წარმატებას და ასევე, შესაძლო შემოსავალსაც. თუ სიზმარში შეშას ჩეხავთ, წარმატებისთვის ბრძოლის დაწყების ნიშანია, რომელიც შესანიშნავად დასრულდება თქვენთვის. უღრან ტყეში სიარული - წარუმატებლობა და ოჯახური უთანხმოება გელით. თუ ამ დროს გშიათ და დაიღალეთ - წარუმატებლობა და პრობლემები გელით სამსახურებრივ საკითხებში. ბუნების სიმწვანით ტკბობა სიზმარში, ნიშნავს, რომ სინამდვილეში წინსვლით და მიზნების მიღწევით გაიხარებთ. თუ სიზმარში დაცვენილი ფოთლები ფეხებქვეშ შრიალებენ - დანაკარგის ნიშანია. გამხმარი ხეების ტყის დასიზმრება ნიშნავს, რომ იმედგაცრუება გელით.