სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ელვა
მილერის მიხედვით
ელვა თქვენს სიზმრებში ბედნიერებასა და აყვავებას მოასწავებს დროის ხანმოკლე პერიოდისთვის. თუ ელვა თქვენ გვერდით არსებულ რომელიმე ობიექტს ანათებს და შოკი იგრძენით, მაშინ მეგობრის იღბლიანი ბედით აღელვებული იქნებით, ან პირიქით, ჭორებისა და ჭორიკნების გამო დაიტანჯებით. სიზმარში შავ ღრუბლებს შორის შავი ელვის ნახვა იმის ნიშანია, რომ სევდა და სირთულეები კიდევ დიდხანს თან გეახლებათ. თუ ელვამ გაგანათათ- მოულოდნელი უბედურება თქვენს სულს შეარყევს. სიზმარში საკუთარი თავის ზემოთ ელვის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც სიხარულსა და მყარ შემოსავალს გპირდებათ. ელვა, რომელმაც სიბნელეში შავ ღრუბლებს შორის გაანათა, ყოველთვის მოასწავებს მუქარას, დანაკარგსა და იმედგაცრუებას: ბიზნესმენები თავისი ბიზნესით უფრო მეტად უნდა დაკავდნენ, ხოლო ქალები- ქმრების, დედებისა და შვილების გვერდით უნდა იყვნენ. ავადმყოფები , ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, ზრუნვას საჭიროებენ.
დაგესიზმრათ კოკისპირული წვიმა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში კოკისპირულ წვიმას ხედავთ- ნიშნავს, რომ მალე დიდ მღელვარებას განიცდით.
დაგესიზმრათ მეხი
მილერის მიხედვით
სიზმარში მეხის გაგონება თქვენი საქმეების გაუარესებას ნიშნავს. დაუმთავრებელი მეხის მოსმენა საზრუნავს და მოახლოებულ უბედურებას ნიშნავს. მეხის დაცემა, რომლის გამოც მიწა იძვრის, დიდ დანაკარგსა და იმედგაცრუებას მოასწავებს.
დაგესიზმრათ საფრთხე
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში საკუთარ თავს სასიკვდილო საშიშ სიტუაციაში ხედავთ- ეს ნიშნავს, რომ გაუგებრობისგან გამოხვალთ და პატივსაცემ პოზიციას დაიკავებთ; მაგრამ თუ გარდაუვალ საფრთხეს თავი ვერ აარიდეთ და სიზმარში კვდებით ან დაიჭრებით, რეალობაში საქმეებში დაზარალდებით, ხოლო სახლში მცირე უსიამოვნებები გექნებათ. თუ შეყვარებული ხართ- ეს სიზმარი მოასწავებს იმას, რომ თქვენი სამომავლო გეგმები დროის შემოწმებას ვერ გაუძლებს და მათზე უარს იტყვით.
ელვა სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში კაშკაშა ელვის ნახვა ნიშნავს, რომ რეალობაში შორიდან მოულოდნელ ამბავს მიიღებთ. თუ სიზმარში ელვა მოგხვდათ, ეცადეთ, რეალობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, რადგანაც სხვები კონფლიქტში თქვენს ჩარევას შეეცდებიან. სიზმარი, რომელშიც ნახეთ, თუ როგორ ჩამოვიდა ციდან სფეროსებური ელვა, კოსმოსიდან შემოსევას ნიშნავს. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ იხოცებიან ადამიანები სფეროსებური ელვისგან მიღებული დამწვრობის გამო, ცუდი ნიშანია. გარემოს დაბინძურების გამო შესაძლებელია, ეკოლოგიური კატასტროფა მოხდეს. სიზმარი, რომელშიც ელვა ნახეთ ან მეხის ხმა გაიგონეთ, გაფრთხილებას წარმოადგენს. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებისეულ პოზიციებს უნდა გადახედოთ.
ელვის შესახებ სიზმრის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ელვის ნახვა- თქვენს ცხოვრებაში მალე რაღაც ისეთი მოხდება, რასაც არ ელოდით. ალბათ, ეს იქნება საწინააღმდეგო სქესის ადამიანის გაცნობა, რომელთანაც ერთად ბევრ დროს გაატარებთ. დასაწყისში, შეიძლება მასში არაფერი მიმზიდველი არ შენიშნოთ, შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ ის თქვენი ადამიანი არ არის. თუ სიზმარში იმ ადგილას დგახართ, სადაც მეხი დაეცა, ეს არის ახალი სიყვარულის სიმბოლო, რომელიც ისევე მოულოდნელად გაჩნდება, როგორც სიზმარში მეხი დაეცა. ალბათ, ეს ერთი ნახვით სიყვარული იქნება. ნუ ეცდებით მოვლენების წინასწარ ამოცნობას, ყველაფერი მოულოდნელად მოხდება. თუ მეხი დაეცა იქ, სადაც რომელიმე თქვენი ახლობელი ( განსაკუთრებით, თქვენი პარტნიორი) იმყოფებოდა, ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანს უახლოეს მომავალში შეიძლება პრობლემები გაუჩნდეს სექსუალურ ცხოვრებაში და ამაში თქვენც ითამაშებთ გარკვეულ როლს. ეს მალე არ მოხდება, ასე რომ ყურადღებით იყავით იმის მიმართ, თუ როგორ იქცევით, შესაძლებელია, სირთულეების თავიდან აცილება გამოგივათ. თუ თქვენს სიზმარში ელვამ რაღაც საგანი გაანადგურა, ეს იმის სიმბოლოა, რომ თქვენი მომავალი სიყვარული არა მხოლოდ ყოვლისშთანმთქმელი, არამედ ისეთიც გახდება, რომლის გულისთვისაც ყველაფრის მიტოვება მოგინდებათ. ეცადეთ, რომ თქვენი ვნების გამო რაც შეიძლება ნაკლები ნათესავი დაზარალდეს.
მეხი
აიურვედას მიხედვით
დიდ ცხოვრებისეულ საფრთხეს მოასწავებს. აქამდე ერთგული მეგობრები მიგატოვებენ. თუ სიზმარში სადღაც შორს მეხის ხმა გესმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სირთულეებს გაუმკლავდებით.
რატომ გვესიზმრება ელვა
ცვეტკოვის მიხედვით
წარმოუდგენელი ამბები, საშიში მდგომარეობა
რატომ გვესიზმრება ელვა
ცვეტკოვის მიხედვით
მძინარის გვერდით ელვა- გაფრთხილება, განდევნა; მძინარეს დაეცა- პატივი, სახლს- წარმოუდგენელი ამბები ან ცვლილებები; გაანათა ღრუბლები, საგნები- დახმარება უბედურების დროს ან გართულებულ მდგომარეობაში.
რატომ გვესიზმრება მეხი
ცვეტკოვის მიხედვით
შორეული- გაფრთხილება, ცვლილებები; მეხის დაცემა- სურვილების ასრულება; მეხი- მოულოდნელი კეთილდღეობა, ბედის მაუწყებლის ნიშანი; გეშინია- ბედნიერება პირადში.
რატომ გვესიზმრება საფრთხე
ცვეტკოვის მიხედვით
სიზმარში საფრთხის გრძნობა- წარმატება; შეყვარებულებისთვის- კამათი
რატომ გვესიზმრება სიზმარი ელვის შესახებ
ვანგას მიხედვით
ელვა განადგურებისა და უბედურების სიმბოლოა. სიზმარში ცაზე ელვის ნახვა ხანძრებს მოასწავებს, რომლებიც ბევრ სახლს გაანადგურებენ, ასევე ბევრ სიკვდილს და სასუნთქი ორგანოების დაავადებებს გამოიწვევენ. თუ გესიზმრებათ, რომ მეხი დაეცა სახლს ან ხეს და დაწვა ისინი, ეს ნიშნავს, რომ ზეცის მრისხანების მოწმე გახდებით, რომელიც ბევრ ადამიანს მათი ცოდვების, ბოროტი განზრახვების და საქმეების გამო დასჯის.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ჭექა-ქუხილის შესახებ
ვანგას მიხედვით
ეს სიმბოლო სიზმარში ღვთის ნების გამოვლინებად ითვლება. ზოგიერთ შემთხვევაში, ჭექა-ქუხილი ნიშნავს კონფლიქტს, შეშინებას, სიახლეს, მრისხანებას. სიზმარში ჭექა-წუხილის და მეხის შეგეშინდათ- ეს სიზმარი მოწმობს იმას, რომ არაწესიერ ცხოვრებას ეწევით, ამიტომაც შეგიძლიათ ჩათვალოთ ეს სიზმარი, როგორც გაფრთხილება ზემოდან. სიზმარი, რომელშიც ძლიერი კოკისპირული წვიმის ქვეშ მოხვდით, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში კონფლიქტი იმაზე მალე დასრულდება, ვიდრე გგონიათ. ჭექა-წუხილი არ შეგეხოთ და არც ერთი წვეთი არ დაგეცათ- რეალობაში თქვენი მოქნილობისა და ყველაზე რთული სიტუაციებიდან გამოსავლის ნახვის უნარის წყალობით შეიძლება თავიდან აიცილოთ თქვენი ხელმძღვანელობის უსამართლო მრისხანება. თუ ჭექა-წუხილის დროს თქვენს სახლზე მეხი დაეცა- ეს მოულოდნელ სიახლეებს მოასწავებს. დაგესიზმრათ, რომ კოკისპირული წვიმა სახლს ტბორავს, მოსალოდნელი წყალდიდობისგან დამალვას ცდილობთ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოა. მთლიანი სივრცე წყლითაა დატბორილი და წყლის დონე სულ უფრო მაღლა იწევს. არა მხოლოდ თქვენი სახლი, არამედ ირგვლივ ყველაფერი წყლის ქვეშ იძირება. კოკისპიურილი წვიმა ანგრევს მაღალ სახლებსა და ნაგებობებს, როგორც ცარიელ ნაჭუჭს, და მალე ყველაფერი ირგვლივ ქრება. ეს სიზმარი ეკოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს, რომლის შედეგადაც შეიძლება სერიოზულად დაზარალდეთ.
რატომ გვესიზმრება წვიმა
ცვეტკოვის მიხედვით
ხმაურობს- დროის დაკარგვა; გარჩევები; წყნარი- გამართლება; ძლიერი- დიდი უიღბლობა შეძლებულთათვის; ღარიბებისთვის - ფული; ავადმყოფებისთვის- გამოჯანმრთელება; დასველება- გაჩერება, ავადმყოფობა, მემკვიდრეობის გაყოფა; მზით- სასიამოვნო ცვლილება; თავი დაგისველდათ- ვნება; ქვიშით ( წყნარი წვიმა)- ბარაქა.
რატომ გვესიზმრება ჭექა-ქუხილი
ცვეტკოვის მიხედვით
საზრუნავი, ზრუნვა; ღარიბს- კეთილდღეობა; მდიდარს- გაკოტრება; მეხით ( პატიმარს)- გათავისუფლება; ავადმყოფს- განკურნება.
სიზმარში ელვის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარში ელვა სხვადასხვანაირად აიხსნება. ზოგიერთებს მოსწონთ ელვები- და ისინი ამ ელემენტის წინააღმდეგი არ არიან. სხვებს მისი ძალა და არაპროგნოზირებადობა აშინებთ. თუმცა, ძალის ბევრი სხვა გამოვლინება არსებობს, რომლებიც ყურადღებას იმსახურებს. შეგიძლიათ ელვის მართვა- ეს არის რეალურ პრობლემებთან გამკლავების მცდელობა . ამ შემთხვევაში, ელვა არის ძვირფასი იარაღი იმედგაცრუების და დეპრესიული მდგომარეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ელვისებურად მოაშორეთ ის თქვენი გზიდან. ელვა ასევე გაფრთხილებასაც წარმოადგენს. თუ ცხოვრებაში ელვის გეშინიათ, ელვის ეფექტი შეიძლება გვერდით მყოფმა ადამიანმა ან იმ შენობამ გამოიწვიოს, რომელშიც შედიხართ. ასეთი სახით გონება ვიზუალურ გაფრთხილებას წარმოგიდგენთ. ამაში ღვთიური დასჯის, მრისხანების ელემენტიც არსებობს, რომლებიც ელვის სახით გამოვლინდება და ბერძენ ღმერთ ზევსს და ნორდიკულ ღმერთ თორს განასახიერებს. სად დაეცა მეხი? ვინმე დაზიანდა სერიოზულად? საიდან გაჩნდა ელვა და რა მომენტში?
სიზმარში მეხის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარში ხმის ეფექტები ფილმებში საუნდტრეკების ზემოქმედებას ჰგავს. სიზმარში მეხი შეიძლება გაჟღერდეს იმ სცენებში, რომლებიც რეალობაში ქარიშხლის ან ჭექა-ქუხილის ყველანაირ შესაძლებლობას გამორიცხავს. როდესაც ეს ხდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ფსიქოლოგირი დისბალანსი, მღელვარება, რომ ყველაფერი შეიძლება არც ისე კარგად იყოს, როგორც ჩანს. ასეთი სიზმარი შეიძლება დაგესიზმროთ, თუ რეალობაში გარშემომყოფებთან ძალიან ცუდი ურთიერთობები გაქვთ.
სიზმარში წვიმის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარში ამინდი, ჩვეულებრივ, ანალიზისთვის ინტერესს არ წარმოადგენს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის რაღაც მიზეზების გამო მძინარის მხედვლობის ველში ხვდება. წვიმა ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს. მიზეზი მდგომარეობს წყლის პირდაპირ კავშირში ნაყოფიერებასთან, რომელსაც ბევრი კულტურა აღიარებს. სიზმრებში, სადაც წვიმასა და ნაყოფიერებას შორის ტოლობის ნიშანია, წვიმას განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს. მან შეიძლება უბრალოდ გვალვა დაასრულოს ან დახურულ სივრცეში წამოვიდეს, თანაც, მხოლოდ გარკვეულ ადამიანებს მოხვდეს. არის თუ არა წვიმა თქვენი შფოთვის წყარო თუ სიზმრის სცენარისთვის სასიამოვნო დამატებაა?
წვიმა
აიურვედას მიხედვით
ეს სიზმარი დიდ სირთულეებს მოასწავებს, განსაკუთრებით თუ ძლიერი წვიმაა. მცირე წვიმა კი მშვიდი და ბედნიერი ცხოვრების მაუწყებელია.
ჭექა-ქუხილის შესახებ სიზმრის მნიშვნელობა
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ჭექა-ქუხილის ნახვა ან გაგონება თქვენ მიმართ დიდი ხნის ნაცნობის ძლიერი ვნების ანთებას მოასწავებს. ამის გამო ძალიან გაოცებული იქნებით.