დაგესიზმრათ მარგალიტი
მილერის მიხედვით
სიზმარში მარგალიტის ნახვა კარგ ბიზნესს, წარმატებულ ვაჭრობასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში იღბალს მოასწავებს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ მისი შეყვარებული მას მარგალიტს ჩუქნის, ის წარმოუდგენლად ბედნიერი იქნება: მას ელოდება მხიარულება, სიამოვნება, ასევე მოსიყვარულე, ერთგული ქმარი, რომლისთვისაც უცხოა ბედნიერების დამანგრეველი ეგოისტური ეჭვიანობა. თუ ქალი კარგავს ან აბნევს მარგალიტებს, ის აღუწერელი სევდისგან დაიტანჯება. ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში მარგალიტით აღფრთოვანება ნიშნავს, რომ წმინდა სიყვარული მის სულს აღავსებს და ის გააკეთებს ყველაფერს, რაც მასზეა დამოკიდებული, რათა რჩეულს მოეწონოს.
დაგესიზმრათ საჩუქარი
მილერის მიხედვით
სიზმარში საჩუქრების მიღება იმის ნიშანია, რომ თქვენ წარმოუდგენლად ბედნიერი იქნებით. საჩუქარი საქმიანი ადამიანებისთვის იღბლიან ფინანსურ ოპერაციებს მოასწავებს. ვინმესთვის საჩუქრის გაგზავნა ხელსაყრელი შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს თქვენი პრობლემების გადაჭრისთვის. ასევე შესაძლებელია, რომ ვინმემ განგსაჯოთ, რაც გაგაღიზიანებთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში მშვენიერ საჩუქარს იღებს - რეალობაში მას ელოდება დაქორწინება მდიდარ და ემოციურად ახლო ადამიანთან. სიზმარში საჩუქრების მიღება დაბადების დღისთვის თქვენთვის ყველაფერში იშვიათ იღბალს მოასწავებს . თუ თვითონ აძლევთ საჩუქარს საზეიმო გარემოში, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში ამ ადამიანის მიმართ სათანადო პატივისცემას ვერ განიცდით.
მარგალიტი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში მარგალიტის სამკაულის ნახვა- ასეთი სიზმარი წინასწარმეტყველებს დედამიწაზე უჩვეულოდ ლამაზი სანახაობის გამოჩენას, რომლის მოწმეები მიიღებენ ისეთ რაღაცას, რაც მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას შეცვლის. სიზმარში ნიჟარის გახსნა და მასში მარგალიტის დანახვა - ასეთი სიზმარი მოულოდნელ მოვლენას მოასწავებს, რომელიც სერიოზულად შეარყევს ბევრი ადამიანის ფსიქიკას. სიზმარში შავი მარგალიტის ნახვა საშინელი ნიშანია, რომელიც ბოროტი ძალების მოსვლით იმუქრება. ყველაზე საშინელება მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები ფაქიზი ნერვული სისტემით ბოროტებას ემსახურებიან და ამაში ეჭვიც არ ეპარებათ , თითქოს ისინი ჰიპნოზის ქვეშ ან ბოროტი ძალის ჯადოსნური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. თუ სიზმარში იშვიათ მარგალიტს ნახულობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენში უდიდესი პოტენციალი იმალება , რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება უცაბედი ცვლილებების ზემოქმედების ქვეშ.
რატომ გვესიზმრება მარგალიტი
ცვეტკოვის მიხედვით
ცრემლები
რატომ გვესიზმრება საჩუქარი
ცვეტკოვის მიხედვით
სიახლე ; (ქალს) მდიდარი საჩუქრები- ბედნიერი ქორწინება; თვითონ ჩუქნი- მომგებიანი საქმეები
რატომ გვესიზმრება ჩუქება
ცვეტკოვის მიხედვით
ფულის- ამაღლება; ნივთების- დანაკარგი; თავიდან მოშორება
სიზმრის მნიშვნელობა მარგალიტის შესახებ
ფროიდის მიხედვით
მარგალიტი არც ისე კარგ ნიშნად ითვლება, რადგან ის ცრემლებს, იმედგაცრუებას მოასწავებს. ამიტომაც, თუ დაგესიზმრათ მარგალიტი, ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობები უნდა შეწყდეს. ყველაფერი ამისკენ მიდიოდა და ვერაფერს მოიმოქმედებთ. თუ სიზმარში საკუთარი თავი მარგალიტით დაამშვენეთ, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში დაკარგული ურთიერთობების აღდგენას ეცდებით. ამის გაკეთება რთული იქნება, რადგან პარტნიორი ამაში აზრს ვერ დაინახავს და თქვენს სურვილს ყველანაირად შეეწინააღმდეგება. ნუ დაიჟინებთ, რათა საბოლოოდ არ განაწყოთ ადამიანი თქვენ წინააღმდეგ. ჯობია, თბილი მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნოთ, ვიდრე ერთმანეთის მტრები გახდეთ.