დაგესიზმრათ გოგირდი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ გოგირდს, ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა იყოთ საქმეებში, რადგანაც თქვენ წინააღმდეგ ცილისწამებაა ჩაფიქრებული. თუ გოგირდი იწვის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ქონებას უნდა მოუაროთ. თუ სიზმარში გოგირდს ჭამთ- ნიშნავს, რომ დიდი ხნით შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას და ცხოვრებისგან მიიღებთ სიამოვნებას.
დაგესიზმრათ ნაგავი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნაგვის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს საქმეებს ცუდად გაუმკლავდებით. ბევრი ნაგავი საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საზრუნავს მოასწავებს. შესაძლებელია წარუმატებლობები საქმეებში, ან დამამცირებელი სიტუაციები ადამიანთა შორის ურთიერთობებში.
დაგესიზმრათ ჭუჭყი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ჭუჭყზე დადიხართ, ნიშნავს, რომ მეგობრების ნდობასა და ოჯახში მშვიდობას დაკარგავთ, რაც თქვენივე ბრალი იქნება. თუ სხვები დადიან ჭუჭყზე, ეს თქვენზე საშინელ ჭორებს მოასწავებს, რომლებსაც თქვენი მეგობარი ან თანამშრომელი ავრცელებს. გლეხისთვის ეს სიზმარი არის ცუდი მოსავლისა და მოგების შემცირების ნიშანი. თავის ტანსაცმელზე ჭუჭყის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს რეპუტაციას საფრთხე ემუქრება. თუ ტანსაცმელს ჭუჭყისგან წმენდთ, მტრების ცილისწამებას თავიდან აიცილებთ.
რატომ გვესიზმრება ლაქები კაბაზე
ცვეტკოვის მიხედვით
სინდისის ქენჯნა, საეჭვო ურთიერთობები
რატომ გვესიზმრება ნაგავი
ცვეტკოვის მიხედვით
დიდი საქმეები; სახლიდან ნაგვის გატანა- საკუთარ თავს ან სხვას გაიტან.
რატომ გვესიზმრება ჭუჭყი
ცვეტკოვის მიხედვით
თუ მიეკრო- ავადმყოფობა; დასვრილი- ცილისწამება; ფეხები ჭუჭყში- უსიამოვნებები პირადში; ჭუჭყში ჩავარდნა- საცხოვრებლის შეცვლა.
ჭუჭყი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
ჭუჭყი არის სიმდიდრის, აქტიური საქმიანობის, მოვლენათა სიმრავლისა და ჭორების სიმბოლო. გაუვალი ჭუჭყის ნახვა არის ღრუბლების , მძიმე დროის და ავადმყოფობების სიმბოლო, რომლებიც ყველაზე შეუსაბამო მომენტში დაემართება ადამიანებს. ბევრი ჭუჭყით სავსე ქალაქის ნახვა ბუნებრივ კატასტროფას, ქარბორბალას, ცუნამის ნიშნავს, რომლებიც არა მხოლოდ მატერიალურ სირთულეებს გამოიწვევენ, არამედ მმართველების სიკვდილის ან გადადგომის მიზეზიც გახდებიან. ოქროს მონეტების ჭუჭყში ნახვა- სიზმარი, რომელიც უღირსი ადამიანის თაყვანისცემას მოასწავებს, რომელიც თავის მმართველობას უზომო პატივმოყვარეობითა და თაობების მიერ დაგროვილი მატერიალური სიმდიდრის ხარჯვით დააგვირგვინებს. თუ ადამიანი საკუთარ თავზე ჭუჭყს ისვამს, ეს არის ავადმყოფობის ნიშანი, რომელიც ადამიანებს დატანჯავს და რომლის საწინააღმდეგო წამალიც არ იქნება, ადამიანები დატოვებენ ქალაქებს და ბუნების ძალებს მიმართავენ განსაკურნებლად. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ ასხამენ ჭუჭყს თეფშებზე, არის სიმდიდრისა და საყოველთაო აყვავების ეპოქის, ასევე უზრუნველობისა და უზრუნვეყოფის მომასწავებელი. ჭაში სუფთა წყლის ნაცვლად ჭუჭყის ნახვა, რომელშიც ბაყაყები გაჩნდნენ,- ეს სიზმარი ნიშნავს, რომ საფრანგეთს დასალევი წყლის მოპოვება გაუჭირდება დიდი ავარიის გამო, რომლის ლიკვიდაციასაც ბევრი დრო დასჭირდება. თუ სიზმარში ბავშვები ჭუჭყში ხტუნავენ, ეს იმის ნიშანია, რომ ქალაქები ცხოვრების ფორმას აღარ წარმოადგენენ და ადამიანებს ბუნებასთან დაახლოება მოუნდებათ. თუ სიზმარში ხელებიდან ჭუჭყის ჩამობანას ცდილობთ, ეს არის სიმბოლო, რომელიც დიდ ფულს, სიმდიდრეს, საქმეებში წარმატებას მოასწავებს. თუ სიზმარში ჭუჭყს დააბიჯეთ- რეალობაში თქვენი სისუსტეები ჭორების ობიექტი გახდება. ჭუჭყში ჩავარდნა- თქვენი გაუაზრებელი ქმედებები ახლობლებთან კამათის მიზეზი გახდება. ტანსაცმელი ჭუჭყით დასვარეთ- ცილისწამება და ინტრიგები. სიზმარი, რომელშიც ჭუჭყიანი ფეხსაცმელი ნახეთ, მტრობასა და განცალკევებას ნიშნავს. უფრო თავშეკავებული იყავით, არ ჩაერიოთ კონფლიქტში. ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარეცხვა იმის ნიშანია, რომ თქვენს რეპუტაციას საფრთხე ემუქრება.
ჭუჭყიანი წყალი
სიზმრების ქალური ახსნის მიხედვით
ჭუჭყიან წყალს სვამდით? უახლოეს დროს ავად გახდებით, თანაც, თავდაპირველად სიმპტომებიც არ გამოვლინდება. ამიტომაც, ასეთი სიზმრის შემდეგ მალევე უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გამოიკვლიოთ და გამოავლინოთ ავადმყოფობა პირველივე ეტაპზე. ამის წყალობით, მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტურად ჩაივლის, უფრო მალე გამოკეთდებით. თუ სიზმარში ნახეთ ჭიქა ჭუჭყიანი წყლით, უსიამოვნებებს ელოდეთ. მაგრამ გაქვთ მათი თავიდან აცილების შანსი. ამისთვის უფრო ყურადღებით უნდა აირჩიოთ ბიზნეს- პარტნიორი, და ეცადოთ, დროზე ადრე არ გაახმოვანოთ თქვენი სამუშაო გეგმები, საქმიანი იდეები. დიასახლისებისთვის მსგავსი სიუჟეტი მეუღლის ღალატს მოასწავებს. ამას გარდა, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ ნათესავებს, ბავშვებს. შესაძლოა, საერთო ღონისძიებაც უნდა ჩაატაროთ, მაგალითად- ბუნებაში გახვიდეთ.
ჭუჭყიანი წყალი
ცვეტკოვის მიხედვით
მოცემული ახსნის თანახმად, ჭუჭყიანი წყალი სიზმრის მნახველის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ასახავს. ალბათ, ამ მომენტში თქვენი გონება რაღაც პრობლემებით, სირთულეებით არის დაკავებული, მას უსასრულო კითხვები ტანჯავს. თუ სიზმარში თქვენ გარშემო ბინძური წყალია, უნდა გაჩერდეთ, ოდნავ შეისვენოთ, ქვეცნობიერი ხომ დახმარებას გთხოვთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ ნიშანს, სანამ ეს უფრო სერიოზულ პრობლემად არ გადაიქცა. თუ სიზმარში ჭუჭყიანი წყალი დაკავშირებულია ისეთ სტიქიურ მოვლენებთან, როგორიცაა ცუნამი, წყალდიდობა, თქვენ შიგნით ქაოსი სუფევს. მოაწესრიგეთ თქვენი შინაგანი სამყარო, ეცადეთ, რომ ჰარმონია მოიპოვოთ, და შეეშვით შინაგან ბრძოლას. თუ, ამასთან, ჭუჭყიანმა ნაკადმა ყველაფერი წალეკა, თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველანარ დაბრკოლებას შეხვდებით. ამას გარდა, სიზმრები ჭუჭყიანი წყლის შესახებ ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს.
ჭუჭყიანი წყალი
ხასსეს მიხედვით
დაბინძურებულ სითხეს სხვადასხვა უსიამოვნებას- ინტრიგებს, ჭორებს, დანაკარგს უკავშირებენ. სიზმრის მნახველი უფრო ყურადღებით უნდა იყოს, რათა არ მოატყუონ მას. თანაც, შეიძლება ვინმე ახლობელმა მოატყუოს. თუ ეს ბინძური ტბა იყო- უსიამოვნებების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება. მდინარე სწრაფად მიედინება? გზაზე მალე დაბრკოლება გაჩნდება. თუ ჭუჭყიან გუბეს დააბიჯეთ, მალე ისეთ საქციელს ჩაიდენთ, რომლის გამოც ინანებთ. ამიტომაც, აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიიღეთ, რადგანაც მათ შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალონ.
ჭუჭყიანი წყალი
მილერის მიხედვით
ჭუჭყიანი წყალი ნახეთ? გელოდებათ ავადმყოფობა, საზრუნავი, მატერიალური სირთულეები. თანაც, ბევრი ტანჯვა არის დაშვებული შეცდომების შედეგი. ზოგიერთ შემთხვევაში, ჭუჭყიანი წყალი ნეგატიურ ცვლილებებს მოასწავებს. თუ, ამასთან, ფეხები დაგისველდათ, რეალობაში სერიოზულად გახდებით ავად. თანაც, არსებობს ალბათობა, რომ დიდი ხნის მკურნალობა დაგჭირდებათ.
ჭუჭყიანი წყალი
ლონგოს მიხედვით
ხშირად, ბინძური, ჭუჭყიანი წყლის ნაკადი უახლოეს მომავალში საფრთხის შესახებ გვაფრთხილებს. თუ, ამასთან, ბინძურ ნაკადში ჩავარდით , მალე ბევრ შეცდომას დაუშვებთ, მაგრამ ისინი უმნიშვნელო იქნება. თუ ფეხების ქვეშ ბინძურ წყალს ხედავთ ან ის ნავს ან გემს ავსებს, უსიამოვნებებს, სიღარიბეს, ავადმყოფობებს ელოდეთ. ფეხები დასვარეთ? ზოგიერთი საკითხის გადაჭრა ძალიან რთული იქნება, ამიტომაც ფხიზლად უნდა იყოთ. ცუდი წყალი დალიეთ? ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ყველა შემთხვევაში, დაბინძურებული წყალი გამოხატავს სირთულეებს, რომლებიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროს შეიძლება შეეხონ. თუ სიზმარში მისი გასუფთავება გამოგივიდათ, ალბათ, ცუდი პერიოდი მალე დასრულდება, და კეთილ, პატიოსან ადამიანებს გაიცნობთ.