კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ჩანჩქერი
მილერის მიხედვით
სიზმარში ჩანჩქერის ნახვა მოასწავებს, რომ თქვენს აულაგმავ სურვილებს შეიკავებთ და ბედი თქვენს წარმატებებს ხელს შეუწყობს
დაგესიზმრათ წყალი
მილერის მიხედვით
სიზმარში სუფთა წყლის ნახვა მოასწავებს, რომ კეთილდღეობისა და სიამოვნების სასიხარულო პერსპექტივა გელოდებათ. თუ წყალი ბინძურია, საშიშროება გელოდებათ და სიხარულის ადგილს დარდი დაიკავებს. თუ ხედავთ, რომ წყალმა თქვენი სახლი დატბორა და მისი დონე მატულობს,- ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა, სიბოროტესთან დაპირისპირება მოგიწევთ, მაგრამ თუ დაინახეთ, რომ წყლის დონე იკლებს,- საშიშ გავლენას დაექვემდებარებით. თუ ნოტიო მიწაზე დადიხართ და გრძნობთ, რომ ფეხები გისველდებათ, ეს უსიამოვნებებს, ავადმყოფობასა და სიღარიბეს მოასწავებს, რომლებიც რთული ამოცანების გადაჭრას გაიძულებთ, მაგრამ თქვენი სიფრთხილით მათ თავიდან აირიდებთ. იგივე ახსნა შეიძლება იყოს გამოყენებული ბინძური წყლის მიმართაც, რომელიც გემს ტბორავს. ბინძურ წყალში ჩავარდნა იმის ნიშანია, რომ ბევრ შეცდომას დაუშვებთ და ამის გამო დაიტანჯებით. ბინძური წყლის დალევა ავადმყოფობას მოასწავებს, მაგრამ სუფთა წყლის დალევა ყველაზე გამბედავი იმედების ასრულების ნიშანია. წყალში სპორტით დაკავება სიყვარულისა და ვნების მოულოდნელ გამოღვიძებას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ წყლის წვეთები გეცემათ, ეს სიყვარულის ვნებიან გამოღვიძებას ნიშნავს, რომელიც ბედნიერად დასრულდება. შემდეგ სიზმარსა და მოვლენებს რეალურ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი ასე გადმოსცემს: " უცნობია, როგორ აღმოვჩნდი თეთრ ნავში, რომელიც სუფთა წყალზე ნავსაყუდელისკენ მიცურავდა. შემდეგ საღამოს მშვენიერი სტუმარი მყავდა- ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჩემთან დედის მიერ დაწესებულ დროზე მეტხანს დარჩა და რის გამო დედა მეჩხუბა". ცისფერი წყალი და მშვენიერი თეთრი ნავი პერსპექტივაში იმედგაცრუების სიმბოლოები აღმოჩნდნენ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი წყლის შესახებ
ვანგას მიხედვით
წყალი ცვლილებების, დაპირისპირების მოგვარების, ევოლუციის, განახლების, ცოდვების მონანიებისა და შეწყალების სიმბოლოა. სიზმარში სუფთა ცივი წყლის დალევა- რეალობაში სამყარო განახლდება, და გაწმენდისა და აღდგენის ამ პროცესში ჩართული იქნებით თქვენ გარშემომყოფ სხვა ადამიანებთან ერთად. თუ დაგესიზმრათ, რომ ზემოდან წყალი გასხამთ, ეს არის მომავალი კოსმოსური გავლენის მომასწავებელი, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა არაგონივრულია. თუ კოსმოსთან ჰარმონიის მოპოვება გამოგივათ, დიდებული ადამიანი გახდებით და სახელს მთელ მსოფლიოში გაითქვამთ. ბინძური წყლის ნახვა უბედურების, სიტუაციისა და ადამიანებთან ურთიერთობების სირთულის ნიშანია. გამოავლინეთ სიკეთე და მოთმინება, თორემ უღირსი შთაბეჭდილებებით დაისვრით სულს. თუ სიზმარში ნახეთ, თუ როგორ ტბორავს წყალი თქვენს სახლს, რეალობაში სიახლეების ნაკადს ელოდეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი თქვენს თვითშეგნებასა და ადამიანებთან ურთიერთობებს კარდინალურად შეცვლის. წყალში ჩაძირვა- რეალობაში მოვლენების კანონზომიერ მსხვლელობას ეწინააღმდეგებით, რის გამოც ჯანმრთელობას გაიუარესებთ და სიცოცხლეს შეამოკლებთ. სიზმარში წყლის ზედაპირზე წრეების ნახვა- მომავალ ცვლილებებს ძლივს გადაიტანთ, მაგრამ საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებზე ძალაუფლებას მოიპოვებთ, თუ ამ მოვლენებს გაუძლებთ.
რატომ გვესიზმრება წყალი
ცვეტკოვის მიხედვით
სუფთა, ცივი წყლის დალევა- ბედნიერებისკენ, ჯანმრთელობისკენ; ბინძური, თბილი წყლის დალევა- ავადმყოფობისკენ; ბინძურ წყალზე სიარული- იმედგაცრუება უკეთესობისკენ; წყალში ჩაყვინთვა- პირადში რთულ მდგომარეობაში აღმოჩენა; თავით ჩაყვინთვა- საშიშროებისგან თავის არიდება. დასველება- შერცხვენა სიყვარულში, ღალატი და პირადი გეგმების ჩაშლა; დაბანა- სიხარულისკენ, გათავისუფლებისკენ; დასხმა- სირცხვილი, შეცდომა; მორწყვა- დანაკარგი; ჩანჩქერის ყურება- საშინელი შეხვედრა; თავზე დაწვეთება- მოულოდნელი ვნება; წყლის ამოღება- უბედურება; მდინარიდან წყლის ამოღება- ვინმესგან ფული; ჭიდან- უბედურება; თბილი წყლის დალევა- იმედგაცრუება, ავადმყოფობა; ვინმეს წყლის ქვეშ ნახვა- წარსული; ამოტივტივდა- ურთიერთობების ან დარდის აღდგენა, წარსულის გამო სინანული; ჭიდან გადმოედინება- ქონების დაკარგვა; უბედურება ახლობლებთან ; ( გადმოედინება იქიდან, საიდანაც არ უნდა გადმოედინებოდეს)- უსიამოვნებები, რაც გადინების ადგილზეა დამოკიდებული; კედლიდან- უსიამოვნებები ქმრისგან ან ოჯახში; ჭერიდან- უფროსობისგან; იატაკიდან- უსიამოვნებები მტრებისგან ან მეგობრების ღალატი; მილებიდან- ცილისწამება მძინარეზე.
სიზმარში წყლის ნახვა
ლოფას მიხედვით
წყალი კაცობრიობის ისტორიაში დიდ როლს თამაშობს. იმის მიუხედავად, არის თუ არა საუბარი ღრმა ტბაზე, მდინარეზე, რომელშიც სიცოცხლე არსებობს, თუ ოკეანეზე, რომელიც ადამიანებს შთანთქავს, წყალი მეგობარიც არის და მტერიც. თუ სიზმარი ამ მნიშვნელოვან სიმბოლოს რომელიმე ფორმით შეიცავს, უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი როლის გაგება. წყალი სიზმარში ძლიერი სიმბოლოა, იმიტომ რომ ხშირად ის გრძნობების უმაღლეს წერტილს ემთხვევა. თუ სხვა ობიექტებს მომადუნებელი ეფექტი აქვთ, მაშინ მოჩუხჩუხე ნაკადული, რომელიც მინდორზე მიედინება, ამ ეფექტს აძლიერებს. თუ რომელიმე სიმბოლო შიშისა და მღელვარების გრძნობას წარმოშობს, ბობოქარი ოკეანე მას აძლიერებს. წყალს სიმბოლური, პირველადი მნიშველობა აქვს, რომლის თანახმად, ის ან სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს, ან საიდუმლოს ინახავს, საშიშროებას მალავს. ეს არის წყალთან ადამიანის ურთიერთობის ანარეკლი. მონადირეებმა მალე გაიგეს, რომ წყალი სიცოცხლის ცენტრალურ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს. წყურვილისგან უფრო მალე იხოცებიან, ვიდრე შიმშილისგან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, თუ სად იყო წყალი, რადგანაც ამის მიხედვით საკვებსაც ნახულობდნენ. თუმცა, ვაჭრობის გავრცელებასთან, წყალი გარდაუვალი სიბოროტე გახდა, რომელიც უცნობ საშიშროებებს მალავდა. წყალზე მოგზაურობა საშიში და იდუმალი იყო, რადგანაც ზღვის ბინადრებს, შტორმებს, ბობოქარ ზღვებს ბევრი მოგზაურის სიცოცხლე ეწირებოდა; დაბინძურებული წყალი საქონელს აავადებდა და ავადმყოფობებს ავრცელებდა. წყალზე დადებითი შეხედულების ხაზგასმით, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ის ახალი სიცოცხლის, ძალებისა და ენერგიის აღდგენის სიმბოლოს წარმოადგენს. სიზმარში წყალი ნორმალური რაოდენობით ან მართვად გარემოში თითქმის ყოველთვის იწვევს ამ გრძნობას. მართვადი წყალი პრობლემების გადაჭრის გასაღებს წარმოადგენს. თუ სიზმარში არის ტბა, ჩანს თუ არა მისი სანაპირო ზოლი ? თუ გესიზმრებათ მდინარე ან ნაკადული, ხომ არ გამოვიდნენ ნაპირიდან, და შეგიძლიათ, რომ ისინი ჩვეულებრივი ხერხით გადალახოთ? ეს არის მართვადი წყლის მაგალითები. ასეთი სახით წარმოდგენილი წყალი ხშირად განახლებას მოწმობს. მაგალითად, დაღლილ მოგზაურს უცებ ნაკადული ხვდება. ადგილი, სადაც მოგზაურობის გასაგრძელებლად ძალების მოკრება და შესვენება შეიძლება, ახლოსაა. შესაძლოა, ის წყალზე ნელა ცურავს ნავით. ალბათ, მძინარე ცხოვრებისეული საზრუნავისგან დასვენებაზე ოცნებობს ან ასეთი შესაძლებლობის სპეციალურად შექმნას ცდილობს. უმართავი წყალი მღელვარების გრძნობას წარმოშობს. ბობოქარი მდინარეები და ტბები უმართავ გარემოს ასახავს, რომელშიც მძინარე იმყოფება. მშვიდი ღრმა წყალი, რომელიც გამაცოცხლებელი ჩანს, ასევე წარმოშობს მღელვარების გრძნობას. ამის მიზეზი არის ფარული პოტენციური საშიშროება და იმის არცოდნა, რაც სიღრმეში იმყოფება. ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადი ხასიათის მტკიცებებისგან გამონაკლისს წყალსადენის ონკანი წარმოადგენს. სიზმარში უნდა განსაზღვროთ, ონკანს მძინარე თუ სხვა პირი აკონტროლებს და რა მიზნით კეთდება ეს. თუ მძინარე ონკანს არაეფექტურად მართავს, შეიძლება ვივარაუდოთ: ის გრძნობს, რომ ვერ აკონტროლებს და უბრალოდ გარემოებებს ვერ უმკლავდება, ან, ონკანში წყალი არ არის, რაც უარესია. თუ ონკანს სხვა პირი აკონტროლებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ მძინარე გრძნობს, რომ მისი მდგომარეობა, იმის მიუხედავად, კარგია ის თუ ცუდი, სხვა ადამიანის სურვილით განისაზღვრება. ამ სურვილმა შეიძლება მნიშვნელოვანი დისკომფორტი ან კომფორტი აგრძნობინოს, იმის მიხედვით, თუ ვისგან მომდინარეობს ის: არაპროგნოზირებადი უფროსისგან, საყვარლისა თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი სხვა პირებისგან.
წყალი
აიურვედას მიხედვით
დაბადების სიმბოლოს წარმოადგენს
წყალი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
წყალი სიცოცხლის სიმბოლოა. სუფთა წყლის ნახვა კარგ ამინდს მოასწავებს, რომელიც აგრარული სამუშაოებისთვის ბევრ სარგებელს მოიტანს. წყლის დალევა და ჭიქაში ბუზის ნახვა- ეს სიზმარი სასამართლო პროცესს , დარდს და ცილისწამებას ნიშნავს, რომლებიც საზოგადოების განწყობას და ხვალინდელი დღის მის რწმენას შეცვლიან. წყალზე სიარული და კობრის ნახვა- ეს სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ ურთიერთობები იაპონიასთან კრიტიკულ წერტილამდეა მიყვანილი, მაგრამ ძალადობასა ან ომის გამოცხადებამდე საქმე არ მივა. წყლის ქვეშ სეირნობა და დელფინებთან საუბარი იმის მომასწავებელია, რომ მსოლფიოს ადრე უცნობ ერს გააცნობთ. მჩქეფარე წყლის ნახვა ახალი სწავლების ან მეცნიერების წარმოშობის, აღმოჩენებისთვის ხელსაყრელი პერიოდისა და რთული ცდების ჩატარების ნიშანია. სისხლიანი წყლის ნახვა- ეს სიზმარი მორიელის დაბადებას მოასწავებს, რომელიც დიდებული და საყოველთაოდ ცნობილი ადამიანი გახდება.