სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ლეოპარდი
ცვეტკოვის მიხედვით
მზაკვრობა
სიზმარში ლეოპარდის ნახვა
ლოფას მიხედვით
ლაქიანი ცხოველები ინტერესს წარმოადგენენ მხოლოდ იმიტომ , რომ ისინი თავისი არაერთფეროვანი შეფერილობით გამოირჩევიან. როდესაც გვესიზმრებიან ადამიანები ლაქებით ან ადამიანები ლეოპარდების სახით, ნიშნავს, რომ გვაქვს საფუძველი, დავეჭვდეთ მათ არამუდმივობასა და არაგულწრფელობაში. მონადირე ლეოპარდი იმ ადამიანის განსახიერებაა, რომელსაც არ ენდობით. გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს ასეთ ადამიანთან და შემდეგ ფრთხილად იყავით.
სიზმარში ლეოპარდის ნახვა
ცხოველების ახსნით
სისასტიკის, მძვინვარების , აგრესიულობის, უშიშრობის სიმბოლოა. ვინაიდან ლეოპარდის ლაქები თვალებს ჰგავს, მას დაუძინებელ მცველს უწოდებენ. ჩინელებში ლეოპარდი სიმამაცეს, მეომარ სისასტიკეს გამოხატავს. ქრისტიანობაში ეს არის ეშმაკი, ცოდვა, სატანას მეორე სახე, ანტიქრისტე, ლტოლვის სიმბოლო. ეგვიპტელებში ლეოპარდი ოზირისის ემბლემაა. ბერძნებში- დიონისეს, შემქმნელისა და გამანადგურებლის ატრიბუტი. ებრაელებში- სისწრაფე. ჰერალდიკაში ლეოპარდი გამოხატავს სიმამაცეს, მისწრაფებას, აქტიურობას.
სიზმრის მნიშვნელობა ავაზას შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნანახი ავაზა თქვენს სექსუალურ ცხოვრებას განასახიერებს, რომელიც აქტიურია, ემოციური და მას ყოველთვის თან ახლავს რისკი. ძალიან გიყვართ სპონტანური სექსი, არატრადიციული სექსი და სექსი ექსტრემალურ სიტუაციებში, როდესაც არსებობს რისკი, რომ დაგინახავენ. ეს აღგაგზნებთ და სექსს დამატებით ცხარე შეგრძნებებს მატებს. ამ ჩვევაში არაფერია პათოლოგიური, ამიტომაც არ იფიქროთ საკუთარ თავზე ცუდად და არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი სხვადასხვა უცნაურობებში.