სიზმრების ახსნა
სიზმარში ასტრალურ სხეულთან დაკავშირებული გამოცდილების ნახვა
ლოფას მიხედვით
ასტრალურ სხეულთან დაკავშირებული გამოცდილება შეიძლება საკმაოდ ძლიერი განცდა იყოს. სამედიცინო თვალსაზრისით, ასეთი ფენომენი კლასიფიცირდება როგორც " დისოციატიური გამოცდილება ან აშლილობა". ხშირად გამოცდილებამ, რომელიც ასეთ გრძნობას წარმოშობს, შეიძლება ადამიანი ექსტაზის მდგომარეობამდე მიიყვანოს, ან ავნოს მას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გვახსენებს შეგრძნბებს, რომლებიც კინოს ყურებისას ჩნდება, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ. არსებითად, სიზმარში მიმდინარე მოვლენების ეფექტი იმდენად ძლიერია, რომ მძინარე განცალკევებულია სიზმრის უშუალო აღქმისგან. შედეგად, ის თავის თავს ცხოვრების გარკვეულ მომენტში ხედავს. ასეთი შინაარსის სიზმრები შეიძლება ასახავდნენ თქვენი პროფესიული მდგომარეობის რეალურ სურათს. მსგავს შეგრძნებას შეიძლება მკაფიო სიზმრებიც იწვევდნენ. ამ ნათელ სიზმრებში მძინარე აცნობიერებს, რომ ძინავს და საკუთარ თავს ხედავს სიზმარში. ასეთი სახის სიზმრები შეიძლება იწვევდნენ გრძნობას, რომ მძინარემ რეალობის გარკვეული სფერო ჩაიფიქრა , და ამგვარად ასტრალური პროექციის შეგრძნება შექმნა. ეს იდეა რეალობის აღქმის შესახებ ზოგიერთ პარანორმალურ სწავლებაში არის გავრცელებული. ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის კულტურაში ასტრალურ სხეულთან დაკავშირებული გამოცდილება აღიქმება როგორც სხეულისა და ბუნების მჭიდრო კავშირის გამოვლენა. არ არის გასაოცარი, რომ ეს გამოცდილება მითოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ გაგებით, ის შეიძლება განიხილებოდეს როგორც სიძლიერის ინტრუმენტი და ხელისუფლების ძალა: როდესაც ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, რომელშიც ფიზიკური შესაძლებლობების უამრავი შეზღუდვა არსებობს, უცებ ნახულობთ იქ გადაადგილების ხერხს, სადაც მოისურვებთ, და სრულიად აკონტროლებთ თქვენს ადგილს სამყაროს სტრუქტურაში. მეორე მხრივ, ასტრალურ სხეულთან დაკავშირებული გამოცდილება შეიძლება ძალების სრულ დაკარგვას გამოხატავდეს, თუ საკუთარ თავს საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე ხედავთ. თქვენი ასტრალური ფრენები ძალას განიჭებთ თუ გაშინებთ? თვითონ ირჩევთ თქვენი ასტრალური მოგზაურობების საბოლოო წერტილს თუ უბრალოდ რომელიმე ადგილზე აღმოჩნდებით, რაც თქვენს არჩევანზე არ არის დამოკიდებული?