სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კაცი
მილერის მიხედვით
სიზმარში ლამაზი, ტანადი და მარჯვე კაცის ნახვა ნიშნავს, რომ ცხოვრებით სრულყოფილად დატკბებით და მდიდარი იქნებით. თუ სიზმარში ნანახი კაცი უშნო და დაღვრემილია- იმედგაცრუება და ბევრი სირთულე შეგხვდებათ, რომლებიც დაგტანჯავთ. თუ ქალს ძალიან ლამაზი მამაკაცი ესიზმრება- ის ცნობილი გახდება და ეს მას მოეწონება. თუ კი სიზმარში მას მისი ამაზრზენი გარეგნობის შეეშინდება, მას არასასიამოვნო განცდები ელოდება იმ ადამიანის გამო, რომელსაც მეგობრად თვლიდა.
რატომ გვესიზმრება ბაბუა
ცვეტკოვის მიხედვით
გაფრთხილება საქმეებში; გაუფრთხილდით ჯანმრთელობას
რატომ გვესიზმრება კაცი
ცვეტკოვის მიხედვით
კაცი, ბიჭი ან ყოფილი- სიამოვნება ( ქალისთვის); კაცისთვის- ახალი საქმე, რაც გარეგნობასა და ქცევაზეა დამოკიდებული; (ქალისთვის)- პირადი ურთიერთობები; უცნობი კაცები - უსიამოვნებები ან გაუთვალისწინებელი მოვლენები შემოწმებულ, აწყობილ საქმეში.
რატომ გვესიზმრებიან ნათესავები
ცვეტკოვის მიხედვით
სიშორე; უსიამოვნებები, უიღბლობები საქმეებში
სიზმარში ნათესავების, ოჯახის, დედის, მამის ნახვა
ლოფას მიხედვით
ნათესავები მნიშვნელოვანი ფიგურები არიან როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე სიზმარში. ამ მიზეზით, იმ სიზმრების ახსნა, რომლებშიც ნათესავები არიან , არც ისე მარტივია. არსებობს ასობით სხვადასხვა ახსნა, რომლებიც სიზმრის სცენარებს ან კლასიკური ფსიქოლოგიის კანონებს შეიძლება ეფუძნებოდეს. ოჯახის შესახებ სიზმრების უპირატესობის მიზეზი მდგომარეობს თითოეული ადამიანის სურვილში, რომ უპასუხოს კითხვას, თუ როგორი მდგომარეობა არის ოჯახში "ნორმალური", და შემდეგ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. კლიენტების უდიდესი რაოდენობა გადის ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსს, და თავის ჩივილს ნორმალური ოჯახის ან ქორწინების ქონის სურვილით განაპირობებს. ეს იდეა ჩვენი ნათესავებისგან მოდის, ასევე იმისგან, თუ რამდენად კარგად შეესაბამება ან არ შეესაბამება ის ჩვენ მიერ ნორმალურის განსაზღვრას. ოჯახის შესახებ სიზმრებმა შეიძლება გაამყარონ ან დაარღვიონ ჩვენ მიერ ოჯახის "ნორმალური" აღქმა. დიდი ოჯახის შიგნით ურთიერთობები მნიშვნელოვანია ოჯახური გაგებისა და ტრადიციების განვითარებისთვის. იმის მიხედვით, თუ როგორ ხდებით ზრდასრული და "ნორმალურის" გაგებას კრიტიკულად აანალიზებთ, და მას ცხოვრებაზე თქვენს შეხედულებებს უხამებთ, ეს ტრადიციები ან ღრმად მკვიდრდება ჩვენს ცნობიერში, ან ჩვენივე წარმოდგენებს უპირისპირდება. ოჯახის წევრების ვალდებულებები, ასევე ამა თუ იმ განკარგულებების შესრულების წესრიგი და განრიგი დამოკიდებულია დიდ ოჯახში არსებული გავლენის ბერკეტებზე. შედეგად, ჩვენ საკუთარ ოჯახურ ისტორიას ვქმნით, რომელიც ჩვენს ნამდვილ მდგომარეობას განსაზღვრავს ამ მცირე საზოგადოების შიგნით და მსოფლმხედველობის ჩვენს სისტემაში მის მდგომარეობას ასახავს. არქეტიპის დონეზე სიზმარი ნათესავების მონაწილეობით შეიძლება განიმარტოს როგორც მძინარის მიერ იმის ნახვის სურვილი, თუ როგორ ურთიერთქმედებს ის ნათესავებისგან შემდგარ დიდ საზოგადოებასთან. ასეთი სახის სიზმრების ახსნისთვის აუცილებელია განვსაზღვროთ, რომელი ნათესავი იღებდა მასში მონაწილეობას, ასევე დავადგინოთ, ცოცხლები თუ არიან ისინი სინამდვილეში: ხშირად გარდაცვლილი ნათესავები ჩვენს სიზმრებში აგრძელებენ ცხოვრებას. ჩვეულებრივ, ამისთვის შემდეგი მიზეზები არსებობს: ან სიზმარში მიმდინარე ქმედება გახსენებთ ამ ნათესავთან ურთიერთობების რიტუალურ ასპექტებს, ან თქვენი ურთიერთობები მასთან გაურკვეველი დარჩა. როგორც წესი, სიზმრები ნათესავების შესახებ ხშირად მეორდება. ასეთ გამეორებას შეიძლება ჰქონდეს წინასწარმეტყველური ან ისტორიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით, თუ სიზმარში ცენტრალური ფიგურები ნათესავები არიან, რომლებთანაც ემოციურ დონეზე უთანხმოებები გაქვთ, ან არსებობს შიში მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ემოციურ დონეზე უთანხმოებების შემთხვევაში, სიზმარი შეიძლება ამ უთანხმოებების მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობაზე მიანიშნებდეს. ზოგიერთი ნათესავის ცუდი ჯანმრთელობის შემთხვევაში, სიზმარმა შეიძლება ოჯახის წევრის მომავალი სიკვდილის შესახებ გაგაფრთხილოთ. სიზმარში ნათესავების გამოჩენის ადგილსა და მიზეზს დიდი მნიშვნელობა აქვს სიზმრის ახსნისთვის. მაგალითად, თუ თქვენს სიზმარში მხოლოდ ქალებია, რომლებიც დაკავებული არიან საქმეებით, რომლებსაც ტრადიციულად ერთად აკეთებდნენ, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ რაღაც ახალი სახით შეუერთდებით ოჯახს. აი ამ სიზმრის ახსნის რამდენიმე ვარიანტი: 1. ამ საქმეში ქალებთან შემოერთების სურვილის არ ქონა- მინიშნება წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაზე ოჯახური ტრადიციების მიმართ. 2. შეერთება ჯგუფთან, რომელიც მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებისგან შედგება,- გაუგებარია თქვენი ადგილი ოჯახში. 3. შეერთება ოჯახის წევრთა ჯგუფთან, რომლებსაც საერთო უნიკალური ნიშანი აქვთ, მაგალითად: ყველა მელოტია, ყველას სიმსივნე აქვს, ყველა ქვრივია, ყველა დაუოჯახებელია- მიანიშნებს საკუთარი თავის ასეთ ჯგუფთან გათანაბრებაზე ან ბედის გაზიარების შიშზე მათთან, ვის მიმართაც სევდას ან სინანულს გრძნობთ. იმის მიუხედავად, რომ ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, სიზმარში ისინი სხვადასხვა რამეს ნიშნავენ. ხშირად ის თავისუფალი ასოციაციები, რომლებიც გექმნებათ, წარმოადგენს თქვენს სიზმარზე მათი გავლენის და ამ გავლენის მნიშვნელობის გამოცნობის გასაღებს. ოჯახის წევრების ტიპიური ფიგურები, როგორებიც არიან დედები და მამები, სიზმარში ძალიან მნიშვნელოვანი არიან. მიუხედავად მათ მიმართ დამოკიდებულებისა, ისინი პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე მოახდინეს გავლენა, რაც მოიცავს ჩვენს რეაქციას გარშემო სამყაროზე, ასევე თვითშეფასებას და ფასეულობათა შინაგან სისტემას. ამგვარად, ნათესავების მონაწილეობით სიზმრების კიდევ ერთი მნიშნელოვანი ასპექტი არის თქვენი ეგოს და ძლიერი პიროვნული მხარეების ჩამოყალიბებაზე ცალკეული ნათესავების დადებითი ან უარყოფითი გავლენის ანარეკლი. თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები ხშირად რიგრიგობით გამოვლინდება სხვადასხვა თაობაში. მაგალითად, ერთ თაობაში მამა თავის სიბრაზეს საკმაოდ ძლიერ გამოხატავს. შემდეგ თაობაში მრისხანება ტაბუს კატეგორიაში ხვდება და საერთოდ არ გამოიხატება. სიზმრებს ერთი მშობლის შესახებ კომპენსაციური ეფექტი აქვს. ზოგჯერ, სიზმარში შეიძლება თქვენთვის ახლო ოჯახის წევრი მისთვის უჩვეულო გარემოში ნახოთ, მაგალითად, აკვალანგით ჩაყვინთვა ბებოსთან ერთად. როგორც წესი, ასეთი სახის სიზმრებს ბევრი სხვადასხვა სიმბოლო აქვს, რომლებიც მის ნამდვილ მნიშვნელობაზე მიანიშნებს.
სიზმრის მნიშვნელობა სიბერის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში თქვენ ან რომელიმე თქვენი ნაცნობი მოხუცი ხართ- არ შეგეშინდეთ სექსში ექსპერიმენტების, თორემ შეიძლება ერთსა და იმავე მეთოდებზე იყოთ კონცენტრირებული, რომლებსაც, რა თქმა უნდა, კარგად აკეთებთ, მაგრამ.. ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ სექსუალურ ადამიანად ჩაგთვალონ.