დაგესიზმრათ ბუდე
მილერის მიხედვით
სიზმარში ჩიტების ბუდის ნახვა ნიშნავს, რომ წარმატებულ მეწარმეობაში დაინტერესებული იქნებით . ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი საცხოვრებლის შეცვლას მოასწავებს. ცარიელი ბუდის ნახვა იმის ნიშანია, რომ მეგობართან დაშორების გამო სევდიანი იქნებით. ბუდეში კრუხის ნახვა მეტყველებს იმაზე, რომ ოჯახური ურთიერთობები დალაგებული იქნება, ხოლო თქვენი ბავშვები მხიარული და დამჯერი იქნებიან. სიზმარში გატეხილი კვერცხების ნახვა იმედგაცრუებასა და უიღბლობას მოასწავებს. სიზმარში ცარიელი ბუდე საქმიან ცხოვრებაში უიღბლობას შეიძლება მოასწავებდეს . მაგრამ ბუდე, რომელიც პატარა თეთრი კვერცხებით სავსეა, თქვენთვის ბევრი საქმის კარგად დაწყებას, წარმატებულ მოგზაურობას მოასწავებს. ბუდეში მიტოვებული ბარტყები მომავალი სევდის ნიშანია, რაც თქვენი გაუაზრებელი საქციელის ბრალი იქნება.
დაგესიზმრათ კვერცხები
მილერის მიხედვით
სიზმარში ბუდის ნახვა კვერცხებით სიმდიდრესა და ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. ქალებისთვის ეს სიზმარი ხშირ გართობას ნიშნავს. სიზმარში კვერცხების ჭამა ნიშნავს, რომ უჩვეულო მღელვარება თქვენს სახლში დამკვიდრდება. ახალი გატეხილი კვერცხების ნახვა იმის ნიშანია, რომ ბედი უხვად დაგასაჩუქრებთ. ამაღლებული გონებისა და სამართლიანობის ამაღლებული გრძნობის გამო ბევრ ადამიანს შეუყვარდებით. ლაყე კვერცხები ქონების დაკარგვასა და საქმეების გაუარესებას მოასწავებს. კალათა კვერცხებით ნიშნავს, რომ მომგებიან საქმიან ოპერაციებში მიიღებთ მონაწილეობას.
დაგესიზმრათ მერცხალი
მილერის მიხედვით
სიზმარში მერცხალი ოჯახში სიმშვიდესა და ჰარმონიას ნიშნავს. დაჭრილი ან მკვდარი მერცხალი სევდას ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება ბუდე
ცვეტკოვის მიხედვით
დანიშვნა, დაქორწინება; ბარტყებით- დიდი მოგება; კვერცხებით- ოჯახური ბედნიერება; ხიდან მოხსნა- ხანმოკლე სიხარული; დაცარიელება, გატეხა- უბედურება.
რატომ გვესიზმრება კვერცხები
ცვეტკოვის მიხედვით
ერთი, ორი- სტუმრების მოლოდინი; ბევრი- წარმატება; გატეხა ან გატეხილის ნახვა- დანაკარგი; ძალიან ბევრი- უსასრულო მცირე საზრუნავი.
რატომ გვესიზმრება მერცხალი
ცვეტკოვის მიხედვით
სასიამოვნო ამბები; ბედნიერება ცოლთან; დალოცვა, თუ ხედავ ბუდეს, რომელიც დაკავშირებულია იმ ადგილთან, სადაც ბუდეა.
რატომ გვესიზმრება ჭკა
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი, არასასიამოვნო შეხვედრები
სიზმარში მერცხლის ნახვა
ცხოველების ახსნით
გამოხატავს იმედს, გაზაფხულის მოსვლას, იღბალს. ჩინეთში ნიშნავს სითამამეს, საფრთხეს, ერთგულებას, მომავალ წარმატებას, კარგ ცვლილებებს. ქრისტიანობაში მერცხალი აღორძინების სიმბოლოა, რადგანაც, როდესაც გაზაფხულთან ერთად ბრუნდება, ახალი სიცოცხლე მოაქვს თან. ეგვიპტელებში მერცხლები იზიდას ეძღვნებოდა, როგორც დიდ დედას. ისინი "ჩრდილოეთის მარადიული ვარსკვლავები" არიან (პირამიდების ტექსტები), რომლებიც სიცოცხლის მდინარეზე მაღლა დაფრინავენ. ბერძნულ-რომაულ ტრადიციაში მერცხალი აფროდიტასა და ვენერას ეძღვნება. ჰერალდიკაში ის გამოსახულია როგორც მარტლეტი, მერლეტი ან მერლოტი და უმცროს ვაჟიშვილებს გამოხატავს, რომლებსაც საკუთარი მიწები არ აქვთ. ხელოვნებაში ტალღებსა და ტირიფებთან ასოცირდება. კრიტოსულ ხელოვნებაში ჩნდება დიდი დედის კულტთან დაკავშირებით. შუმერულ-სემიტურ ტრადიციაში მერცხალი ქალღმერთი ნინას, როგორც დიდი დედის სიმბოლოა.
სიზმრის მნიშვნელობა მერცხლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში დაინახეთ მერცხალი, რომელიც დაბლა დაფრინავს, ასეთი სიზმარი მოწმობს ცვლილებებს, რომლებიც მალე მოხდება და თქვენს ცხოვრებაში არ გყოფნიდათ. არ არის გამორიცხული, რომ ისინი შეიძლება იყვნენ დაკავშირებული პარტნიორის შეცვლასთან, რომელიც უკვე მოგბეზრდათ. სიზმარში მერცხალს აჭმევთ- ახლანდელ დროს საწინააღმდეგო სქესთან პოპულარობით სარგებლობთ, მოგწონთ ფლირტი, ყურადღებით მიქცევა. ეს პერიოდი მალე დასრულდება, და მაშინ იმათ ადგილზე აღმოჩნდებით, ვისაც აქამდე უარს ეუბნებოდით. სიზმარში იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იკეთებს ბუდეს მერცხალი სახურავის ქვეშ, მუდმივობის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის სურვილს ნიშნავს, რომელიც არ გყოფნით. თუ გესიზმრებათ, რომ სიზმარში მერცხალს იჭერთ, ასეთი სიზმარი მოასწავებს გაცნობას ადამიანთან, რომელიც ძალიან მიგეჯაჭვებათ. თუ მას დაიჭერთ, შესაძლოა, მიჯაჭვულობა და სიმპათია ორმხრივი იყოს. შესაძლო სექსუალური კონტაქტის დროს, ადამიანი არ განსაჯოთ- პირველ ჯერზე ადამიანები ცდებიან ხოლმე. თუ სიზმარში რამდენიმე მერცხლის ფრენას აკვირდებოდით , რაღაცას უჩვეულოს და ვნებიანს განიცდით. და ეს ინტიმური ცხოვრების იმ სფეროს ეკუთვნის, რომელსაც აქამდე მიუღებლად მიიჩნევდით.
სიზმრის მნიშვნელობა სკას შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში სკას ნახვა- ცოტა ხნით უნდა განცალკევდეთ საზოგადოებისგან და მარტო იყოთ. პრობლემები და მცირე გაუგებრობები არ გასვენებთ, თუმცა ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მათ ყურადღება არ მიაქციოთ. თუმცა, იმისთვის, რომ ნამდვილად დამშვიდდეთ, ყველაფერზე ზედმიწევნით უნდა დაფიქრდეთ, და საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე ყურადღება არ გადაიტანოთ. სიზმარში სკებს შორის სიარული - თქვენს მეგობრებს არ ენდობით, თუმცა მათ ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რაც შეიძლება ღალატად ჩათვალოთ. სკების გაკეთება- სიზმარი პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოასწავებს, არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც უნდა იზრუნოთ.
სიზმრის მნიშვნელობა ფუტკრის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ფუტკრების გროვის ნახვა ქალისთვის მოასწავებს შეხვედრას ადამიანთან, რომელიც მასში თავდაპირველად მხოლოდ სექს-პარტნიორს დაინახავს. ეს გარემოება ძალიან შეგაწუხებთ, ამიტომაც ამ ადამიანთან ურთიერთობისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ
სკა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში სკას ნახვა იმის ნიშანია, რომ მომავალში რთულად გადასაწყვეტი პრობლემების დიდ რაოდენობას შეხვდებით. თუ სიზმარში სკას რამდენიმე ადამიანი აკვირდება, ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ცოტა ხანში იმ სახელმწიფოს სათავეში, რომელშიც ცხოვრობთ, ძალიან ბრძენი ადამიანები მოვლენ, მაგრამ მათ დრო დასჭირდებათ იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი ხელებით აკეთებთ სკას, თქვენს გზაზე წარმოქმნილ დაბრკოლებებს მარტივად გადალახავთ. სიზმარში იმის ნახვა, რომ ვიღაც სკას აკეთებს, ნიშნავს, რომ მომავალში ძალიან ძლიერ ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე საგრძნობ გავლენას მოახდენს. სიზმარში სკაში ხელის ჩაყოფა იმედგაცრუებას ნიშნავს. ასეთი სიზმარი მოწმობს იმას, რომ მომავალში ახლო ადამიანებში იმედი გაგიცრუვდებათ. შესაძლოა, რომ ის, ვისაც ახლა ნამდვილ მეგობრად თვლით , სინამდვილეში ბოროტი, შურიანი ადამიანი აღმოჩნდეს. სიზმარში ცარიელი სკას ნახვა სერიოზულ დანაკარგს ნიშნავს. შესაძლოა, რამე ძალიან ძვირფასს დაკარგავთ და ამის გამო ძლიერ იდარდებთ.