დაგესიზმრათ შინაური ფრინველი
მილერის მიხედვით
სიზმარში შინაური ფრინველის ნახვა იმის ნიშანია, რომ გაფლანგვის ჩვევა თქვენს ფინანსურ უზრუნველყოფას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუ სიზმარში გოგონა შინაურ ფრინველს დასდევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავის ძვირფას დროს ცარიელ გართობაზე დახარჯავს.
იხვის შესახებ სიზმრის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში იხვის ნახვა- არ უნდა ელოდოთ იმას, რომ თქვენი პარტნიორი შეიცვლება და ისე აღარ მოგეპყრობათ, როგორც არ მოგწონთ. ჯობია, ყველაფერი ახლავე გადაწყვიტოთ: თუ რაღაც არ გაწყობთ, გაწყვიტეთ ამ ადამიანთან ურთიერთობა, მით უმეტეს, თუ ასეთი მჭიდროა. იხვებზე ნადირობა- არ დაუჯეროთ თვალებს, როდესაც რაღაც უცნაურს დაინახავთ თქვენთვის ახლო ადამიანის ქცევაში. ყველაფერი , რასაც ის აკეთებს, არ არის იმის პირდაპირ მტკიცება, თუ სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება აქვს მას თქვენ მიმართ. თუ ხედავთ, რომ იხვები წყალში ცურავენ ან სადღაც მიფრინავენ- ეს გამგზავრებას მოასწავებს, რომლის შედეგადაც თქვენი პარტნიორის შესახებ რაღაც ძალიან საინტერესოს გაიგებთ. მთავარია- მიღებული ინფორმაცია სწორად გამოიყენოთ .
რატომ გვესიზმრება იხვი
ცვეტკოვის მიხედვით
ცრუ ამბავი
რატომ გვესიზმრება ფრინველი
ცვეტკოვის მიხედვით
სტუმარი ან ამბავი ( გააჩნია ფრინველის სახეობას და ქცევას); ქალისთვის ხელის თხოვნა; ფრინველის მოკვლა ან დაჭრა- დიდი უიღბლობა; ფრინველის კუდი- შედეგები; ხასხასა ფერის ბუმბული- იღბალი სიყვარულში; მფრინავი- სიმდიდრე; მტაცებელი ნადირობისთვის- პატივი, ცხოვრებაში ცვლილებები; ძალიან ბევრი ფრინველი- სასამართლო პროცესი, დაფრინავს- რაც მაღლა, მით უკეთესია სიზმარი; დაჭერა- შეძენა; გათხოვება; ჭაობის- საფრთხე; ღამის- ახლობლების ან ფულის დაკარგვა; მარცვლებს კენკავს- მცირე სიხარული, ჩაფიქრებული ოდნავ მოგვიანებით ასრულდება; მოთმინება დაჯილდოვდება.
რატომ გვესიზმრება ფრინველი
ცვეტკოვის მიხედვით
ნანადირევის მომზადებულად ნახვა- იღბალი, ჭამა- მცირე მოგება
სიზმარში ბატის ნახვა
ცხოველების ახსნით
ამბობენ, რომ ის მიგრაციის დროს მზეს მიჰყვება. ის არის ჰაერის, სიფხიზლის, სიყვარულის, კარგი დიასახლისის სიმბოლო. ბატი, რომელსაც შობაზე ამზადებენ, მზის კლებად და მზარდ ძალას განასახიერებს. ბატი და გედი სიმბოლიზმში ხშირად ურთიერთჩანაცვლებადი არიან. კელტურ ეპოსში ის არის ომის სიმბოლო და ომის ღმერთების ატრიბუტი. ჩინელებში ველური ბატი არის ცის ფრინველი , იანი, სიმამაცე, სინათლე, შთაგონება, სიჩქარე, ფრინველი-დესპანი, რომელსაც სიკეთე, ბედნიერება და შემოდგომა მოაქვს. ჩინურ კულტურაში ბატი შემოდგომის მთვარესთან ასოცირდება. ქრისტიანობაში სიფხიზლესა და წინასწარმეტყველებას განასახიერებს. ეგვიპტელებში ნილოსის ბატი სამყაროს შემქმნელია. მან კოსმოსური კვერცხი დადო, რომლისგანაც გამოიჩეკა მზე- ამონ-რა. ბატი დედამიწის ღმერთის, გებას ატრიბუტს წარმოადგენს და სიყვარულს გამოხატავს. ასევე, ის არის იზიდას, ოზირისისა და გორას ემბლემა. ძველ ბერძნებში ის სიყვარულს, სიფხიზლეს, კარგ დიასახლისს გამოხატავს. ის გერას, ზეცის დედოფლის ატრიბუტად ითვლება. ბატი ასევე გამოხატავს აპოლონს როგორც მზეს; ჰერმესს როგორც ღმერთების დესპანს; მარსს როგორც ომს; ეროტს როგორც სიყვარულს; და პეიტოს როგორც ორატორული ხელოვნებისა და დამაჯერებელი მეტყველების ქალღმერთს. ინდოელებში ველური ბატი არის ბრაჰმას გადაადგილების საშუალება, შემოქმედებითი პრინციპი. ის ასევე ნიშნავს თავისუფლებას ბორკილებისგან, სულიერებას, ერთგულებას, სწავლებასა და მჭევრმეტყველებას. ჰამსა გამოსახულია ან ბატის, ან გედის სახით. იაპონურ ტრადიციაში ბატი გამოხატავს შემოდგომას, სიჩქარეს, ფრინველ-დესპანს, ხოლო ხელოვნებაში ასოცირდება შემოდგომის მთვარესთან. ძველ რომაულ კულტურაში სიფხიზლეს ნიშნავს. რომში წმინდა ბატებს ინახავდნენ. შუმერულ ტრადიციაში ბატები საქონლის ქალღმერთს, ბაუს ეძღვნებოდა.