დაგესიზმრათ ბავშვები
მილერის მიხედვით
სიზმარში ლამაზი ბავშვების ნახვა უჩვეულო აყვავებას, ბედნიერებასა და სიკეთეს მოასწავებს. დედისთვის სიზმარში თავისი მსუბუქად ავადმყოფი ბავშვის ნახვა ნიშნავს, რომ მას ყოველთვის კარგი ჯანმრთელობა ექნება, მაგრამ მასთან დაკავშირებული სხვა მცირე უსიამოვნებები შეაწუხებს. იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ ან სწავლობენ ბავშვები , მშვიდობასა და კეთილდღეობას მოასწავებს. სიზმარში თქვენი ბავშვი უიმედოდ ავადმყოფი ან მკვდარია , ნიშნავს, რომ გექნებათ შიშის მიზეზი, რადგან მის კეთილდღეობას საშინელი საფრთხე დაემუქრება. სიზმარში მკვდარი ბავშვის ნახვა უახლოეს მომავალში მღელვარებასა და იმედგაცრუებას ნიშნავს. რამით დამწუხრებული, მტირალა ბავშვები მოსალოდნელი უსიამოვნებების, მშფოთვარე წინათგრძნობების, მზაკვრობის და თქვენი ცრუ მეგობრების ბოროტების ნიშანია. ბავშვებთან თამაში ნიშნავს, რომ ყველა კომერციულ და სასიყვარულო საქმეში მიზანს მიაღწევთ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ბავშვების შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ბევრი ბავშვის ნახვა იმის მოწმობაა, რომ ბევრი მცირე პრობლემა გელოდებათ, რომელთაგანაც თითოეული თქვენგან დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა, ასეთი სიზმარი პლანეტაზე შობადობის დონის ზრდას მოასწავებდეს. თუ სიზმარში თქვენ ხართ ბავშვი, რეალურ ცხოვრებაში არც ისე კარგად იქცევით. თქვენი ბავშვური საქციელი უკიდურესად მიუღებელია და გარშემომყოფებისთვის საწყენი. სიზმარში მტირალა ბავშვების ნახვა- სიზმარი მსოფლიო საფრთხეს მოასწავებს. დადგება დრო, როდესაც კაცები საომრად წავლენ, ქალები კი მათთვის არადამახასიათებელი საქმეებით დაკავდებიან, ხოლო ბავშვები ბევრს იტირებენ. სიზმრის მნახველისთვის ასეთი სიზმარი მოასწავებს უბედურებას თავისი შვილებისა ან ახლო ნათესავების შვილებისგან. თუ დაგესიზმრათ ინვალიდი ბავშვები, თქვენი მავნე ჩვევები ზიანს აყენებს არა მხოლოდ თქვენს, არამედ გარშემომყოფების ჯანმრთელობასაც. ზოგჯერ ასეთი სიზმარი პლანეტაზე ეკოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს. თუ სიზმარში თქვენი შვილები ნახეთ, უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ თქვენს შინაურებთან ურთიერთობებში. სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი ქმედებებითა და სიტყვებით მათ ძლიერ აწყენინებთ. ბავშვების ძებნა ცუდი ნიშანია. მიმდინარე სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვეთ რამდენიმე გაუგებრობის გამო. სიზმარში ბავშვებთან თამაში იმის ნიშანია, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენთვის შესაბამის სამსახურს ეძებთ, მაგრამ, ამ ძიების მიუხედავად, ცოტა ხანი კიდევ მოგიწევთ ძველ არასაყვარელ სამსახურში დარჩენა, რომელიც უკანასკნელ ძალებს გართმევთ.
რატომ გვესიზმრებიან ბავშვები
ცვეტკოვის მიხედვით
კოცნა- სიმშვიდე; ცემა- წარმატება; ცელქობა- ბედნიერება პირადში, ოჯახში; საკუთარი- შეიძლება ნიშნავდეს სიზმრის მნახველის თვალებს; სხვისი- ახალი შესაძლებლობები.
სიზმარში ბავშვების ნახვა
ლოფას მიხედვით
ბავშვები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ , რადგან ისინი ყველა ჩვენს აზრსა და განცდას ჭეშმარიტად ასახავენ. ბავშვებს ყოველთვის ეშინიათ იმის, რისიც უნდა გვეშინოდეს; მათ სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა აქვთ, ისინი ერთმანეთითისგან ზუსტად არჩევენ სიკეთესა და ბოროტებას; მათთვის დამახასიათებელია თავისი გრძნობების გულწრფელი გამოხატვა სიყვარულისა და სიძულვილის ობიექტების წინაშე. ბავშვთან მეგობრობა გესიზმრებათ? განმარტება არაერთმნიშვნელოვანია. თუ ეს ბავშვი თქვენს რეალურ ცხოვრებაში არსებობს, ეს არის თქვენი სურვილის პროექცირება. თუ კი ბავშვი უცნობია, მაშინ, შესაძლოა, ეს თქვენ თვითონ ხართ წარსულში. განმარტების მთავარი მომენტია- როგორ იქცევით და როგორ ხართ ამ ბავშვთან დაკავშირებული. თუ სიზმარში მშობელი ხდებით და თქვენს შვილებს ხედავთ- სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სურვილის უბრალო განხორციელებაა. თუმცა, ეს შეიძლება იყოს მინიშნება იმაზე, რომ თქვენს მშობლებსა და თქვენთვის სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობები არ გაქვთ დალაგებული . ამას გარდა, თუ სიზმარში მშობელი ხართ, ეს ვინმეზე გავლენის მოხდენისკენ სწრაფვის რეალიზაციის მოთხოვნილებას ნიშნავს . მაგალითად, თქვენი გარემოცვიდან ვინმესთან ურთიერთობებზე კონტროლს კარგავთ, და ყველაფრის დაბრუნება გსურთ. და ვინაიდან უმეტესობა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა მშობლების მბრძანებლური დამოკიდებულება , ჩვენ, როდესაც ზრდასრულები ვხვდებით, სიზმარში შეიძლება იგივე ჩავიდინოთ. კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი არის სიზმარი, რომელშიც თვითონ ხართ ბავშვი, მაშინ როცა სხვები თქვენ მიმართ თავის ავტორიტეტს გამოავლენენ და თქვენს გაკოტროლებას ცდილობენ. მაგალითად, თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ, როგორც ბავშობაში, სამსახურში ტანსაცმლის გამოცვლას თამაშობთ, ხოლო ყველა თქვენი კოლეგა ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანები არიან. რეალობასთან მიმართებაში ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი კოლეგები თქვენზე უფრო ავტორიტეტულნი არიან.