სიზმრების ახსნა
ბინძური წყალი
მილერის მიხედვით
ბინძური წყალი ნახეთ? ავადმყოფობები, საზრუნავი, მატერიალური სირთულეები გელოდებათ. თანაც ბევრი ტანჯვა დაშვებული შეცდომების შედეგია. ზოგიერთ შემთხვევაში დაბინძურებული წყალი ნეგატიური ხასიათის ცვლილებებს მოასწავებს. თუ ამასთან ფეხები დაგისველდათ, რეალობაში სერიოზულად გახდებით ავად. თანაც, არსებობს ალბათობა, რომ დიდი ხნის მკურნალობა დაგჭირდებათ.
ბინძური წყალი
ცვეტკოვის მიხედვით
ამ ახსნის მიხედვით, ბინძური წყალი სიზმრის მნახველის ფსიქოემოიცურ მდგომარეობას ასახავს. ალბათ, ამ მომენტში თქვენი ტვინი რაღაც პრობლემებით, სირთულეებით არის დაკავებული, უსასრულო კითხვები გტანჯავთ. თუ სიზმარში თქვენ გარშემო ბინძური წყალია, უნდა გაჩერდეთ, ოდნავ შეისვენოთ, ქვეცნობიერი ხომ დახმარებას გთხოვთ. აუცილებლად მოახდინეთ რეაქცია ამ ნიშანზე, სანამ ეს სერიოზულ პრობლემად არ გადაიქცა. თუ ბინძური წყალი სიზმარში დაკავშირებულია ისეთ სტიქიურ მოვლენებთან, როგორიცაა ცუნამი, წყალდიდობა, თქვენ შიგნით ქაოსი სუფევს. მოაწესრიგეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა, ეცადეთ, ჰარმონია მოიპოვოთ და შინაგანი ბრძოლა შეწყვიტოთ. თუ ამასთან, ბინძურმა ნაკადმა ყველაფერი წალეკა, მაშინ თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველანაირ დაბრკოლებას შეხვდებით. ამას გარდა, სიზმრები ბინძური წყლის შესახებ ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს.
ბინძური წყალი
ხასსეს მიხედვით
დაბინძურებულ წყალს სხვადასხვა უსიამოვნებას უკავშირებენ. მაგალითად, ინტრიგებს, ჭორებს, დანაკარგებს. სიზმრის მნახველი უფრო ყურადღებით უნდა იყოს, რათა არ მოტყუვდეს. თანაც, შეიძლება ვინმე ახლობელმაც მოგატყუოთ.. თუ ეს ბინძური ტბა იყო, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. სწრაფი მდინარეა? გზაზე დაბრკოლება წარმოიქმნება. თუ ბინძურ გუბეს დააბიჯეთ, მალე ჩაიდენთ საქციელს, რომლის გამოც მერე ინანებთ. ამიტომაც, აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიიღეთ, რადგანაც მათ შეიძლება ცხოვრება შეცვალონ.
ბინძური წყალი
ქალების თანამედროვე ახსნით
ბინძური წყალი დალიეთ? უახლოეს დროს ავად გახდებით, თანაც, თავდაპირველად სიმპტომებიც არ გამოვლინდება. ამიტომაც, ასეთი სიზმრის შემდეგ ჯობია, რომ ექიმს მიმართოთ, რათა ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა და ადრეულ ეტაპზე გამოავლინოთ ავადმყოფობა. ამის წყალობით, მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტური იქნება, უფრო მალე გამოკეთდებით. თუ სიზმარში ნახეთ ჭიქა ბინძური წყლით, უსიამოვნებებს ელოდეთ. მაგრამ გაქვთ შანსი, რომ ისინი თავიდან აიცილოთ. ამისთვის, უფრო ყურადღებით უნდა აირჩიოთ ბიზნეს პარტნიორი, ეცადოთ, თქვენი სამუშაო გეგმები და საქმიანი იდეები დროზე ადრე არ გააჟღეროთ. დიასახლისებისთვის ასეთი სიუჟეტი მეუღლის ღალატს მოასწავებს. ამას გარდა, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ნათესავებს, ბავშვებს. შესაძლოა, ერთობლივი ღონისძიებაც ჩაატაროთ, მაგალითად, ბუნებაში გახვიდეთ.
ბინძური წყალი
ლონგოს მიხედვით
ხშირად ბინძური წყლის ნაკადი უახლოეს მომავალში საფრთხის შესახებ გაფრთხილებთ. თუ ამასთან, ბინძურ ნაკადში ჩავარდით, მალე უამრავ შეცდომას დაუშვებთ, მაგრამ ისინი უმნიშვნელო იქნება. თუ ფეხებქვეშ ბინძურ წყალს ხედავთ ან ის ნავს, გემს ავსებს, უსიამოვნებებს, სიღარიბესა და ავადმყოფობებს ელოდეთ. ფეხები დაგესვარათ? ზოგიერთი საკითხის გადაჭრა რთული იქნება, ამიტომაც ფხიზლად უნდა იყოთ. ცუდი წყალი დალიეთ? საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. ყველა შემთხვევაში ბინძური წყალი გამოხატავს სირთულეებს, რომლებიც შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმოიქმნას. თუ სიზმარში მას გაწმენდთ, ალბათ, ცუდი პერიოდი მალე დასრულდება, და კეთილ, პატიოსან ადამიანებს გაიცნობთ.