კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ბეღურა
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ბეღურები, ნიშნავს, რომ სიყვარულითა და სიმშვიდით სავსე ცხოვრება გელოდებათ, რაც სხვადასხვა სევდიანი მოთხრობების კეთილმოსურნე და მადლიერ მსმენელად გაგხდით, ხოლო თქვენი კეთილმოსურნეობა, თავის მხრივ, სახელს გაგითქვამთ. თუ მოწყენილი ბეღურები დაგესიზმრათ, ეს სიზმარი სევდას მოასწავებს.
სიზმრის მნიშვნელობა ბეღურას შესახებ
ფროიდის მიხედვით
ბეღურა გამოხატავს სიმსუბუქეს, რომლითაც ინტიმურ ურთიერთობებს იწყებთ თქვენთვის უცნობ ადამიანებთან. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავქარიანი ხართ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მუდმივად გსურთ სიახლის გრძნობის განცდა. გეშინიათ, რომ მოგბეზრდებათ და შეგზიზღდებათ ყველაფერი "ნაცნობი". ზოგადად, თქვენს ძალაშია, გააკეთოთ ისე, რომ თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში ერთ პარტიორთან ურთიერთობისგან მობეზრება დიდი ხნის განმავლობაში არ იგრძნოთ.